იმ ფორუმელებს სსრკ ფეხბურთის ჩემპიონატს ვინც მოესწრო ემახსოვრებათ "ფედოტოვის კლუბი" - იმ ფეხბურთელების კლუბი ვინც 100 და მეტ გოლს გაიტანდა.
მე მგონი დროა "გრაჩოვის კლუბის" დაფუძნებაც ვაღიაროთ.
თავის დროზე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გენერალმა გრაჩოვმა განაცხადა - ქართველებმა თავიანთი თვითმფრინავები გადაღებეს და საკუთარი თვითმფრინავებით საკუთარი ქალაქი სოხუმი თავადვე დაბომბესო.
2007 წლის 6 სექტემბერს რუსულმა სუ-24 გორის რაიონის სოფელი წითელუბანი დაბომბა.
2-მა საერთაშორისო ჯგუფმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შეისწავლა რადარების მონაცემები, ჭურვის ნაწილები, ადგილი, სადაც ჭურვი ჩამოვარდა და ა.შ. და დაადგინა, რომ ეს მართლაც რუსეთის ტერიტორიიდან შემოფრენილი სუ-24 მიერ განხორციელებული სამხედრო თავდასხმა იყო.
ბუნებრივია, გენერალ გრაჩოვის ღირსეულმა მემკვიდრემ რუსეთის ფედერაციის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლის მოადგილემ ალექსანდრე დრობიშევსკიმ რუსული ავიაციის მონაწილეობა უარყო.
ჰოდა მას საქართველოშიც აუბეს მხარი. გამოჩნდნენ ადამიანები, ვინც რუსეთის აგრესია ვერაფრით დაიჯერა.
ერთი (არ გამკვირვებია და ) შალვა ნათელაშვილი იყო. მეორე კი (მაშინ მართლა გამოკვირდა) სალომე ზურაბიშვილი.
როგორ დავიჯეროთ რომ ზაფხულობით, ერთსა და იმავე პერიოდში ხდება ეს ვითომ "აგრესიები" რუსეთის მხრიდანო - გაიკვირვა მაშინ სალომემ.
ნორმალურ ქვეყანაში ასეთი პოლიტიკოსი "სირცხვილის დერეფნების" კარისკაცად... უფრო სწორად - კარისქალად კი არ დაინიშნებოდა საბუთებს შესამოწმებლად და სხვების დასამუნათებლად - რატომ არა გრცხვენიაო...
ნორმალურ ქვეყანაში ასეთ პოლიტიკოსს თავად შერცხვებოდა.
მაგრამ ჩვენ სხვა ხალხი ვართ.
ჩვენ ის ხალხი ვართ, რომელიც 9 აპრილის შემდეგ მურტალოს ირჩევს პარლამენტში და ედიკას უჩოქებს...
ჰოდა ამიტომაც ღირსები ვართ, რომ სალომე ზურაბიშვილმა მორალი წაგვიკითხოს და შეგვარცხვინოს.
***
***


მგარია შავი კრუშოვიცე

ძაან
This post has been edited by Lord Vader on 14 May 2009, 23:17