sei una testa di CAZZO!
ბანძი სტატიაა
ბ.გუგუშვილი ფორუმზე პოსტავდეს და ამნაირი უნიჭო,უტვინო კაცები საზოგადოებრივ ასპარეზე "მოღვაწეობდეს"დასანანია და სამწუხარო.
სანქციონირებული და არასანქციონირებული რევოლუციებიგთავაზობთ ძირითად არგუმენტებს იმის თაობაზე, თუ რა განსხვავებაა 2003 წლის ნოემბერსა და 2008 წლის მაისს შორის, რატომ არის ხელისუფლების მხრიდან პარლამენტის მოპიკეტეების მიმართ ძალის გამოყენება გარდაუვალი, რატომ გააკეთებს ამას სააკაშვილი დიდი ხალისით, რატომ გაამყარებს ეს მოვლენა ხელისუფლების პოზიციებს და რატომ დაასუსტებს ოპოზიციას.
1. 2003 წელს შევარდნაძე იყო გამოფიტული და დაძაბუნებული მმართველი, რომელიც საკუთარი კაბინეტის მიღმა ვეღარაფერს აკონტროლებდა და რომელსაც დასავლეთის გავლენიანი წრეები საჯაროდ თუ პირადად პირდაპირ მიანიშნებდნენ ძალაუფლების დათმობის აუცილებლობაზე. ამიტომ, შევარდნაძემ მიიღო გადადგომის ულტიმატუმი (თუ თავადვე არ იყო ამ “ულტიმატუმის” შემომქმედი, რაზეც ზოგიერთი ფაქტი მიუთითებს...).
2008 წელს სააკაშვილი არის აბსოლუტური ძალაუფლებით გონებაარეული მმართველი, რომლის პოლიტიკური ჟანდარმერია აკონტროლებს თითოეული მოქალაქის გადაადგილებასაც კი და რომელსაც დასავლეთის გავლენიანი წრეები საჯაროდ თუ პირადად უცხადებენ სრულ მხარდაჭერას “დასავლეთის ინტერესების წინააღმდეგ მებრძოლ ოპოზიციასთან” ჭიდილში. ამიტომ, სააკაშვილი კი არ მიიღებს გადადგომის ულტიმატუმს, არამედ გამოიყენებს მას ფართომასშტაბიანი რეპრესიების გასამართლებლად და ოპოზიციური მოძრაობის რამდენიმე წლით ჩასახშობად (სააკაშვილის “ქორები” ამიტომაც ემზადებიან პიკეტირების დღისთვის ხელების ფშვნეტით და ანთებული თვალებით...).
2. 2003 წელს სახელისუფლებო მანქანა (მმართველობის შევარდნაძისეული კორუფციული სისტემა) იყო დემორალიზებული, დეცენტრალიზებული, არამონოლითური და არაეფექტიანი. მმართველი პარტია - მოქალაქეთა კავშირი – იყო დაქსაქსული, შიდა ეროზიული პროცესებით დაძაბუნებული და ერთიანი პოლიტიკური მიზნის არმქონე. შესაბამისად, “პარლამენტის კარიბჭე შიგნიდან გაიღო”...
2008 წელს სახელისუფლებო მანქანა (მმართველობის სააკაშვილისეული კორუფციული სისტემა) არის სუპერ-ცენტრალიზებული და მონოლითური. მმართველი პარტია – ნაციონალური მოძრაობა – არის სამხედრო ყაიდაზე მოწყობილი, პოლიციური სტრუქტურებით გამაგრებული, შიდა პარტიული კონტროლის მექანიზმის მქონე და ბელადის მითითებების უსიტყვოდ შემსრულებელი წარმონაქმნი. შესაბამისად, “პარლამენტის კარიბჭის შიგნიდან გაღება” გამორიცხულია.
3. 2003 წელს პარლამენტის თავმჯდომარე – პრეზიდენტის გადადგომის შემთხვევაში ძალაუფლების ამღები პირი – იდგა ქუჩაში ხალხთან და სარგებლობდა ოპოზიციის ლიდერების და ხალხის ნდობით, რაც იძლეოდა იმის გარატიას, რომ შევარდნაძის გადადგომის შემდეგ არ მოხდებოდა სახელისუფლებო წყვეტა და ქვეყანა არ ჩაიძირებოდა კონსტიტუციურ ქაოსში. ამიტომ, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ბევრი თამამად წავიდა რისკზე.
2008 წელს პარლამენტის თავმჯდომარე – პრეზიდენტის გადადგომის შემთხვევაში ძალაუფლების ამღები პირი – არ მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში და ძირითადად, უცხოეთში იმყოფება, რაც იძლევა იმის გარანტიას, რომ სააკაშვილის გადადგომის შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს სახელისუფლებო წყვეტა და ქვეყანა ჩაიძიროს კონსტიტუციურ ქაოსში. ამიტომ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ბევრი თავს შეიკავებს რისკზე წასვლისგან.
