არა რა ჩემი პოზიცია რომ არ დავაფიქსირო ისე როგორ წავიდე ამ ფორუმიდან?!

როგორც ყველამ ალბათ იცით, ბევრმა იუზერმა მოითხოვა ჩემზე იპე ბანი..
ფორუმის წესებში არაფერი წერია სარწმუნოების ხელშეუხებლობაზე? მე მათ არ ვატკენ გულს და ვტოვებ ამ ფორუმს... მაგრამ, რომ არ იფიქროთ რომ ვიძურწები აქედან ან მეშინია თქვენი, ან ბოროტი სატანისტი ვარ, ამიტომ ერთ საბოლოო ახსნა განმარტებას დავწერ და ისე გავქრები აქედან რომ არც მოგენატროთ... გთხოვთ პასუხი არ გამცეთ, მეცით ცოტა პატივი, გამეშვით და ჩემ სახელს ნუღარ ახსენებთ საერთოდ!
აქ ასევე იპოვით ჩემს მიმართ გინებას, რომელიც იგნორირებული იქნა ფორუმის მოდერაციის მიერ.
ფორუმის წესებში არაფერი წერია სარწმუნოების ხელშეუხებლობაზე? (post #13741612) რაც უფრო მარწმუნებს ჩემს გადაწყვეტილებაში, რომ მე აქ არაფერი დამკარგავს! ჩემი მშობლები უპატიოსნესი ხალხია.. მასწავლებლები არიან, ძმები ინსტიტუტ დამთავრებულები თუმცა უმუშევარი ჯერ.. მე მიწევს მათი რჩენა.. ჩემს ოჯახში გინება და ბილწსიტყვაობას არ ქონია ადგილი! მე პატივს ვცემ ჩემი ოჯახის წევრებს და ასეთ შეურაცხყოფას არავისგან მივიღებ!!!
ეხლა რაც შეეხება ჩემ პოზიციას! გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ და ის დაიჯეროთ მე რასაც ვწერ და არა ის თქვენ რასაც ამის მიღმა ფანტაზიორობთ.
მერ რელიგიის და მორწმუნეების წინააღმდეგ არაფერი არ მაქვს და ისინი არასოდებნ გამილანძღია, არ დამიჩაგრია და არ შემიგინებია!!! (წინააღმდეგ შემთხვევაში მაჩვენეთ პოსტი). მითუმეტეს რომ ჩემი ოჯახის წევრები მორწმუნეები არიან.. არასოდეს რელიგიის წინააღმდეგ მე არ გამოვსულვარ.
მე ვებრძვი მხოლოდ იმ ფსევდო მართლმადიდებლებს და იმ ფარისევლებს, რომლებისთვისაც სუფთა ქრისტიანულმა რელიგიამ, ჰუმანიზმმა და კაცთმოყცვარეობამ დაკარგა აზრი!
რომლებისთვისაც მტერი რუსეთი, ერთმორწმუნე ძმა ერია,
რომლებისთვისაც ილია იესოზე და ქრისტიანულ მორალზე, და კანონზე მაღლა დგას,
რომლებისთვისაც გრეჩიხა ილია ჭავჭავაძეა,
რომლებიც მზად არიან ბასილის მსგავს მამაოებს გვერდით დაუდგეს და ქალს ჯვარი ჩასცხონ თავში, რადგან მას შარვლი აცვია,
რომლებისთვისაც გენდერული თანასწორობა არ არსებობს,
და ა.შ.
მე ათეისტი ვარ.. მაგრამ, მე უდიდეს პატივს ვცემ ჭეშმარიტ მორწმუნეებს... ასევე ფორუმის იუზერებს - ისეთები როგორიც გიორგია, მნათეუსია და უამრავი კიდევ რამდენი ჩამოვთვალო...
ილია II აარასოდეს გამილანძღია! უბრალოდ სმაილიკები მივახატე ერთხელ და ეს იყო პოზიცია ჩემი და არა ლანძღვა მართლმადიდებლური რელიგიის ან მორწმუნის.
რაც შეეხება პრეტენზიას.. ისევ პატრიარქ ილია მეორეს მიმართ.. პიროვნულად პატივს ვცემ როგორც მოხუცს.. უყვარს ხატვა, მუსიკის წერა.. არის ადამიანური და ჰუმანური მოხუცი.. მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება...
მაგრამმის გარშემო არის თავმოყრილი უდიდესი ბნელი ძალა - რუსეთუმე და რადიკალ რეაქციონერი მღვდლების სახით....
და ძალიან დიდი შიში მაქვს, როცა ილია II აღარ იქნება და ისინი არანაირ კონტროლს არ დაექვემდებარებიან.. ეშმაკმა უწყის რას მოიმოქმედებენ "ღმერთის" სახელით, თუ "პრიკაზი" ჩრდილოეთიდან მიიღეს... მერე კი მოგენატრებათ წრაწიკიჩის და იუდას პოსტები...
"ეს არის ჩემი კომენტარი" @თემური ჯახაია ვალერი ძე კოხორიდან.
პიესი
ვიმეორებ, თავი შეიკავეთ ჩემი ლაძღვისგან და გამოხმაურებისგან. ვტოვებ ფორუმს და შესაბამისად პასუხს ვერ გაგცემთ!
მშვიდობას გისურვებთ!
კეთილი სურვილებით
წრაწიკიჩი
--------
არანაირ რუსულთან კავშირში არ არის... რუსულს როგორ დავიყენებ რამეს..?!
ეს უბრალოდ არის გერმანელი ფილოსოფოსის არტურ შოპენჰაუერის ფოტო
http://en.wikipedia.org/wiki/Arthur_Schopenhauerესეა ჯერ გალანძღავთ კაცს და მერე არკვევთ ღირსი იყო თუ არა.
This post has been edited by წრაწიკიჩი on 10 May 2009, 20:49