ქაფქიანა
I still have a soul

        
ჯგუფი: Members
წერილები: 38982
წევრი No.: 71656
რეგისტრ.: 20-October 08
|
#13852031 · 15 May 2009, 11:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
IG2006
თუ მანდამაინც პოეზიის დილაა, აჰა ინებეთ:
თვალშეუწვდენელ, უზარმაზარ სალი კლდის პირად პირად, სად მზეზე მიწა ქცეულიყო ქვიშად და კირად, უდაბურება მეუფებდა სად ზღაპრად თქმული და ველ-მინდვრები იყო ნისლით გარშემორტყმული; კლდიდან, რომელსაც მოსდებოდა უხვად ხავსები, აღქაფებული, მძლავრ ზვავების ხმით ანავსები, შორ სიმაღლიდან, რომ პირისპირ სივრცეს სცემოდა, უხსოვარ დროდან წყალვარდნილი ძირს ეცემოდა.
ეხეთქებოდა გადაუთვლელ ზვირთებად წყალი ვეება ლოდებს, მილიარდი წლებისგან მოღლილთ და ყურთასმენის წამლეკავი აყალ-მაყალი იყო შექმნილი მძლავრი შხეფების შეხლა-შემოხლით. უზარმაზარი სვეტი წყლისა ნელა წვებოდა, უმძლავრეს წნევით მკერდს უტეხდა ვეება ქვაბურს და ახალ-ახალ ძალმოკრებით ძირს ეშვებოდა და ახალ ჟინით კვლავ ხატავდა მხარეს უდაბურს დამქუხარება შეფარულად რაღაცას სწუხდა წყალვარდნილი კი გამუდმებით ჰქუხდა და ჰქუხდა...
ეს მძვინვარება ქარიშხლური და ეს გნიასი მხოლოდ ხანდახან უთითებდა აგონიაზე. ისე კი ზათქი, მოდებული ირგვლივ რკალებად ხატავდა სურათს გამუდმებულს, არაცვალებადს: როს ერთი ზვირთი იმსხვრეოდა საშინელ ძალით მეორე მაღლა, დასაწყისში კამარას ჰკრავდა და ივსებოდა სივრცე უწყვეტ ქარით, გრიგალით და ამ გრიგალებს არემარე გულში იკრავდა.
ის გადმოჰქუხდა თვალშეუდგამ ვეება კლდეზე, გადევლებოდა, მოფრინავდა მრისხანე ზარით, აშკარა იყო მაშინ მისი მიზანი, გეზი მოწოდებული უდიადეს გრძნობათა ქარით. აღწევდა მწვერვალს მაშინ მისი აზრი და სიძლიერე, შემდეგ დამსხვრევა! და არც სურდა მოლი ჰგებოდა, და მორევებში დაქანცვამდე ტრიალის შემდეგ მინდვრების იქით, ჰორიზონტზე იკარგებოდა.
და იქ კი, სადაც მიყოლებით ცვიოდნენ ზვირთნი ოდნავ წინ.... უკან... კვლავ წინ, შხეფების ფრქვევით სადაც ჟინით და მძიმე მასით უხვად ნატვირთი მრისხანე ძალა გამუდმებით მოჰქროდა ქვევით; ქაფი, მუდმივი უხვი ქაფი, კლდესავით თეთრი იტალღებოთა, როგორც ზღვათა ღელვების სევდა და ვით ატეხილ ქარიშხალთა უაზრო ხვედრი- სტიქიონს წყლისას თავის რკალში სწრაფად აქცევდა.
საუკუნეთა უთვალავთა ვიდოდა რიგი წყალვარდნილი კი მარად ჰქუხდა და მარად იგი აჯადოებდა ირგვლივ ყველა სულდგმულის მზერას და მას უსმენდნენ, როგორც სივრცის ლამაზ სიმღერას. იყო ქარები, იყო ღელვა, იყო სიო და ყველა ხედავდა წყლისთამაშში უცნობ ზმანებას და მოგზაური ცერდებოდა და მიდიოდა, დავიწყება კი სცვლიდა პირველ აღფრთოვანებას.