4. 2003 წელს ტელეკომპანია “რუსთავი-2”, თავისი პოპულარობის რეიტინგით, მრავალრიცხოვანი პროფესიონალი ჟურნალისტებით, სათანადო აღჭურვილობით, ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობითა და, რაც მთავარია, ოპოზიციის ლიდერების 3-4 კაციან წრეში მყოფი ტელევიზიის ხელმძღვანელით, იყო ოპოზიციის წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი შემომქმედი.
2008 წელს მსგავსი როლის შემსრულებელი მედია-საშუალება არ არსებობს. ერთადერთი არასახელისუფლებო არხი - ტელეკომპანია “კავკასია” - ვერცერთ ზემოთ მოყვანილ პარამეტრს ბოლომდე ვერ აკმაყოფილებს.
5. 2003 წლის ნოემბრისთვის ოპოზიციას ჰყავდა გამოკვეთილი, ძალაუფლების წყურვილით აღტკინებული, თავზეხელაღებული, ენერგიული ლიდერი, რომელმაც შევარდნაძის უძრაობის ჭაობით დაქანცულ მოსახლეობას ენთუზიაზმი შთაბერა და რომელიც დასავლეთისთვისაც მისაღები აღმოჩნდა, ვინაიდან მას გვერდში ედგნენ იმავე დასავლეთის მთავარი ფავორიტები – ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე.
2008 წლის მაისისათვის ოპოზიციას არ ჰყავს გამოკვეთილი და თავზეხელაღებული ლიდერი, რომელიც თან სააკაშვილს პიარ-ტექნოლოგიებში გაეჯიბრებოდა და თან დასავლეთის გულს მოინადირებდა, თუნდაც გვერდში მდგომი სხვა ლიდერების ხარჯზე.
6. 2007 წლის 7 ნოემბერს ხელისუფლებამ უხეში ძალის გამოყენებით ისე დაარბია მშვიდობიანი მოშიმშილეები და დემონსტრანტები და გაანადგურა ტელეკომპანია “იმედი”, რომ ვერც მაშინ და ვერც შემდეგ ვერ შეძლო საკუთარი ქმედების გამამართლებელი სამართლებრივი თუ პოლიტიკური საფუძვლის წარმოჩენა (ხელისუფლებას ეს თავადაც ესმოდა და ამიტომ დაამსხვრიეს მოშიმშილეთა დარბევის კადრების ამსახველი ყველა ვიდეოკამერა). შესაბამისად, დემოკრატიულმა სამყარომ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დაგმო ხელისუფლების მიერ ძალის გამოყენება და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. ამან კი, თავის მხრივ, ხელისუფლებას მოუსპო შემდგომი ფართომასშტაბიანი რეპრესიების განხორციელების საშუალება. ხალხი და ოპოზიცია 7 ნოემბრის მოვლენებიდან გამოვიდა პოლიტიკურად, სამართლებრივად და ემოციურად გამარჯვებული.
2008 წლის ივნისში, თუ მშვიდობიანი დემონსტრანტები შეეცდებიან პარლამენტის პიკეტირებას და შენობაში პარლამენტის წევრების არშეშვებას, ხელისუფლებას მიეცემა მყარი სამართლებრივი არგუმენტი ძალის გამოსაყენებლად (ამჯერად იზრუნებენ იმაზეც, რომ ძალის გამოყენებამდე განვითარებული მოვლენები – პიკეტირება – რაც შეიძლება მეტმა კამერამ გადაიღოს...). შესაბამისად, დემოკრატიული სამყარო გაამართლებს ხელისუფლების მოქმედებას, როგორც ძალის ლეგიტიმური გამოყენების შემთხვევას. ეს კი, თავის მხრივ, ხელისუფლებას მისცემს ფართომასშტაბიანი რეპრესიების განხორციელების საშუალებას “აჯანყებულთა ქსელის გამოსავლენად” და “კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად”. ამ პროცესიდან ხალხი და ოპოზიცია გამოვა პოლიტიკურად, სამართლებრივად და ემოციურად დამარცხებული.
7. 2008 წლის 26 მაისის აქციის დროს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ხელი არ შეეშალა დემონსტრანტების მსვლელობისთვის რუსთაველის გამზირზე. ეს განაპირობა ორმა ფაქტორმა:
ა) სააკაშვილს არ სურდა არჩევნების შედეგების შეჯამებამდე გამოეყენებინა ძალა და ამით შეელახა “დემოკრატიული” არჩევნების იმიჯი. მსოფლიოსთვის მისაწოდებელი სურათი ასეთია – “ა, ბატონო, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები; ხალხი არათუ თავისუფლად აძლევდა ხმას, არამედ ქუჩაშიც თავისუფლად დასეირნობს საპროტესტო აქციებით. ამასობაში, კომისიები და სასამართლოები ყურადღებით იხილავენ თითოეულ საჩივარს და ოფიციალური შედეგები მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვევა;”
ბ) დემონსტრანტები რუსთაველის მიდამოებს მოადგნენ სამხედრო აღლუმის დასასარულს, რამაც სააკაშვილს საშუალება მისცა სწრაფად მოემთავერბინა ღონისძიება და დროზე გაცლოდა პარლამენტის მიდამოებს.
