#13936367 · 21 May 2009, 21:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
glaxuna
QUOTE | გაიტანეთ ქეთი დოლიძე |
რა მაგის პასუხია, და მაგალითად, ორშაბათს კოკა ყანდიაშვილი იგესლებოდა "კვირის ქრონიკაში" - რას ჰგავს ეს I არხიო. მერე თქვა, მე და სხვები გამოგვიშვეს, უკეთესი უნდა გავაკეთოთო და უარესი გააკეთესო. აშკარად ვერ ინელებდა, რომ დაითხოვეს.
ისე, ჩვენი ტელევიზიები, ან I არხი რა მოსაწონია, მაგრამ მხოლოდ "ცხოვრება მშვენიერია" (სახელი არ ვარგა, მაგრამ თვითონ გადაცემა) ჯობს მთელ კოკასდროინდელ I არხს.
წინა კვირაში კი რევაზ მიშველაძე აფრქვევდა მორიგ სიბრძნეებს პრესაში. რომ ჩადო მიწაში ხელისუფლება და მოემზადა ინტერვიუერიც, რათა რესპონდენტთან ერთად ეზეიმა ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლა, მიშველაძემ ჟურნალისტს ცივი წყალი გადაასხა: ეო, ჩემს კითხვაზე რომ პასუხს არავინ მცემსო? რომ ვიჯექი 2003-ში პარლამენტში, შემოვარდა ის გიჟი ჩაის ხვრეპით და მე გამომაბუნძულეს, ეს როგორ იქნებაო? მერე მეო? სულ რომ გრეჩიხა-ბესელიებით აივსოს პარლამენტი, ვინ რას მპასუხობს ჩემს კითხვაზეო?
ასეთ სადარდებლებზე მოთქვამს ეს ხალხი ღიად.
ამიტომ,
გაიტანეთ.
This post has been edited by Geronti on 21 May 2009, 21:55
--------------------
ეს საიტი გინახავთ? http://gmirebi.ge/
|