#14029633 · 28 May 2009, 11:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
carlito
| QUOTE | | განცხადება კი არა, კანონპროექტი უნდა მაგ საქმეს. |
ნებისმიერი კანონის (ან ნებისმიერი დოკუმენტის) დახვეწა შეიძლება უსასრულოდ. ამაში არ არის საქმე - სრულყოფილი კანონი არ არსებობს...!!! ჩვენ ვხელმძღვანელობთ იმ კანონებით რომელიც გვაქვს ახლა და საკუთარი საღი აზრითა და სინდისით - და ასე იქნება ადამიანების არსებობის ნებისმიერ მომენტში - ხვალაც, ზეგაც და მას მერეც... რადგან კანონი ვერასოდეს იქნება სრულყოფილი და საღი აზრი ყოველთვის იქნება საჭირო!
| QUOTE | | კვესიტაძის გადაცემა მაინც არ გახსოვს? |
არ მინახია - მე იმიტომ ვივარაუდე რომ კანონის ციტირებას არ მოახდენდნენ მეთქი რომ იმ ჩანაწერში ბუნდოვანი არაფერია, თუ რათქმაუნდა ადამიანი მოიშველიებს საღ აზრს და სავსებით ბუნებრივად ჩანაწერს გაიგებს ისე ან დაახ. ისე როგორც ეს თქვენ გააკეთეთ:
| QUOTE | | "შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილებს ეკრძალებათ განზრახ დაბრკოლება შეუქმნან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობას", რაც ნიშნავს იმას, რომ გზების პერმამენტული გადაკეტვა საკნებით, როდესაც შეკრებილ მოქალაქეთა რაოდენობა არ საჭიროებს გზის სავალი ნაწილის გამოყენებას, არის კანონსაწინააღდეგო. |
რატომ უჭირს იგივეს გაკეტება საიას...? საღი აზრი აკლიათ...? არა მე მგონი რომ უფრო სინდისი...!
არ არსებობს ქვეყანაზე ან მოსამართლე ან მსაჯული რომელიც ამ ე.წ. საკნების აქციას აღიქვამდა სხვაგვარად ვიდრე "ტრანსპორტისათვის განზრახ დაბრკოლების შექმნას" ანუ კანონსაწინააღმდეგოს... აქ სადაო და ბუნდოვანი არაფერია.
კიდევ ერთ კითხვას დავსვამ: ხომ ვერ დახატავდით ჰიპოთეტურ სიტუაციას, თქვენ ან სხვა რომელიმე იუზერი, როცა შეკრების (რომელიმე შეკრების) მონაწილენი არღვევენ კანონის მოთხოვნას "ტრანსპორტისათვის განზრახ დაბრკოლების შექმნის" აკრძალვის თაობაზე?
--------------------
მთავარია გაგება!!! აბა ისე ხომ ამ ქვეყნად ყველაფერი ფარდობითია... :)
|