შედეგად, სააკაშვილმა ჩაიწერა ქულა დასავლეთში და შეიქმნა ალიბი მომავლისთვის, როდესაც ძალის გამოყენებას გადაწყვეტს. ამასთანავე, კიდევ უფრო აღივსო, პირველივე ხელსაყრელ შემთხვევაში, ძალის დემონსტრირების წყურვილით, რადგან მას სისუსტე და რუსთაველის გამზირიდან გაქცევა დააბრალეს. ამდენად, 2008 წლის 26 მაისის ამბები (“ასიათასობით მომიტინგის დანახვაზე სააკაშვილის გაქცევა”) პარლამენტის პიკეტირებისას ხელისუფლების მხრიდან ძალის გამოყენების ალბათობას კი არ ამცირებს, არამედ, მნიშვნელოვნად ზრდის.
8. 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო და მაისის საპარლამენტო არჩევნები ხელისუფლებას უკიდურესად ძვირი დაუჯდა – აქტივისტების დასასაქმებლად და ამომრჩევლის მოსასყიდად უკვე გაფლანგულია უზარმზარი თანხები (საბიუჯეტო, ბიუჯეტში წინასწარ შემოტანილი, ბიუჯეტის გარეთ აკრეფილი, კერძო სექტორისთვის “შეწერილი” და სხვა) და გაცემულია კიდევ უფრო მეტი დაპირება. შედეგად, ხაზინა ცარიელია, ბანკების საკრედიტო რესურსი მინიმუმზეა დაყვანილი, კერძო სექტორიდან მნიშვნელოვანი თანხებია ამოღებული, ბრუნვაშია გაშვებული ფულის უზარმაზარი მასა, გარდაუვალია სამუშაო ადგილების შემცირება, ფასების ზრდა და ინფლაცია. ეს ყველაფერი მძიმე ტვირთად დააწვება მოსახლეობას, რომელიც ძალიან მალე დაინახავს, რომ არა თუ გაცემული დაპირებები არ სრულდება, არამედ მათი მდგომარეობა კიდევ უფრო უარესდება. შესაბამისად, შემოდგომისთვის მოსალოდნელია სოციალური ფონის კიდევ უფრო დამძიმება, რამაც შესაძლოა ახალი მძლავრი საპროტესტო ტალღა ააგოროს. ამიტომ, სააკაშვილის გეგმებშია ოპოზიციის განეიტრალება და მასმედიაზე კონტროლის გაძლიერება (რადიო “იმედის” “რეორგანიზაცია” ბოლო მარგალიტია...), რაც მარტივად მიიღწევა “ჩახშობილი აჯანყების” სცენარით და რასაც შესანიშნავ საფუძველს უქმნის პარლამენტის პიკეტირების მცდელობა.
9. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პარლამენტის პიკეტირების ორგანიზატორებს სხვა არაფერი აქვთ განზრახული, გარდა ახალი პარლამენტის საქმიანობის ერთი ან ორი დღით შეფერხებისა (რაშიც ჩვენ დარწმუნებული ვართ), სააკაშვილის პროპაგანდისტული და პოლიციური მანქანა მოახერხებს ისე წარმოაჩინოს საქმე, თითქოს ეს იყო აჯანყების და ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლის მცდელობა, რისი აღკვეთაც ხელისუფლების კონსტიტუციური მოვალეობა იყო. ამ ლეგენდის შექმნა სააკაშვილს დასჭირდება ძალის გამოყენების და შემდგომი რეპრესიების გასამართლებლად. მითუმეტეს, რომ ლეგენდის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე შექმნილია ბოლო თვეების განმავლობაში სხვადასხვა ტელეგადაცემებში, გაზეთების ფურცლებზე ზოგიერთი ყველაზე უფრო “მამაცი” ოპოზიციური ლიდერის ქარაფშუტული ბაქი-ბუქით. სააკაშვილის სპეცსამსახურებს მსოფლიოს მიერ დაგმობილი სატელეფონო ჩანაწერების გამოქვეყნებაც აღარ დასჭირდებათ – პირდაპირ ეთერებში გაკეთებული განცხადებების კოლაჟს დაატრიალებენ და “აჯანყების” და “გადატრიალების” მცდელობაც სახეზე იქნება.
ამ ოპუსს მხოლოდ ის აკლია, რომ -- 1991-1992 წლების პუტჩში გებისტმა ქათმებმა სწორედ იმიტომ მიიღეს აქტიური მონაწილეობა, რომ ის -- სანქციონირებული იყო...
* * *