თემის სახელი არასწორია.
უნდა ერქვას "ისევ ქართული მარაზმი".
სომხეთში არიან დაშნაკები, რომელთაც ხელისუფლებას არ აკარებენ.
მათ ჰყავთ კუდები ჯავახეთში - მითქ-ები და სხვადასხვაგვარი Yლეები.
მითქ-ელის გამო მთელ სომხეთსა და სომხობას აგინო - ეს იგივეა, "ასავალ-დასავალის" რომელიმე ჟრჟოლისმომგვრელი სირობისთვის რომ გვაგინონ მთელ საქართველოსა და ქართველებს. თანაც ეგ გაზეთი სომხობის განსაკუთრებული, ზოოლოგიური სიძულვილით გამოირჩევა. მათ ჭკუაზე ყოფნა კი მგონი ტეხავს ნორმალური ადამიანისთვის.
ხაზგასმით უნდა აღვნიშნო - ჯავახეთისა და საზოგადოდ, საქართველოს მოქალაქე ეთნიკური სომხების საკითხის მიმართ ოფიციალური ერევნის პოზიცია აბსოლუტურად ნორმალურია. ვერ ვიხსენებ, მათი ოფიციალური დამოკიდებულების მიმართ პრეტენზია გამჩენოდეს.
ნუ ახლა Yლეებზე არ ვამბობ, რომლებიც მართლად ჰყავთ.
თუმცა საქართველოს რომ ვუყურებ, მეეჭვება, ჩვენზე მეტი ჰყავდეთ.
ცხოვრება კი ინტერესების თამაშია, და არა ემოციები. ორ ბმულს გთავაზობთ.
რით ემუქრება საქართველოს აზერბაიჯანისა და რუსეთის მოლაპარაკებებიhttp://www.ambebi.ge/politika/3731-sashina...-dagvrches.html
უკვე ათი დღეა სრულიად საქართველო აქტიური საპროტესტო აქციებით არის მონუსხული. მართალია 9 აპრილამდე, აქციების მოლოდინშიც მეტ-ნაკლებად დაძაბული იყო საზოგადოება, მაგრამ ბოლო დღეებში შექმნილი ჩიხური სიტუაციის ფონზე ყურადღება თითქოს სულ ერთი მიმართულებით კონცენტრირდება. სწორედ ეს არის ალბათ მიზეზი იმისა, რომ არც ხელისუფლებაში და არც ოპოზიციაში აქტიური გამოხმაურება არ მოჰყვა ჩვენი აზრით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც ჩვენ მეზობლებს სომხეთს, თურქეთსა და აზერბაიჯანს უკავშირდება.
”ამბები.გე” უკვე წერდა იმაზე, რომ თურქეთ-სომხეთის ურთიერთობები ნელ-ნელა ცივილიზებულ ხასიათს იღებს. აზერბაიჯანი ამ ”დათბობას” უკმაყოფილებით, მაგრამ მაინც გაგებით უმზერდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც სომხეთ-თურქეთის მიმართულებით აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ინტერესი გამომჟღავნდა და კონკრეტული ქმედებებიც გახმაურდა, ხოლო ამას მოყვა თურქების თამამი განცხადება:
”ყარაბაღის პრობლემას წლის ბოლომდე მოვაგვარებთო”, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აშშ-ის მიმართ აშკარა დემარში მოაწყო. ალიევი ბარაკ ობამას თურქეთში ვიზიტისას არც ახალარჩერული პრეზიდენტის თხოვნას გამოეხმაურა და არც ჰილარი კლინტონის სატელეფონო ზარებს უპასუხა. ის კატეგორიულ უარზე წავიდა თურქეთში ჩასვლასა და თურქეთ-სომხეთის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებაზე. მან კარგად უწყოდა, რის ფასად დაუჯდებოდა ეს მოლაპარაკებები მის ქვეყანას
(რას უპირებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ილხამ ალიევს და მიხეილ სააკაშვილს ?!).
როგორც მოვლენების მიმდინარეობამ გვაჩვენა, აშშ-ის ახალ მთავრობას თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების შეცვლა უფრო ღირებულად მიაჩნია, ვიდრე აზერბაიჯანთან მეგობრული ურთიერთობები, ალბათ, სწორედ ასეთი დასკვნა გააკეთა ილჰამ ალიევმა და მაშინვე... რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა.
17 აპრილს მედვედევი და ალიევი ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა მთიანი ყარაბაღის სიტუაცია გახლდათ. რუსეთის პრეზიდენტი დაპირდა აზერბაიჯანელ კოლეგას, რომ ის აუცილებლად მოუგვარებს ამ რეგიონის პრობლემას, ოღონდ აზერბაიჯანისგან სხვა ”უმნიშვნელო” დათმობების გარდა, მოითხოვა, რომ მან შეწყვიტოს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა საქართველოსთან. ეს ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციაა. რა იგულისხმება ”სხვადასხვა უმნიშვნელო დათმობებში” არავინ ამბობს, თუმცა ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს...
მიუხედავად რუსეთ-ამერიკის ინტერესებს შორის ლავირებისა, აზერბაიჯანი უკანასკნელი წლების მანძილზე ყოველთვის იყო საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე კეთილმეგობრული პარტნიორი. თუ აზერბაიჯანი ფსონს რუსეთთან თანამშრომლობაზე გააკეთებს, ეს საქართველოს ბევრ პრობლემას მოუტანს, როგორც დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციაში, ისე სამომავლო - ენერგეტიკული, სამხედრო თუ სხვა შინაარსის პროექტების შესრულების მხრივაც.
არ არის გამორიცხული, ალიევის ეს ქმედებები ერთგვარი სიგნალი იყოს ამერიკისთვის და აზერბაიჯანის ლიდერი ბოლომდე არ მიენდოს რუსეთს, თუმცა უკვე ის ფაქტი, რომ რუსეთი მას პირობად საქართველოსთან ურთიერთობის შეცვლას ღიად უყენებს, ბევრ რამეზე მეტყველებს.
და მეორეც - სწავლებებზე, რუსეთმა გაუქმება რომ მოითხოვა.
Минобороны Армении подтвердило свое участие в учениях НАТО в Грузииhttp://www.rian.ru/defense_safety/20090418/168521430.htmlЕРЕВАН, 18 апр - РИА Новости. Армения примет участие в учениях НАТО в Грузии, которые пройдут с 6 мая по 1 июня, сообщило в субботу агентство "Новости-Армения" со ссылкой на пресс-секретаря министра обороны республики, полковника Сейрана Шахсуваряна.
"Состав участников со стороны Армении уже ясен, но он будет обнародован после конференции по планированию учений" - сказал военный.
Многонациональные учения под эгидой НАТО Cooperative Longbow 09/Cooperative Lancer 09 пройдут в Грузии с 6 мая по 1 июня, в них примут участие около 1,3 тысячи военнослужащих из 19 стран альянса и его партнеров. Учения являются военно-штабными и будут проходить без использования оружия и военной техники.
ეხლა ეს ნიუსები იმიტომ არ მომიყვანია, რომ აზერბაიჯანელებს ვაგინოთ და სომხები ვადიდოთ. იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ნუ ვიქნებით მარაზმში.
This post has been edited by Geronti on 18 Apr 2009, 20:44