#61953229 · 9 Mar 2025, 12:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Dato-Tolordava
QUOTE | დემოკრატიის მინუსები |
მთავარი ფუნდამენტური მინუსი და აქილევსის ქუსლი ისაა რომ, #ლეს და გენიოსს, ორივეს ერთი ხმა აქვს. რადგან #ლეები გენიოსებზე მეტი არიან, ყოველთვის #ლეობა იმარჯვებს. ან თაღლითები რომლებიც #ლეებს უკეთ აბოლებენ... * * * B l a c k J a c k
QUOTE | მეორეც არ არსებობს განათლებული და სულელი. 5 ენაზე ვსაუბრობ, ორი უმაღლესი ტექნიკური განათLება მაქს. ადგა ჩემი სულელი ძმაკაცი და მანქანების ზიდვა დაიწყო ამერიკიდან. მილიანერია და ბიუჯეტსაც ავსებს და ხალხსაც ეხმარება. რომელია ახლა ქვეყნისთვის სულელი და რომელი განათლებული? |
ძალიან არასწორად უყურებ, რაც ეჭვქვეშ აყენებს შენ განათლებულობას. ყველაფრისმცოდნე და ყველაფრის შემძლე არვინაა. ვიღაცა რომ ფულის კეთებაში გჯობია, არ ნიშანავს რომ კანონშემოქმედებაში გაჯობებს. ბიძინაც კი ვერ ვერ აჯობებს ექიმს ექიმობაში და ინჟინერს ინჟინრობაში.... უჭკვიანესი ანალიტიკოსი და საუკეთესო ორატორი იყო აკაი ბაქრაძე მაგრამ, მილიონერი არ/ვერ გახდა....არჩევნებიც კი ვერ მოიგო. ხო, ილია ჭავჭავაძემ ორჯერ იყარა კენჭიო თბილისის საკრებულოში და ორივერჯერ დამარცხდა. აკაკი წერეთელმა ადგილობრივ მეღვინესთან წააგო არჩევნები საჩხერეში.... სწორედ ამიტომ, თანამედროვე დემოკრატია განწირულია. საკითხი მხოლოდ ისაა, როდის მიხვდება ამას კაცობრიობა და შეძლებს თუ არა შეცვლას.
This post has been edited by SaamI on 9 Mar 2025, 12:59
|