ტელევიზიასთან მიმდინარე ღამის აქციამ მშვიდად ჩაიარა
~საზოგადოებრივ მაუწყებელთან~ მიმდინარე ღამის აქციამ მშვიდად ჩაიარა. მთელი ღამის განმავლობაში აქციის მონაწილეთა მხრიდან იყო მოლოდინი და მზადება იმისათვის, რომ შესაძლებელი იყო აქცია დაერბიათ, თუმცა, საბოლოოდ ვარაუდი არ გამართლდა და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.
ამ დროისთვის ტელევიზიასთან მომიტინგეთა მხოლოდ მცირე ჯგუფი, ლიდერებიდან კი ლევან გაჩეჩილაძე და არასამთავრობო ორგანიზაციების ახალგაზრდა ლიდერები იმყოფებიან. ლევან გაჩეჩილაძემ ჩავლილი ღამე ერთგვარ გამარჯვებად და მთლიანობაში დადებითად შეაფასა.
დღეს, 09.00-დან 11.00 საათამდე კი ტელევიზიასთან მყოფი აქციის მონაწილეები ~სირცხვილის კოროდორების~ მოწყობას გეგმავენ. საკნებით გადაკეტილი რჩება კოსტავას გამზირი. აღნიშნულის გამო წუხელ ავტომანქანების მძღოლებსა და მოპიკეტეებს შორის რამდენჯერმე შეხლა-შემოხლაც მოხდა.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1 This post has been edited by licemer on 24 Apr 2009, 08:17
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.