ბალადა პოლიტგანყოფილების რაინდებზე
აჰა ჩამოწვა ფანჯრებში ბინდი,
მთვარე ანათებს ცას როგორც ცინკი,
კომპთან მივედი წითელი წინდით
და ამოვკრიფე ფორუმ.ჯი-ს ლინკი
ფორუმი ტყეა, უღრანი,შავი,
დასახლებული ავი სულებით,
აქ მყოფნო მზად ხართ გასწიროთ თავი?
გთხოვთ გაიმაგროთ ყველამ გულები
აჰჰაა გამოჩნდა შაქრო მეორე,
ღამის მეუფე და მბრძანებელი,
ხეების ლანდებს მიყვება მალვით,
ძველი პუდჩისტი და მწვალებელი
ნეტავ ვის მიმართ უზრახავს ავი?!
ნუთუ იდეათ გენერატორის?!
იქნებ დიზაინს დაადგა თვალი?!
ანდა მდღნერებო პროვოკატორის?!
იქნებ გერმანე უნდა აცდინოს?!
რადგან ყმაწვილის ცდენას რა უნდა,
ან პატრიცია სურს მოაკვდინოს,
და აქ ვერაგად დაჰყარაულდა
ზოგი ფიქრობს,რომ რომ ბე პე გეს მისდევს,
როგორც ბედისგან კუთვნილი ტყვია,
მასეთი ბედი ტროცკსაც ხომ ერგო.
სადღაც დაკარგულ მექსიკაშია.
ფორუმის მკვიდრნი ზაფრამ მოიცვა,
ყველა მოელის საზარ აღსასრულს,
ჯერ სასოება არსაითგან ჩანს,
სხვა პოსტში დავწერ ამბის დასასრულს
თუ დასაწყისი მოგეწონათ ოღონდ