რაც ეს ბოლო თვეა სქართველოში ხდება მარაზმიც აღარ არის, ნაციონალების და ოპოზიციის მხრიუდანაც გადაგვარებულ ადამიანებს ვუყურებ, რომელთაც რეალურად საქართველოს ბედი სულ ჰკიდიათ. რას აღარ იგონებე, ერთმანეთი მოსვარონ ხალხის თავლში რომ დაამცირონ, ერთნი სისხლსაც არ ერიდებიან, მეორენი შარდით კმაყოფილდებიან ჯერ ჯერობით.
ყველაზე საშინელება კი ქართველი ერის გადაგვარება-გადაჯიშებაა.
ამდენი ტყვილი ერთდროულად ტელევიზიებიდან რასაც მეორე თვეა ვისმენ არ მომისმენია არასოდეს.
არ მჯერა ნაციონალების იმიტომ რომ იტყვილებიან, იმიტომ რომ დასავლეთმა მიგვაგდო , იმტომ რომ უმუშევართა რაოდონობა წლის ბოლოს უფრო გაიზრდება,იმიტომ რომ სქართველო ტერიტორიებს წლის ბოლომდე კიდევ დაკარგავს, იმიტომ რომ საქართველო პირადპირ უფსრკულთან ჰყავთ აყუდებული-ხელსი კვრაღა დარჩა.
არ მომწონს ოპოზიცია-იმიტომ რომ შარდის სუნთან ასოცირდებიუან, იმიტომ რომ არ იცინ რას აკეთებენ და რისთვის, არ იციან უფსკურთან მიყუდებული ეს საქართველო როგორ გამოიყვანონ , იმედგაცრუება აქვთ ხალხის მხრიდან, გაბრაზებულები არიან, ყველაფერზე წამსვლელები არიან უკვე როგორც ნაციონალები . ნაციონალებმა რომც დაარბიონ ესენი, მსხვერპლიც რომ იყოს (ნორმალურ ადამიანებს შეეცოდებათ), ხალხი ხმას არ ამოიღებს.
ტაქსის მძღოლები-ქართული საზოგადოების მარაზმატიკები. ერთი ლარი ვერ მიშოვნიაო, ამბობს ერთი ტაქსისი მძღოლი და გიჩნდება ლოგიკური კითხვა-ვინ არის ამაში დამნაშავე? ცალსახად ოპოზიცია? თუ ქალქის მერიაც? თუ ნაციონალებიც? იქნებ ორივეს მოეკითხება პასუხი ამ მარაზმისთვის რომელიც მეორე თვეა გრძლედება?
ტაქსისი მძღოლმა არა მგონია ამ ფორუმში შემოსვლისთვის მოიცალოს, კითხვა მაქვს? სანამ რუსთაველზე იმდენი ხალხი ცხოვრობს რომ ტაქსის მძღოლები მათზე მდიდრდებოდნენ? ნუთუ მანქანებისთვის შემოვლითი გზები არ არსებობს? ნუთუ უფრო მეტს არ დაამუშავებ ამ გადაკეტილი ქუჩის ხარჯზე. ტაქსის მძღოლებს რა უჭირთ, რაც ტაქსაობენ და არიან თავისთვის, ბენზინის ფული თუ გაქვს, ესე იგი იმ ლარსაც გამოიმუშავებ ესე იგი, ელემმენტარული ლოგიკაა.
საცოდავები არიან ამ ტაქსის მძღოლების 90 პროცენტი, უფრო მეტად საცოდავები იქნებიან მომავლ წელს.
საცოდავობა აქცია იყო, აგრესიით აღსავსე, რა იყო რეალური მიზეზი ამ ტაქსების აქციის? მე ვერ მივხვდი, როგორ შეიძლება ფულის დამუსავებაში რუსსთაველის გადაკეტვამ შეგიშალოს ხელი, რარაც 300 მეტრიანი მონაკვეთის გადაკვეტვამ.
სულ სხვაა დგილობრივი მაცხოვრბლები, ამ ხალხს მართლა თანავუგრძნობ, მეორე თვე ასეთ ვითარებაში ცხოვრება, ამდენის ატანა-უბრალოდ ყოჩაღ ჩვენს ხალხს კიდევ.
მიშა კი .. . .... რა მიშა?
მიშა ზის თავისთვის და ეცინება, მის საქმეს ამინდი გააკეთებს, მის საქმეს ნაციონალთა დაგეშილი ტაქსის მძღოლები გააკეთებენ, მის საქმეს გრეჩიხები და ხაინდრავები გააკეთებენ. ყველაფერი კი მისას წისქვილზე ასხამს წყალს.
დავკარგავთ ტერიტორიებს,დავკარგავთ სამუშაო ადგილებს,უფრო ღრმად შევტოპავთ წუმპეში, ეკონომიკური კრიზისიც მოიმატებს უფრო მეტად, მაგრამ ჩვენ მაინც მისას დავუკრავთ ტაშს და მუშ მნივუღერებთ რუსეთს, ევროპას, ამერიკას , თუ საჭირო გახდა სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს და შეიძლება კონგოსაც, იმიტომ რომ დამანაშავეს ქართველები ყოველთვის გარეთ ვეძებთ, მაშინ როდესაც ცხვირ წინ გვყავს.
დაჭამეთ ერთმანეთი უხარიათ ზოგიერთებს, ეს იდიოტებიც ჭამენ ერთმანეთს.
კერპთაყვანისმცემელნი ვიყავით ქართველები სანამ ქრისტიანობა შემოვიდოდა, მერე ც ვქმნიდით კერპებს.
20 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან 21 საუკუნის დღევანდელობის ჩათვლით, უამრავი კერპი შევქმენით და დავამსხვრიეთ. წარმართები ვართ და წარმართებად დავრჩებით. კერპმაა როგორ შეიძლება ცუდი გააკეთოს,კერპი როგორ შეიძლება რამეში შეცდეს? ჩვენ ჩვენი კერპებისთვის ვიბრძვით.
იბრძოლეთ ბრძოლაში არ არის ცხოვრების არსი?

მე კერპი არ მყავს, მაგრამ საინტერესო კერპთაყვანისმცელებზე დაკვირვება, ხოდა ვაკვირდები. უშეცდომო კერპების უშეცდომო მიმდევრებს.
აი ტაქსის მძღოლები რომელ სექტას ეკუთვნიან ვერ გავიგე
პ.ს. (არა და ჯობდა აქ დავით კიკალიშვილი დამეწერა)
გაგრძელება იქნება, სხვა დროს, სხვა თემაში.