ლინკოლნ მიტჩელი – ქართულმა ოპოზიციამ ერთადერთი მოთხოვნის დაყენებით თავი კუთხეში მიიმწყვდია ლინკოლნ მიტჩელი – ქართულმა ოპოზიციამ ერთადერთი მოთხოვნის დაყენებით თავი კუთხეში მიიმწყვდია
14 / 04, 2009 11:13
Font size:
ამერიკელ ექსპერტ ლინკოლნ მიტჩელს მიაჩნია, რომ ქართულმა ოპოზიციამ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის ერთდაერთი მოთხოვნის დაყენებით საკუთარი თავი კუთხეში მიიმწყვდია.
ამის შესახებ მიტჩელმა, რომელიც “ვარდების რევოლუციის” დროს ამერიკის ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტის თბილისის ბიუროს ხელმძღვანელობდა, “რია ნოვოსტითან” ინტერვიუში განაცხადა.
მისივე აზრით, სააკაშვილის მომხრეთა ასეთი ტაქტიკა პოლიტიკური კრიზისიდან საქართველოს გამოსვლას სერიოზულად ართულებს.
“ოპოზიციის ხელმძღვანელემა უნდა იფიქრონ, რომ ისეთი ვარიანტები შესთავაზონ, რასაც სააკაშვილი შეიძლება დათანხმდეს. “გადადექი და მორჩა!” ეს არ არის წინადადება, როემლსაც შეიძლება პრეზიდენტი დათანხმდეს და, გულწრფელად რომ ითქვას, არც უნდა დათანხმდეს. ჯერჯერობით ვერ ვხედავ ხელისუფლებისა და მისი ოპონენტების მოლაპარაკებებისთვის კომპორომისების კონკრეტულ ვარიანტებს”, - განაცხადა მიტჩელმა.
ოპოზიციის გამოკვეთილ ფიგურებზე საუბრისას, თუ ვინ შეიძლება იყოს პრეზიდენტის სავარძლის პრეტენდენტი, მიტჩელმა აღნიშნა, რომ პარლამენტის ექსსპიკერს, “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერს ნინო ბურჯანაძეს ხალხის საკმარისი მხარდაჭერა არ აქვს.
მიტჩელს უფრო პერსპექტიულად მიაჩნია “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერი ირაკლი ალასანია, რომელსაც, მისი აზრით, პოტენციალი აქვს, მაგარმ ხალხმა მის შესახებ ჯერ კიდევ ცოტა იცის.
ამერიკელი ექსპერტის აზრით, შანსი ასევე შეიძლება ჰქონდეს ლევან გაჩეჩილაძესაც.
“შეერთებული შტატებისთვის ახლა მნიშვნალოვანია არა იმის გამოცნობა, თუ ვინ იქნება საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, არამედ - ქართული დემოკრატიული ინსტიტუტების საკითხების გადაწყვეტა, ისეთი, როგორიც არის მთავრობის საპირწონედ სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და პარტიების რაციონალური განვითარება”, - განაცხადა მიტჩელმა.
2009-04-14 15:07:00
...
ლინკოლნ მიტჩელი – ახლა “სააკაშვილის რეჟიმის” ბედი წყდება ლინკოლნ მიტჩელი – ახლა “სააკაშვილის რეჟიმის” ბედი წყდება
14 / 04, 2009 11:26
Font size:
ახლა “სააკაშვილის რეჟიმის” ბედი წყდება, - ამის შესახებ ამერიკელმა ექსპერტმა ლინკოლნ მიტჩელმა “რია ნოვოსტისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
“თუ რეჟიმი დაიშლება, პრეზიდენტი გადადგება და არასტაბილურობა დაისადგურებს ან რეჟიმი ნაკლებად ავტორიტარული იქნება, აი, მაშინ გაჩნდება რეალური საფრთხე და ვფიქრობ, ეს ორივე მხარემ უნდა აიცილოს თავიდან”, - განაცხადა მიტჩელმა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური შეცდომა ის იყო, რომ ოპოზიციის დემონიზირება მოხდა.
“ავიღოთ თუნდაც, თითქმის აქსიომად ქცეული მოსაზრება, რომ თუ პრეზიდენტ სააკაშვილის მოწინააღმდეგე ხარ, გამოდის, რომ პატრიოტი არ ხარ და რუსეთს უჭერ მხარს. საქართველოში კი ძალიან ბევრი ადამიანია, როგორც ოპოზიციის ლიდერი, ისე რიგითი ადამიანი, რომლებსაც თავი პატრიოტებად მიჩნიათ და პრეზიდენტს მხარს არ უჭერენ. ყველაზე დიდი საშინელებაა, როცა ქმნი პირობებს, სადაც თუ პრეზიდენტის მომხრე არ ხარ, არ ხარ პატრიოტი”, - განაცხადა მიტჩელმა.
ექსკლუზივიზურაბ აბაშიძე - თუ პოლიტიკური სისტემა არ დაბალანსდა, შეიძლება, ნებისმიერმა გაუთვალისწინებელმა ფორსმაჟორმა დიდი არეულობა და დესტაბილიზაცია გამოიწვიოს
2009-04-14 15:07:00
...
წყარო - იაპიენი.
* * *
ვაი... დამავიწყდა კიდევ ერთი ნაწილის დაკოპირება... ახლა არ მცალია, მომიტევეთ. 2007 წლის ნოემბრის განმეორებას არ აპატიებს დასავლეთიო. პრინციპში, თემაც კი გაიხსნა ამაზე და არ ღირს დაკოპირება, მგონი...
Вечность - это утомительно. Особенно под конец.
Я смерти не боюсь, но не хочу при этом присутствовать.
Вуди Аллен.