15 წელი ძალიან ნიშანდობლივი ასაკია კაცად ჩამოყალიბების პროცესში და ეს აქაურმა მამაკაცებმა ძალიან კარგად იცით.
თავის გადარჩენისთვის და თვითდამკვიდრებისათვის ბრძოლა შეძლებული ოჯახის შვილებსაც კი უჭირთ და რა გიკვირთ, ერთი უმამო, უფულო, ავადმყოფი
დედის პატრონი უმწეო ბიჭი თავის გადასარჩენ გზას თუ ეძებს.
ამ მომენტში ეს გზა მისი აზრით მიტინგებზე გადის.
ამ ბავშვს პოლიციისგან ცემა და იზოლირება კი არა, კარგი ფსიქოლოგი და ეკონომიური და მორალური დახმარება სჭირდება, რომ იქ დაბრუნდეს სადაც არის მისი ადგილი სინამდვილეში: ოჯახში, სკოლაში, თანაკლასელებთან.
მე, შეიძლება გამართლება მოვუძებნო ჩამოუყალიბებელი ახალგაზრდის მოულოდნელ აგრესიას ჩემს მიმართ, მაგრამ ვერასოდეს გავამართლებ პოლიციის უკანონო აგრესიას იგივე ახალგაზრდის მიმართ.
apachiშენ რა ლომაია დაგემართა ?
პ.ს. შენი მშვენიერი სურათები რომ დადო აქ, ის ჯობია ასეთი თემების გახსნას.