მე მაქვს ერთი იდეა თუ კადნიერებაში არ ჩამომართმევთ
თუ სიმართლისა და სამართლიანობისთვის ბრძოლაა დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი!მაინც ბანანის რესპუბლიკასავით ვიქცევით და ერთი ბანანების აქცია ხომ არ მოგვეწყო? დავურიგოთ ბანანები ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც. ერის სინდისებს, ნამუსებსა და ინტელექტებს (დაწყებული ჩარკვიან-დოლიძე-ლორთქიფანიძეებით და დამთავრებული მოქმედი მინისტრებითა და ნაცმოძის სახეებით) ბონუსად ლეღვის ფოთლები. თან კაი ამინდი გამოდის ეხლა და საკაიფო ვანავანაჯუჯუ აქცია გამოვა. მოსაბეზრებელია ეს ჯვრიანი და რქიანი დროშები, ბანალური ლოზუნგები და ყავლგასული პათოსი. ბანანი ყველა ჭეშმარიტ ქართველ [მართმადიდებელ] პატრიოტს! საკნებში მყოფთ კი "ზოლიანი ბანანების" კასეტები გადაეცემათ (დვდ არა ქურდულია)