#13787429 · 10 May 2009, 19:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თამარ
| QUOTE | | ბევრი იმედებს ამყარებდა მასზე. მაშინ ვერ ამჩნევდნენ მის იმ თვისებებს, რომლებიც თანდათანობით, საკმაოდ სწრაფად გამოავლინა ძალაუფლების ხელში ჩაგდებისთანავე. |
მისი ცანცარობა და არასერიოზული ხასიათი ჯერ კიდევ საკრებულოს თავმჯდომარეობის დროს გამოვლინდა. ან კიდევ ერთხელ იყო -იუსტიციის მინისტრობის დროს ჩამოვიდა ახალციხეში, შეხვდა ხალხს, ელაპარაკა, აუშენა კოშკები-სამართლებრივ სახელმწიფოს ავაშენებთო, დემოკრატიულსო, პოლიციას, სასამართლოს გარდავქმნითო და ასე შემდეგ...ახლაც მახსოვს, ხალხი იძახდა მაშინ-ეს რა ბიჭი ყოფილაო. ჩავიდა თბილისში და ზუსტად 3 დღეში გადადგა მინისტრობიდან. მერე იძახდნენ-ან დაპირება რა იყო და ან გადადგომაო.
სააკაშვილმა თავისი უარყოფითი თვისებები მეტად თუ ნაკლებად ადრევე გამოავლინა, მაგრამ რაკი რევოლუცია მოახდინა და შევარდნაძე მოაცილა, ხალხს ის ქერქეტობა აღარც გახსენებია და ეგრევე ეროვნულ გმირად შერაცხა, თუმცა ახლაც მახსოვს, რევოლუციის მერე ყორმოკვრით გაგონილი-აწი ვიცით, რაც უნდა ვქნათ და თუ სააკაშვილი შევარდნაძესავით იქნება, მაგასაც მოვიცილებთო.
| QUOTE | | მეორე საკითხია, რომ არც ოპოზიციაა სანდო. ხალხი არც მას ენდობა, თორემ აქამდე გაცილებით მეტი გამოვიდოდა ქუჩაში. |
ამაში კი სრულიად გეთანხმები.
--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur, venit mors velociter, rapit nos atrociter, nemini parcetur!
|