კეეე. მიშა მხდალია და კურდღელი. ჩვენი ოპოზიციური მასა და ლიდერები კი დიდბუნებოვანი ვაჟკაცები..
"ეკლესიებს გვინგრევენ და სარწმუნოებას გვართმევენ" საზოგადოება თავის სულიერ სიშიშვლეს და არაქრისტიანულ, უსიყვარულობით გაუდაბნოებულ გულს ვერ მალავს და ავიწყდებათ, რომ თუ პატრიარქს მიშამ და მთავრობამ და ჯარმა უნდა დაუჯეროს, ეს მათაც რომ ევალებათ. უწმიდესმა აქციის მონაწილეებს მივმართავო - არ გამოავლინოთო არანაირი აგრესია და მათ შორის სიტყვიერიცო, და გუშინ ამ მაგარმა "მამულიშვილმა" და "მორწმუნე" სასტავმა,[ ვინც ფარისევლურად მოსთქვამდა - "მარხვაში სუში (თევზი!!!!!, რომელიც სამარხვო საჭმელია

) როგორ ჭამა ამ უღმერთომო"] ამ გაგანია მარხვაში როგორ იგინეს გამზრდელი ყველამ ვნახეთ. და თან ხმის ტონით და ჟესტიკულაცია-არტიკულაციით ნაკლებად-მამაკაცური პეპელას არქი-ორატორობით..
თუ ქრისტიანები ხართ, გინდაც შეშIნებოდა ადამიანს დაბომბვისა და მისი ისეთივე მოკვლისა, როგორც მოკლეს გამსახურდია ან დუდაევი, ამაზე როგორ შეიძლება იცინო? კრიტიკულ მომენტში ვინ როგორ მოიქცეოდით? ფსიქოლოგიაც იმას ამბობს და ეკლესიის წმიდა მამათა სწავლებაც ესაა, რომ რასაც სხვა ადამიანში დასცინი და განიკითხავ, სწორედ მაგ თVისებების მატარებელი ხარ შენ თვითონ! ქართული საზოგადოება რომ დაბომბვას გაქცეულ პრეზიდენტს დასცინის მაგარია არა? ის საზოგადოება, აგვისტოს იმ ღამეს ერთიანად რომ აიხიკა და ზოგი კახეთს გარბოდა და ზოგი კი აზერბეიჯანს. ეს ბუნებრივია - თავი დაიცვა მოსალოდნელი საფრთხისაგან..
რა გინდოდათ? რომ დამდგარიყო და ეყვირა "აგერ ვარ დამბომბეთო?" რომ მერე გეძახათ, ხომ ვამბობდით არაადეკვატურია და გიჟიაო?
აქ ზღვარი ჩვენს შორის გადის საქართველოს მომავლის ხედვის განსხვავებულ ლოგიკებს შორის და კიდევ იმაში, გვჯერა თუ არა სააკაშვილის მოტივაციის და პატრიოტობის და კეთილსინდისიერების. ამიტომ ყოველგვარი კამათი აქ უაზროა.
წესით ქრისტიანები ვართ ვითომ, და ამიტომ უნდა გვახსოვდეს რომ მოყვასიც უნდა გვიყვარდეს და მტერიც, რომ ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, რომ ადამიანის მიმართ თანაგრძნობა და თანალმობა უნდა გქონდეს. მე არ ვქადაგებ, მართლა, უბრალოდ, უმრავლესობა ოპოზიციისა მაგარი ქრისტიანები არიან და იმათ შევახსენებ, რომ დაცინვა, ზიზღი, გინება, სიძულვილი და ლანძღვა ის მდგომარეობაა, როდესაც ღმერთი აღარაა შენში და ეშმაკია მაგ დროს.. თუნდაც მტერი უნდა გიყვარდეს ქრისტიანს

მაგრამ ჩვენ სათნოებას ხომ მუდამ სხვას ვთხოვთ და ჩვენ ხომ მუდამ მართლები ვართ... ჩვენი მენტალიტეტი გვღუპავს, ჩვენი მენტალიტეტის ცუდი მხარეები

მე მჯერა რომ მიშას არ შეშინებია და რაც "პრეზიდენტამ" დაწერა ვეთანხმები. თქვენ არ გჯერათ და სააკაშვილი მიგაჩნიათ ყველაზე ცუდ და საძულველ ადამიანად დედამიწაზე.
აქ დიალოგს და კამათს აზრი არა აქვს. ვერაფრით დაგარწმუნებთ.
ალბათ მის გვამს რომ ნახავთ მერე მოისვენებთ. მესმის, შურისძიება მეტად სასურველი გრძნობაა როდესაც უსამართლოდ თუ სამართლიანად დაჩაგრული ხარ და მოყვები ქვეყნის განთავისუფლების და რეფორმირების მტკივნეულ პროცესში..
მაგრამ ყველას უნდა გვახსოვდეს წესით 20 წლის წინანდელი ამბები, როდესაც ერთი კაცის სიძულვილს გადავაყოლეთ ქართVელებმა საქართVელო. მერე დიდებით დავკრძალეთ მთაწმიდაზე... არც ის იყო ანგელოსი და არც ესაა, მაგრამ მათი მოტივაცია ჩემი და ჩემნაირების აზრით, არის კეთილი და საქართVელოსთVის სიკეთის მომტანი. ასეა თუ ისე, არეულობას და ქაოსს თუნდაც ყველაზე ცუდი მმართVელო რომ სჯობია, ვისაც ეს არ ესმის, იმასთან საუბარს უბრალოდ აზრი არა აქვს..
რუსეთი კარზეა მომდგარი! ოპოზიციის ლიდერები ტროას ცხენია! ხალხი - მართლაც უსამართლობით და გაჭირვების გამო აღშფოთებული ხალხი, გამოხატავს თავის პოზიციას. მაგრამ მათი ეს წრეგადასული ზიზღი და აღშფოთება (რომელსაც ნორმალური ლიდერი დადებით ძალად და ენერგიად გადააქცევდა) იქნება სწორედ, ტროას ცხენს შემოყოლებულ დამპყრობლებს რომ შემოიყვანს ამ ჩვენს ძლივძლივობით და ვაინაჩრობით შეკოწიწებულ სახელმწიფოში..
ვიცი ამაზეც ცინიზმით მიპასუხებთ
აზრი არა აქვს დიალოგს

სამწუხაროდ.
ჩვენ ღირებულებების და ლოგიკების აცდენა და არდამთხვევა გვჭირს.
ერთია მხოლოდ - საქართVელო ორივე მხარეს გვიყვარს და ეგებ ვინმეს ეყოს გონიერება რომ დედის მგინებლებს არ მისცეს საშუალება ქვეყნის უკან მიბრუნებისა..
სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს; არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს...