#13967194 · 23 May 2009, 23:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნუ, ახლა აქ შემოვლენ ისეთებიც, ვინც იტყვიან, რომ ამერიკის მთავრობა და ნატოს ხელმძღვანელობაც ნაყიდი ჰყავს მიშას. ნუ მიაქცევთ ყურადღებას.
რაც შეეხება გამოკითხვას, ძალიან სერიოზული რამაა. ასეა თუ ისე, ციფრები მეტნაკლებად ახლოსაა რეალობასთან.
პირადად ჩემი პოზიცია კი ასეთია: საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელმაც წააგო ომი, დაკარგა წვალებით მოპოვებული კოდორის ხეობა და ახალგორის რ-ნი, არა აქვს მნიშვნელობა მისი მიზეზით მოხდა ეს თუ არა, მის დროს მოხდა და ესაა მთავარი. არის უამრავი გაუხსნელი მკვლელობა, ხშირია ძალადობის შემთხვევები, სასამართლო და საარჩევნო კომისია საჭიროებს რეფორმებს და ა.შ. მაგრამ, მედალს მეორე მხარეც ხომ აქვს. დღეს რომ არჩევნები იყოს და ერთ მხარეს მიშა იდგეს და მეორე მხარეს გრეჩიხა, ან ნათელაშვილი, ან გამყრელიძე, მე უპირობოდ ისევ მიშას მივცემდი ხმას. მოკლედ რომ ვთქვათ, ცცუდსა და უარესს შორის გავაკეთებდი ლოგიკურ არჩევანს.
--------------------
- რატომ გაქვთ მეგრელებს ”ლ” რბილი? სამაგიეროდ ”ყ” გვაქვს მაგარი.... - აგერ დგას ჩემს ფანჯრებთან ჯარისკაცი და ღრუტუნებს ალბათ რუსია წავალ რამეს ვესვრი © kardu - მერე მეტროში მოფსმას აკრძალავენ, სკოლებში კედლებზე წერას, ღამით ქუჩაში ღრიალს და აი, მანდ დავკარგავთ ქართველობას © უთეს
|