და არასოდეს, არად, არვინ არ გაიფიქრა: ,,სად იბადება წყალვარდნილი, ან ხდება იქ რა? რა ჰქმნის ამ თქეშებს და კანონად რა ძალა ადგენს? ან ჩავლილ ჩანჩქერთ რა აღავსებს და რა აღადგენს? ნიშნავს თუ არა რამეს წყალთა კორიანტელი, ეს აღქაფება, ეს ჟინი და ჟრუანტელი? ესწრაფვის რამეს ეს განგაში და ხმოვანება? ან ტალღათ ჯარი შემდეგ საით მიექანება?"
ცხოვრობდა ხალხი და ჩანჩქერი მოჰქუხდა მთიდან საუკუნეთა უთვალავთა რიგს რიგი სცვლიდა. და იცვლებოდნენ თაობებიც, მაგრამ არავის არ აწუხებდა ფიქრი ღელვის, დაუფარავის; ყველასთვის ჩანდა ყოველივე თავისთავადი, თუმც გარეშემო საოცრება გადაშლილიყო: რომ წყალვარდნილი არსებობდა-ეს იყო ცხადი, ხოლო რის გამო-ეს შეკითხვა უაზრო იყო!
ახლა როდესაც მე სამყარო-ვარსკვალვთა ბინა, თვალწინ მილაგებს ცხადად წუთებს-ალესილ ცელებს, როდესაც ირგვლივ არემარეს შუაღამის ბინდი გადაეფინა და წარმოსახვის სივრცეებში რიჟრაჟს ავრცელებს; როცა შეგრძნება მკვეთრი არის, ყველაზე მკვეთრი, როცა ახლოა თვით შორეთი-მკრთალი და თეთრი, როცა კიაფობს სივრცე-სხივით ბარდნილი, მე მახსენდება შორეული ის წყალვარდნილი.
მე მახსენდება, რადგან მთელი ცხოვრება ჩვენი წამით ყოფნა დროის დიდი ჩანჩქერის პირად და უმცირესი წვრილმანები, ჩვენი გარემოს ასე რომ მშვენი ჩვენ გვაღელვებს და გვაღფრთოვანებს ხშირად და ხშირად. ჩვენ გვიყვარს ველი, ყვავილები, დუმილი ლოდის და მდინარენი, ცვენ თვალწინ რომ ატარებს ტივებს მაგრამ არასდროს არ ვკითხულობთ საიდან მოდის, ანდა მოდის კი საიდანმე ეს ყოველივე?
დრო, ვით ჩანჩქერი, არსებობის ასკდება ქვაბურს, ჩვენ ვგრძნობთ მას, მაგრამ სიღრმე არ გვეკარება და როცა იგი ბურუსებით მოცულ, უდაბურს ჩვენი შეგრძნების ჰორიზონტებს მოეფარება ის იკარგება! და არ ვიცით რა ხდება ამდენ განუზღვრელობით, ან გონება სად განგვიძარცეს და ჩვენ არ გვახსოვს, თუ რა იყო ამ საზღვრებამდე ამ საზღვრებს იქით რა იქნება-არ ვიცით არც ეს.
და მე ვიხსენებ-თვალშეუდგომელ სალი კლდის პირად სად მზეზე მიწა გადიქცევა ქვიშად და კირად, სადაც ბურუსის შეუვლობით ცა იბურება და მეუფეა მარტოოდენ უდაბურება. ველურ ჰანგების იბადება სადაც ღივები და მთათა ირგვლივ ტრიალებენ სად არწივები, შორ სიმაღლიდან, რომ პირისპირ სივრცეს სცემოდა, უხსოვარ დროდან წყალვარდნილი ძირს ეცემოდა.
This post has been edited by qapqiana on 15 May 2009, 11:53
--------------------
...Came the end, the final end of Eternity —And the beginning of Infinity.
Ceterum censeo Russio esse delendam...
We need ®US(SI)A Military Presence. © A10
|