ავტომანქანა "ოპელი" საკნებს დაეჯახა
ინციდენტი მოხდა რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედანზე. უცნობი პირი, რუხი ფერის ~ოპელით~, რომლის ნომერია MNM 113 პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანზე ავარდა და საკნებს დაეჯახა.
ავტომანქანამ მეტრო ~თავისუფლების მოედნის~ მოპირდაპირედ ჩაუხვია და ვაჩნაძის ქუჩით წავიდა.
შედეგად საკნები დაჭეჭყილი და დეფორმირებულია. როგორც ~ინტერპრესნიუსს~ ~მოძრაობა ერთიანი საქარველოსთვის~ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლერი ლაფაჩმა განუცხადა,
ადამიანები საკნებში არ იმყოფებოდნენ და დაშავებული არავინაა.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1