რა იქნება ნაღდად არ ვიცი.
ერთი ვიცი რაც ჩემი სუბიექტური აზრია რომ ოპოზიციის ლიდერებს (ნაწილს მაინც) დიდი სურვილი აქვთ დაარბიონ.
ეს სურვილი კიდე ჩემი აზრიტ არ ემყარება მხოლოდ იმ აზრს რომ ამის მერე ხალხი გამოვა. ხალხი ნამდვილად გამოვა ოღონდ სხვა ხალხი და ხელში პლაკატების მაგივრად შეიძლება სხვა რამეები ეჭიროთ. რა მაფიქრებინებს ამას - ვხედავა იგივე ხალხს და დაახლოებით იგივე ტექნიკას რაც აქამდე გამოგვიცდია. 100% გარანტიას ვიძლევი რომ ეს თუ მოხდა მაისაშვილი, ალასანია, ზურაბიშვილი, გაგიკვირდებათ და გაჩეჩილაძეებიც დაკმაყოფილდებიან მხოლოდ კერძო არაპოლიტიკური მოთხოვნებით (გაწიე გამოწიე რამე კომისიის თავჯდომარენი გახდნენ ფორმალურად), "ვერხს" ის ჯგუფი მოტეხავს ეხლა ვისაც არც თუ შესაშური რეიტინგი აქვს.
ეს ალბათ ყველაზე ცუდია რაც შეიძლება მოხდეს
რა შეიძლება მოჰყვეს შეიარაღებულ დაპირისპირებას ? ამ წუთას რუსეთის ჯარის კონცენტრაცია რომ არ იყოს ასეთი სერიოზული და ომი არ გვქონდეს გადატანილი ან გადასატანი, ამ ჯგუფს დაახლოებით 1-2 დღეში სრულიად მოსპობდნენ, მაგრამ ეხლა ამაზე რესურსი ხარჯვა უკვე საგრძნობი დანაკლისია ჩვენისთანა ქვეყნისთვის. მოკლედ ვინ ვის წისქვილზე ასხავს ან აშარდავს გამოჩნდება იმედია მალე.
იმედი მაქვს ეს მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი აღმოჩნდება.
რაც შეეხება ოქრუაშვილს ჩემი აზრით ოქრუაშვილს და ამ მთავრობას შორის შედგა დაახლოებით ასეთი გარიგება "მე შენ არ გეხები შენ მე" - თორე ინტერპოლს შუძლია რამე რომ იყოს მისი საკმაოდ ეფექტურად (

) დაპატიმრება, + ოქრუაშვილი საქართველოში ციხეში გაცილებით ცუდია ვიდრე ოქრუაშვილი თავისუფალი საფრანგეთში ან სადმე სხვაგან.
ზოგადად კი მგონი ისევ ისტორიული გამოცდის წინაშე ვდგევართ და ეხლაც რამდენიმე დღის გაძლება უნდა შევძლოთ.