#14013704 · 27 May 2009, 11:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
camomle ჩემო კარგო. საუბარი რომ გუშინ ოპოზიციის ლიდერებმა ივაჟკაცეს და გადაგვარჩინეს არის სასაცილო და მიშას მეთოდია. ზოგადად კი დემაგოგიაა.
ამ ქვეყანაში ძირითადი უბედურება არის დაუგეგმავი ქმედება. თუ გასავლელია 10 ნაბიჯი, იგეგმება პირველი 2. აგვისტოს ომიც იმიტომ დაიწყო და იმიტომაც ქონდა შესაბამისი შედეგი.
პოლიციაშთან იგივე იყო, როცა „წმინდა“ გია შევიდა ტერიტორიაზე. მაშინაც „გადაგვარჩინა“ ოპოზიციამ, როცა არავინ გააყოლა. რომ გაყოლოდა 10 კაცი მაინც, მანდ ხომ ისეთი უბედურება დატრიალდებოდა, ახლაც სისხლში ვიქნებოდით.
ახლა უკვე მეორედ. ხალხს კრიბავენ, თან ეს ნეტარი შტირლიცი მთელი ღამე გაიძახის „აუ რა სურპრიზი მაქვს, აუ რა მაგარი რამე მოხდება, მაგრამ ვერ გეუბნებით“. მერე სტადიონზე ამოქოქეს ხალხი „დრუჟბას“ ხერხივით. მერე... მერე კი ვაი, სურპრიზი არ გამოვიდა და დაიშალეთო.
მოლდოვაში რა მოხდა ამასწინ, გახსოვს? დაარბიეს ყველაფერი. მერე მოვიდა პოლიცია და ყველაფერი დაუბრუნდა თავის კალაპოტს. ოპოზიციის ლიდერები კი ამბობდნენ, ჩვენ უბრალოდ პროტესტი გვინდოდაო.
ეხ...
--------------------
კომპიუტერი ადამიანი არ არის, ამიტომ შეცდომებს უშვებს ხოლმე
|