#13716755 · 6 May 2009, 00:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ალბათ ადრე ეს თემა უეჭველი გახსნილი იქნებოდა მაგრამ ვერ ვიპოვე. ამიტომ აუცილებლად მიმაჩნია გაიხსნას ახლა.
ყველა პოსტაბჭოურმა ქვეყანამ რომელმაც მიიღო ეს კანონი საბოლოოდ დაისვენა და დაადგა განვითარების მშვიდ და ევოლუციურ გზას. ჩვენ რა ჭირი გვეტაკა? რატომ არ ვახდენთ იმ პარაზიტების ლუსტრირებას? როდემდე უნდა გვყავდნენ მოკალათებული მოღალატეები ჯარში, მთავრობაში, ოპოზიციაში, საზოგადოებაში?
რატომ არ უნდა სახელმწიფოს, რომ უზრუნველყოს ამა თუ იმ დონის არჩევნებში ჩემი უფლება, ვიცოდე თუ ვის ვაძლევ ხმას? როდემდე უნდა გვყავდეს გველები უბეში?
რა გვიშლის ხელს?
პ.ს.არგუმენტი, რომ ეს არ ხდება იმიტომ რომ ეს გამოიწვევს დაპირისპირებას საზოგადოებას შორის, უბრალოდ სასაცილოა.
|