კარგი სტატაა... ამ თემაზე...
საქართველოში საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით იმედგაცრუება მატულობს
AFP
თბილისი - საქართველოს დედაქალაქში ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლების შედეგად გადაკეტილი ქუჩებისა და ყოველდღიური ცხოვრების დარღვეული რიტმის გამო ადგილობრივი მოსახლეობის იმედგაცრუება მატულობს.
9 აპრილს დაწყებული საპროტსტო გამოსვლები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წინააღმდეგ რუსეთთან გასული წლის ომის შემდეგ ყველაზე დიდი და ხანგრძლივი გამოსვლა იყო.
დემონსტრანტთა რაოდენობა შემცირდა - პირველი დღეს - 60,000-დან და დაახლოებით 3,000-მდე პარასკევს. ოპოზიციის ლიდერები ცდილობენ გააძლიერონ ზეწოლა სააკაშვილზე “სამოქალაქო დაუმორჩილებლობის” გზით.
დემონსტრანტებმა იმიტირებული საკნები თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე, რუსთაველის გამზირზე და საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან დაასგეს და ამით დაბლოკეს მოძრაობა ქალაქის რამდენიმე მთავარ ქუჩაზე.
ოპოზიციის ლიდერები პირობას დებენ, რომ განაგრძობენ პროტესტს, სანამ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნა არ შესრულდება.
“ხალხი სიმტკიცესა და მიზანდასახულობას აჩვენებს, ჩვენ აქ ვიდგებით, სანამ პრეზიდენტი არ გადადგება” - ამბობს სალომე ზურაბიშვილი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი.
მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობის მოთმინება გამოსვლებით შექმნილი არეულობის გამო ილევა.
ქუჩების გადაკეტვის გამო გზებზე საცობებია, ბევრი სკოლა და მაღაზია საპროტესტო გამოსვლების სიახლოვის გამო, იძულებული გახდა დახურულიყო. რუსთაველის ელეგანტურ გამზირზე, სადაც ქალაქის ყველაზე პოპულარული კინოთეატრები და თეატრები ჩარაზულია, ნაგვის გროვები დგას.
“ჩვენი მოთმინება ილევა. ეს საზარელია, ჩვეულებრივი ადამიანები ეწირებიან ოპოზიციის ბრძოლას ხელისუფლებისათვის,” - ამბობს მარიამ ჩადუნელი, 53 წლის, ლინგვისტი.
ხუთშაბათს ორ ადგილას თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირთან და საზაოგადოებრივი ტელევიზიის მთავარ ქუჩაზე, უთანხმოება წარმოიქმნა - ადილობრივი მოსახლეები იმიტირებული საკნების გადაადგილებას და საგზაო მოძრაობის აღდგენას ცდილობდნენ.
“მთელი ჩვენი უბანი მოწყვეტილია დანარჩენ ქალაქს. განა ასე სჭირდება ოპოზიციას რიგითი ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩარევა?” - ამბობს ქალაქის ცენტრის მცხოვრები კობა მჭედლიშვილი.
იგრძნეს რა ადგილობრივი მოსახლეობის გაღიზიანება, ოპოზიციის წარმომადგენლებმა მათ პატიება სთხოვეს.
“მე მინდა ვუთხრა ადგილობრივ მოსახლეობას, რომ მოთმინება გამოიჩინოს. აჯობებს გადაკეტილი გზების გამო შექმნილი პრობლემები გადავიტანოთ, ვიდრე სააკაშვილის პრობლემა,” - უთხრა ოპოზიციის ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ ამ კვირას საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილ ხალხს.
მაგრამ ანალიტიკოსების აზრით, ამ ტაქტიკამ შეიძლება ოპოზიციას უკუშედეგი მოუტანოს.
“ოპოზიცია ავნებს თავის ინტერესებსა და რეპუტაციას. ის დაკარგავს ხალხის მხარდაჭერას პროტესტის ამ ფორმით გამოხატვით, რაც რიგით ადამიანებს პრობლემებს უქმნის,” - ამბობს გია ნოდია.
ის აცხადებს, რომ ოპოზიცია, როგორც ჩანს, იმედოვნებს, რომ მზარდი უკმაყოფილება მთავრობას მიტინგის დარბევას აიძულებს. ხელისუფლება ძალიან ცდილობს არ გაიმეოროს 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენები, როდესაც პოლიციის სპეციალურმა შენაერთებმა ძალადობრივად დაშალეს ანტისამთავრობო დემონსტრაციის ათასობით მონაწილე.
“მათი სტრატეგია ხელისუფლების პროვოცირება და ძალის გამოყენების იძულებაა,” - ამბობს ნოდია.
ოპონენტები სააკაშვილს რუსეთთან ომის ცუდად წარმართვასა და სულ უფრო მზარდ ავტორიტარიზმში სდებენ ბრალს.
სააკაშვილი უარს ამბობს გადადგომაზე და სანაცვლოდ დემოკრატიულ რეფორმებზე დიალოგს სთავაზობს. ის თავის ოპონენტებს რუსეთის მხარდამჭერებს და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით განაწყენებულ ყოფილ ჩინოვნიკებს უწოდებს.
ForeignPress
http://www.ambebi.ge/komentari/3885-utskho...heb-250409.html This post has been edited by an12 on 26 Apr 2009, 13:09