#13733554 · 7 May 2009, 01:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ოპოზიციის მიმართ ასეთი დამოკიდებულება - არჩევნების გაყალბება, მედიის შეზღუდვა, ძალადობა, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები არის შუა აზიისა და რუსეთის სატელიტ სხვა ქვეყნებში, ხოლო დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემა არის დასავლური ცივილიზაციის ქვეყნებში, რომელსაც თითქოს ესწრაფვის სააკაშვილის ხელისუფლება. ამას ქვია - ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო. ვინ არის ბოლო-ბოლო სააკაშვილი, თუ საქმით პროსაბჭოთა სივრცეში სურს მოაქციოს საქართველო, ხოლო სიტყვით, ვითომ დემოკრატიულ ქვეყანას აშენებს. არის თუ არა ეს პოლიტიკური აფერისტობა და პოლიტიკური მიზნების აღრევა ერთმანეთში, რომელსაც არანაირი სიკეთე არ მოაქვს ქვეყნისთვის. და ბოლოს, ქართველი ხალხის უმრავლესობას არ სურს შუაზიურ ქვეყანაში ცხოვრება და როგორ აპირებს სააკაშვილი ამდენი ხალხის გაჩერებას? 1924 წელი უნდა მოუწყოს თუ 1937 წლის რეპრესიები? და მერე რისთვის? მისი ყაჩაღურად მოპოვებული პრეზიდენტობის სკამისთვის? ფუი, რა, მართლა საზიზღრობამდე მიდის ყველაფერი, რადგან ასე თუ გაგრძელდა, ვატყობ, რომ სამოქალაქო ომი არ აგვცდება.
|