თავიდან ბოლომდე ვუყურე "პოზიციის" ჩანაწერს.
ამ თემის ავტორმა გაამახვილა ყურადღება მხოლოდ გაკვრით მონაკვეთზე.
რაც შეეხება ნათელაშვილის ათეისტობას – ეს უკვე ცინიზმის მწვერვალია.
რაც შეეხება ნათელაშვილის გაგიჟებას: თუ ადამიანი მიშაზე სწრაფად, მაგრამ დალაგებულად, სიმართლეს ლაპარაკობს და ამას აკეთებს წლების განმავლობაში – მას სიგიჟე უნდა დასწამო, მეტი რა უნდა ქნა?

მე მყავს თანამშრომლებიც, რომლებსაც მართლა მიაჩნიათ შალვა მასხარად და გიჟად.
ანუ ვუშვებ, რომ ყველანი ვინც შალვას სიგიჟეს, არასერიოზულობას და ათეიზმს სწამებთ, არ ხართ მიშას აგენტები...
მაგრამ მაშინ სულ ცოტა აყოლილი ხართ ზედაპირულ ჭორებს.
დაბოლოს: პირადად მე შალვასთვის არ მიმიცია ხმა და არც ვაპირებ, მაგრამ ზღვარსგადასული ცინიზმი და არაობიექტურობა არ მომწონს. ნუთუ დაგავიწყდათ, რას ლაპარაკობდა შალვა 2003 წლის ვარდების რევოლუციაზე? ნუთი ძნელი მისახვედრია, რომ მისი მაშინდელი შეფასებები ყველაზე ახლოს არის რეალობასთან?