კარგი, მოდი ვილაპარაკოთ დაპირებებზე და შესრულებაზე.
რა დაპირებები იყო?
ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ბრძოლა;
კორუფციასთან ბრძოლა;
ტერიტორული მთლიანობის აღდგენისთვის ბრძოლა;
ენერგეტიკული პრობლემების გადაწყვეტა;
გზების და ინფრასტრუქტურის მშენებლობა;
ბიუჯეტის ზრდა, პენსიები, ხელფასები.;
ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა და კანონიერი ქურდების ინსტიტუტის მოსპობა.
...
რეფორმები -
პოლიციის;
სასამართლოს;
განათლების;
პრივატიზაციის;
საგადასახადო სისტემის;
საჯარო სამსახურების და ბიუროკრატიული მექანიზმების.
....
ახლა ვილაპარაკოთ, რა არ კეთდება. შეიძლება რაღაც ბოლომდე არ მიდის, სადღაც შეცდომებია, სადღაც სერიოზული შეცდომებია, სადღაც ადამიანის უფლებები და სამართლიანობა ირღვევა, მაგრამ ყველა სფეროში მიმდინარეობს რეფორმა მეტ-ნაკლები წარმატებით.
ამას წინათ, სანამ ეს აპრილის ამბები დაიწყებოდა, დავით ზურაბიშვილის ინტერვიუ წავიკითხე რომელიღაც გაზეთში -
ძალიან ცუდადაა ჩვენი საქმე და ეს პრეზიდენტი და მისი გუნდი უნდა წავიდესო, მაგრამ:
- ქვეყანა 2003 წლამდე პერიოდში არ უნდა დაბრუნდესო;
- პოლიციის რეფორმა რომ ჩატარდა კარგია და ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდესო;
- კორუფცია ხელისუფლების მაღალ ეშელონებში კი არის, მაგრამ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებიდან აღმოიფხვრა და ეს კარგიაო;
- კანონიერი ქურდები რო აღარ წოვენ ხალხს სისხლს და ორგანიზებული დანაშაული და საერთოდ კრიმინალი რო შემცირდა, ეს კარგია და უკან არავითარ შემთხვევაში არ
უნდა დავბრუნდეთო;
- ბიუჯეტი რო გაიზარდა, დასტაბილურდა და გადასახადები შემცირდა, ეს ძალიან კარგია და ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდესო;
- რუსეთს კი უნდა ველაპარაკოთ, მაგრამ დასავეთისკენ აღებულ კურსს არაფრით არ უნდა გადავუხვიოთო...
ნეტავი თვითონ რა იფიქრა, როცა თავისი ინტერვიუ წაიკითხა?.

მსოფლიო ბანკმა რო ევროპის და ცენტრალური აზიის ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყნად დაასახელა საქართველო ბოლო 5 წლის მონაცემებით, ნეტავი არაფერს არ ნიშნავს? ...თუ მიშამ ჩააწყო ეს ამბავი? ნუ მაშინ მართლა ძაან მაგარი ყოფილა.