#13666148 · 2 May 2009, 13:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თუ ვინმე დაიღალა ამ თემაზე საუბრით, შეცვალოს მაშინ თემა,რატომ ხსნის მაშინ?
შევარდნაძემ(ცუდმა მმართველმა)დაკარგა აფხაზეთზე კონტროლი.თუმცა აფხაზეთი შარშანდლამდე რჩებოდა სეპარატისტულ რეგიონად,რომელიც არ ემორჩილებოდა ცენტრს.ასე მიაჩნდა მტელ მსოფლიოს(რუსეთის ჩათვლით). სააკაშვილი შეუდგა ცხინვალის რეგიონის პრობლემის გადაჭრას.რომელიც ამ გზით განახორციელა:შექმნა პარალელური მმართველობა,კოკოითის ალტერნატივა,რასაც მოჰყვა ''სამხრეთ ოსეთის''სტატუსის აღდგენა.ასევე პარალელურ რეჟიმში კოდორის ხეობისათვის ''ზემო აფხაზეთის დარქმევა''. სააკაშვილმა სცადა ამ პრობლემის ძალისმიერი გზით გადაწყვეტა.ანუ სამხედრო რიტორიკამ,რასაც მანამდე ჰქონდა ადგილი,ფრთები შეისხა(ვისი ხელშეწყობით,ან შეგულიანებით არ აქვს მნიშვნელობა)ჩავერთეთ კონფლიქტში,რომლის შედეგად რუსეთთან მარტონი აღმოვჩნდით(შეშფოთებული მსოფლიოს ფონზე).
რა მივიღეთ ამით?
არაფერი მნიშვნელოვანი..თუ არ ჩავთვლით იმას,რომ რუსეთისათვის თურმე ''ნიღაბი'' ჩამოგვიგლეჯია.არ იცოდა რუსის მტაცებლური ბუნება მსოფლიომ..თუნდაც მეორე მსოფლიოს ომის პერიოდში ტ-34 მარშები არ ახსოვდა მსოფლიოს თურმე..
რა დავკარგეთ? კონტროლ დაკარგულ აფხაზეტს წავუმატეთ ''ზემო აფხაზეთის''ტერიტორია,აფხაზებმა რუსების დახმარებით ''თავისი ''ზემო ნაწილი''მიიერთეს თუ დაიბრუნეს.. ხოლო ჩვენს მიერ აღდგენილ ''სამხრეთ ოსეთს''კომუნისტური პერიოდის საზღვრებში მოჰყვა ის,რომ ახალგორი და მიმდებარე ტერიტორიები უნებურად მივუერთეთ ალტერნატიულ ''სამხრეთ ოსეთის''ადმინისტრაციას.ხოლო რეალურად კი მოქმედ კოკოითის ხელისუფლებას,რომელმაც ასევე რუსების დახმარებით გამოგვაძევა იმ ტერიტორიიდან.
ყოველივე ამას კი მოჰყვა საშინელი პრეცენდენტი აფხაზეთისა და ''სამხრეთ ოსეთის''დე იურედ აღიარება რუსეთის მხრიდან 2008 წლის 26 აგვისტოს.რუსეთს ჯერჯერობით ვენესუელამ აუბა მხარი.იმედია არ გავრცელდება ეს პროცესი,თუმცა რუსეთი აღიარებას უკან არ წაიღებს სავარაუდოდ.დრო კი ჩვენს წინააღმდეგ იმუშავებს ამ მხრივ. პრეცენდენტი დაშვებულია..
ვინ არის დამნაშავე? პირდაპირ ვიტყვი რა თქმა უნდა რუსული იმპერიალიზმი და ჩვენი ხელისუფლების უტვინო პოლიტიკა.და სწორედ ამ ორი ფაქტორის გამო მოხდა ის შარშანდელი ტრაგედია.. მხოლოდ რუსებზე გადაბრალება,რასაც ბუნებრივია ეს ხელისუფლება ცდილობს არის თავისი დანაშაულობების მიჩქმალვის მცდელობა.თორემ რუსეთი ისეთივეა,როგორიც იყო კონფლიქტამდე და ისეთივეა დღესაც და ასეთი აგრესიული იქნება მომავალშიც. მთავარია,უნდა იცოდე პოლიტიკოსი რომ გქვია, აგრესიულ ქვეყანასთან საუბარიც და საერთოდ ყველასთან ურთიერთობა..რასაც წარმატებით ახერხებენ როგორც ჩვენი მეზობელი პატარა ქვეყნები,ასევე მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები რუსეთთან ურთიერთობას,ყოველგვარი რაკეტებისა თუ კასეტური ბომბების გარეშე.თვით ნატოც კი..
ეხლა თქვენ განსაჯეთ მიუძღვით თუ არა ბრალი ჩვენს ხელისუფალთ ამ პროცესებში..
ვინც დაიღალა ამ თემით არ დაწეროს..
This post has been edited by _I_V_E_R_I_E_L_I_ on 2 May 2009, 13:58
--------------------
შეიძლება სამყაროში შენ მხოლოდ ადამიანი ხარ,მაგრამ ვიღაცისთვის-მთელი სამყარო.(c)გაბრიელ გარსია მარკესი
|