ნწუ

და რატომ ეხლა, ჯაოშვილს არ გაუყიდია არაფერი იმიტომ, რომ საქმეში ფიგურირებს ფაქტი რომ ჯაოშვილს დილის 6 საათზე აჩუქებინეს წილი ჯოზეფ ქეისთვის. იქ არ ყოფილა არანაირი ყიდვა-გაყიდვა. მერე მეორეც ჯოზეფ ქეიმ იმედი გაყიდა იმ ვითომ სამკვიდროს განკარგვის დოკუმენტის საფუძველზე რომელიც ბადრიმ დაწერა და არა როგორც წილის მესაკუთრემ (რომელიც ვითომდა ჯაოშვილმა აჩუქა).
ეხლა აქ ჩნდება კითხვები თანაც სერიოზული, რატომ დაჭირდა ქეის ჯაოშვილისგან აქციების ჩუქება მაშინ როცა ის აცხადებდა რომ ბადრის ქონების განმკარგავი მისი ანდერძისვე თანახმად ის იყო?
მეორე რატომ გაუჩნდა ჯაოშვილს სინამდვილეში ბადრის ოჯახის ქონება ეჩუქებინა ვინმე ქეისთვის?
მესამე, რატომ გაყიდა ქეიმ სამკვიდროს განკარგვის მოწმობის საფუძველზე იმედი და არა როგორც 70% წილის მესაკუთრემ?
და მეოთხე საერთოდაც ვის აჩუქეს ის 70 % წილი და რისთვის მაშინ როცა ქეი ვითომ და ანდერძს აფრიალებდა არიქა ბადრიმ მე დამიტოვა ყველაფერიო?
მოგვიანებიტ კი მისი საჯარო განცხადებებიდან ირკვევა, რომ თურმე იმედი საერთოდ სხვა თემაა და ჯოზეფ ქეიმ ის კი არ იჩუქა ან სამკვიდროს განკარგვის ცნობის საფუძველზე კი არ მიიღო არამედ იყიდა.
დაიბენით ხომ? ზუსტად ასეთი აჯაფსანდალია იმ საქმეში რომელსაც ქართველმა თემიდამ ჰალალ დაჰკრა დასტური თავისი ჩაქუჩით და იმედი აღმოჩნდა იმის ხელში ვისიც დღეს არის.
ამიტომ ახალი ხელისუფლების პირობებში ვფიქრობ სრულიად შესაძლებელი იქნება სამართლიანობის აღდგენა ამ არხის ბადრის ოჯახისათვის დაბრუნებით თუნდაც სასამართლოს გვერდის ავლით პირდაპირ ისე როგორც მისი ჩამორთმევა მოხდა. ამას იმიტომ ვამბობ რომ მთელმა ქვეყანამ იცის რომ ეს არხი ჯოზეფ ქეის არც ჯაოშვილის და არც მიშას არც რაკინის არ ყოფილა არასდროს და არც იქნება.
ეტყობა შენ ბევრ იტალიურ ფილმებს უყურებ