უნდა დაინიშნოს.
მაგრამ არ აქვს აზრი ამ ხელისუფლების პირობებში.
უეჭველად გაყალბდება და ნებისმიერი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელიც ამ ხელისუფლებისაგან იქნება დანიშნული, გააყალბებს.
ერთი კაცი დამისახელონ მიშას მომხრეებმა დღევანდელ ხელისუფლებაში, ვისაც ანდობდენ არჩევნებს და დარწმუნებულები იქნებიან, რომ არ გააყალბებს.
ეს ჩემი თხოვნაა და მსგავს პასუხს, "რამდენიც გინდა", "ნებისმიერი", "არასდროს არ გაყალბებულა", "იმ დონეზე არ გაყალბებულა, რომ შედეგისთვის აზრი ჰქონოდა" და რაღაც მისთანებს უპირობოდ პასუხისგან თავის არიდებად მივიჩნევ.
ერთი "უსიამოვნო" ამბავს დავამატებ ჩემს წერილში. მამაჩემი ხშირად უყურებს კავკასიას და როგორც კი იქ ხერხეულიძე გამოჩნდება, ატეხენ ყვირილს გადართეო. ჩემი უფროსი შვილი 4 წლისაა

დღეს უმცროსი ჭირვეულობდა და დავემუქრე, გაჩუმდი თორემ ხერხეულიძეს დავუძახებ თქვა.
სინდის ვფიცავარ გაჩუმდა და შეშინებული თვალებით შემომხედა. მე ასე წავიკითხე, მამა ამ დონეზე გამწირავო.

:
ასე რომ ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ ბატონებო და ქალბატონებო ეგ დისკრედიტირებული ჩინოვნიკები თუ პოლიტიკური გუნდი, მაგრამ მე პირადად ამ ხელისუფლების ხელში რამე სიკეთეს არ ველი.
ამ ბოლო დროს ჩემში მწიფდება აზრი, რომ ყველაზე მისაღები პიროვნება ხელისუფლებიდან თვითონ პრეზიდენტია, მეტ-ნაკლებად რა თქმა უნდა, უბრალოდ სრულიად უნდა შემოიძარცვოს ეს გარემოცვა და ალბათ მერე უკეთ გაართმევს თავს.
მიშა+მისი გარემოცვა = ქვეყნის გარდაუვალ დაღუპვას;
გარემოცვა = ქვეყნის გარდაუვალ დაღუპვას;
მიშა = ?. ეგ არ გვინახავს, რომ ამ ტუტუცი გარემოცვის გარეშე რას იზამდა. აი ეგ იქნებოდა საინტერესო.
მეცოდება ეგ კაცი სადღაც. ყველაფერი ამ უტვინო გარემოცვამ გააფუჭა და მარტო თვითონ მას ახოცავენ ხელს