მე რაც ვიცი დავწერ, დასკვნა თქვენთვის მომინდია
პროდუქტები....გაითვალისწინეთ ოფიციალური ხელფასი არის საშუალოდ 160 მანეთი, პენსია 75 მანეთი.
-15 კაპიკიანი მწვანე და დამპალი კარტოფილი...ასევე სხვა შესაბამისი ხილ ბოსტნეული(ნორმალურის ყიდვა ისევ საბაზრო ფასებში 3-4 ჯერ ძვირად.
-ხორცი 2,2 მანეთი 25 წლის წინ გაყინული(ისიც მუდამ არ იყო, რიგში უნდა ჩამდგარიყავი, ნორმალური ბაზარში 4-7 მანეთი)
-რძე ლიტრი 32 კაპიკი წყალწყალა (პარაშოკის, ნამდვილი ასევე 3-4 ჯერ ძვირი გლეხებისაგან).
-ლუდი უმეტესად მჟავე(მაგედან წამოვიდა უარყოფითი სადღეგრძელოები. გპი-სთან იყო სპარტაკას დუქანი და იქაურმა მჭავე და განზავებულმა ლუდმა წარმოშო ლუდით უარყოფითი სადღეგრძელოების ინსტიტუტი

) წყალი(რუსეთში კარგი იყო. ეგ ცალკე თემაა საბჭოთა რუსეთი!)
-ღვინო 8 ნომერი კახური 85 კაპიკი. კაი გაკეთებული, საკისრებელი

.
-არაყი არცთუ მაღალი ხარისხის აცეტონის გემო დაჰკრავდა. 0.5 ლიტრი 3 მანეთი. მერე 5,30 გახდა (ჯერ კიდევ ბრეჟნევის დროს).
დენი, წყალი, ცენტრალური გათბობა და ცხელი წყალი ონკანიდან(მრავალთათვის ეს უცხო გრძნობაა დღეს) ვაკე-საბურთალოს(შეიძლება ზოგ ძველ რაიონსაც) კი ჰქონდა დანარჩენგან მეტ ნაკლებად ახალ რაიონებს გლდანი, მუხიანი, დიდი დიღომი 20% იმისა რაც უნდა ყოფილიყო.
როგორც ჩანს სოციალურ სიტუაციაზე ვერ იტყვი რომ კატასტროფული იყო
რასაც ვერ ვიტყვი, განათლება, პროგრესზე, ახალ ტექნოლოგიებზე...რამაც დაშალა სსრკ
და კიდევ მენტალიტეტზე კაცის-კაცის იდეოლოგიაზე, რომელიც დღესაც ბუდობს პარაზიტული ფორმით.....
თუ ვინმეს აინტერესებს გავაგრძელებ,.!...
გაღმა გავალ გუთნითვინა............ ;) !
http://izvestia.ru/news/541857