არავითარ შემთხვევაში!

"არკადული" წარსული ნიშნავს არშემდგარ ბერეზოვსკის ელცინის რუსეთში, არშემდგარ ბალტინის ჯარებს თბილისში, უნებურ მცირედ წვლილს ჩაგდებულ MAP-ს ბუქარესტის NATO-ს სამიტზე, მოსკოვიდან "თანაგრძნობას" ლუგავოის და მიტროფანოვის მხრიდან, ბოლოს კი სამარცხვინო 3,000 ლარიან გარიგებას NewsCorp-ის წარმომადგენელ პომპადურთან, როდესაც მან ვერ დაამტკიცა რომ ტელეიმედი მისი საკუთრება იყო.
მე, მრავალწლიანი პოლიტანალიზის და დეტალური დაკვირვებების შემდეგ დავრწმუნდი, რომ ყოვლად უსაფუძვლოა ზოგადი ფრაზა: "აშშ-ში ყველაფერი ჩვენზე უკეთ იციან" ან "დასავლეთმა ყველაფერი იცის".... თანდათანობით ვხვდები რომ დასავლეთმა არაფერიც არ იცის. ამას მოწმობს მრავალი ფაქტი, თუნდაც ის, რომ პენტაგონის ექსპერტები წერენ, რომ მათ არ ეგონათ თუ რუსეთი საქართველოში შემოიჭრებოდა, რომ "ცივი ომის" ხანაში დაბრუნება თურმე წარმოუდგენელი არ ყოფილა. დღემდე ტრიალებს აშშ/NATO-ს მაღალჩინოსნებში აზრი თუ არა იმედი მაინც რომ არსებობს New Russia, ვითომ შედარებით დემოკრატიული. აი, ზუსტად ამ ყველაფრის ინიცირება იყო 7 ნოემბერი, რასაც დაემატა ხალხის ეკონომიკური გაჭირვება (ასეთი მასა ყოველთვის იოლად სამართავია) + ხელისუფლების მხრიდან ძალის გადამეტება.
ამაზე მოგვიანებით დიდ სტატიას დავწერ, თუ დრო მექნა.
ზოგჯერ დგება სიტუაცია, რომ დრო არ ითმენს, ჩვენი ძალიან მყიფე სახელმწიფოებრიობა ნებისმიერ წამს შეიძლება დაიმსხვრეს და ხშირად "დემოკრატიის დრო" აღარ რჩება გაცილებით მნიშვნელოვანისთვის, საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადარჩენისთვის. აი, ბარიკადის მეორე მხარეს კი ზუსტად თარგამაძე აღმოჩნდა. ახლაც მახსოვს ტელეიმედის აზრებს, როგორ იმეორებდა სიტყვასიტყვით კრემლის საგარეო პოლიტლიკვიდაციების აღმსრულებელი და "სქოთლანდ იარდის" მიერ ლიტვინენკოს მკვლელობისთვის ძებნილი ანდრეი ლუგავოი, პირდაპირ მოუწოდებდა ხალხს, რომ დაამხეთ სააკაშვილი და აირჩიეთ პატარკაციშვილიო. აი, ამ ნაძირლობაში გაეხვა თარგამაძე. ჩემთვის დაიმსხვრა პატარკაციშვილის ძებნილობის მითი, რადგან ფედერალური პროკურატურის მიერ ძებნილი პატარკაციშვილი შესანიშნავ ურთიერთობაში აღმოჩნდა ლუგავოისთან, წონიან რუს დეპუტატთან. ახლაც მახსოვს ჟირინოვსკის და ლუგავოის პრესკონფერენცია ინტერფაქსის ოფისში, რაც იდენტური იყო ტელეიმედის სიუჟეტების. ამას დაემატა კიდევ ერთი ოდიოზური ანტი-ქართული ფიგურის მიტროფანოვის გაელვება საქმეში, რომელმაც განაცხადა რომ სავარაუდოდ შეაჩერებენ პატარკაციშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს. "სავარაუდოდ"... რადგან ფეშქაში არ იყო ცნობილი ჯერ. ამ რუსული რულეტის დასასრული ისევ აჭარაში იკვრებოდა, პატარკაციშვილის აქტიური მხარდამჭერი და ლოკალური პროვოკატორი გამოდგა გელბახიანი. "აღორძინების" წევრი და ასლან აბაშიძესთან დაახლოებული პირი. ეს ყველაფერი ძალიან მაგრად იყო შეფუთული, ცხადია ამას ვერასოდეს ვერ ამოხსნიდა ევროპა. მათ დღემდე არ იციან ჩრდილოეთში ვინ ვინ არის და რაზეა რუსული ელიტა წამსვლელი... დასავლეთისთვის ეს იყო ქართული დემოკრატიის შენჯღრევა, საქართველოსთვის კი სახელმწიფოებრიობის დაცვა. პატარკაციშვილ-ლუგავოი-გელბახიანის საქმე რომ ბოლომდე მისულიყო დემოკრატიის დაღუპვა მერე უნდა გენახა, მაგრამ მერე გვიანი იქნებოდა, ძალიან გვიანი და დასავლეთიც იტყოდა რომ საქართველო ნელ-ნელა უბრუნდება რუსულ ორბიტასო. ეს არის და ეს. ისედაც კარგად მახსოვს დასავლური შეფასებები 1991-1992 წლების მოვლენებისადმი.
თუ ეს ყველაფერი ასე არ იყო, სად არის ახლა რუპერტ მერდოკის მუშტების ბრახუნი "იმედზე" თავდასხმისათვის? რატომ არ აპროტესტებს "იმედის" ახლანდელ მდგომარეობას? იმიტომ რომ საერთოდ გადადგა "ნიუსკორპის" დირექტორთა საბჭოდან და ყველაფერი დაიკიდა. სად არის მარტინ პომპადურის მუქარა სტრასბურგის სასამართლოში ჩივილის და მოგების შესახებ?
და ჟირინოვსკის მიტინგები, "ქართველი ერის მხარდამჭერი", საქართველოს საელჩოსთან მოსკოვში, რომ ჭკვიან ბადრის უნდა გაყვნენ ბოლომდე....
ძალიან ცუდ საქმეში გაეხვა თარგამაძე. ერთი მისი უფროსი საქართველოდან გაძევებულია და ვერასოდეს ვერ ჩამოვა, მეორე კი საეჭვო ვითარებაში დაიღუპა....
მე არ ვამტკიცებ რომ თარგამაძეც რუსეთის აგენტია ან რომ ოდესმე იყო, მაგრამ ძალიან სამარცხვინო, განსაკუთრებით საშიშ და ანტი-ქართულ თამაშებთან ახლოს ტრიალებდა ხოლმე.
This post has been edited by გ ი ო რ გ ი on 17 May 2009, 22:44
"We come from our childhood" (A. De Saint-Exupéry)