რაღა დაგიმალო და, არც მე მახსოვს...
შევეცდები აგიხსნა რატომ...
თავის დროზე "ზვიადისტი" ვიყავი, ერთ-ერთი რიგითი "სამიტინგე ხორცი", არც ერთ
პარტიაში არ ვყოფილვარ. უარყოფითს მაშინაც ვხედავდი. ჩემს მეგობართა თუ ნაცნობთა შორის
ბევრი ოპოზიციონერი იყო. ხშირად ვკამათობდით. ზოგიერთ საკითხში იძულებული ვიყავი მათ
დავთანხმებოდი. ორჯერ-სამჯერ ოპოზიციის მიტინგზეც გახლდით. ბოლო პერიოდში, ზვიადისტებთან
ხელისუფლების რაიმე შეცდომაზე საუბარი სრულიად მიუღებელი, სახიფათოც კი შეიქმნა, ასე იყო პარლამენტშიც,
ასე იყო ზვიადისტების მიტინგებზეც, მაშინვე ოპოზიციონერად შეგრაცხავდნენ. ეს განსაკუთრებით
არ მესმოდა და მაღიზიანებდა.
ახლა ვხვდები. სტრატეგიულად ზვიადის გზა სწორი იყო, მაგრამ ეს გზა ბეწვის ხიდზე გადიოდა
ქვეყნისათვის მეტად საჭირბოროტო მომენტში ტაქტიკურ შეცდომებზე "გაჯაზება" ოპოზიციის მხრიდან
იყო ამ ბეწვის ხიდზე შემდგარი ქვეყნისთვის ხელის კვრა - გადასაჩეხად. ასეც მოხდა.
იგივე სიტუაცია გვაქვს ახლაც. მე ასე მგონია. მე არ მინდა მათ შორის ვიყო, ვინც ქვეყანას ხელს
უბიძგებს გადასაჩეხად. ასეთები უჩემოდაც ბევრნი არიან.
კი იტყვით ახლა - გადაჩეხა და ეგ არიო, ამაზე უარესი რა შეიძლება იყოსო და ა.შ.
მე გეტყვით -თქვენ უარესი არ გინახიათ.
This post has been edited by crocodile on 24 Apr 2009, 06:19
ღმერთი ბჭობდა, კაცი იცინოდა. (C) crocodile
We fight, get beat, rise, and fight again (Nathanael Greene)