შილდელი
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 356
წევრი No.: 84293
რეგისტრ.: 9-February 09
|
#14029908 · 28 May 2009, 11:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დღეს ეროვნული ფორუმი რეგიონებში გასვლის შესახებ განცხადებას გააკეთებს. როგორც სარწმუნო წყარომ “ფაქტნიუსს” აცნობა, ფორუმში უკმაყოფილებას იმის გამო გამოხატავენ, რომ ოპოზიციის ნაწილი პატრიარქის პოლიტიკაში გარევას ცდილობს. ერთ-ერთი ვერსიით, სამებაში წავლასთან დაკავშირებით, კენჭისყრა ჩატარდა, რომლის დროსაც “ალიანსი საქართველოსთვის” და ფორუმი სამებაში წასვლის წინააღმდეგი იყო.ფორუმის ლიდერები იმასაც ამბობენ, რომ 2 თვეა, ოპოზიცია ერთი და იგივე ადგილს ტკეპნის და არაფერი არ გამოსდის. სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, ფორუმის ლიდერებს ყველაზე უფრო, თურმე, ძმები გაჩეჩილაძეების იდეები არ მოსწონთ. იმასაც ამბობენ, რომ 6 მაისს პოლიციის სამმართველოსთან წასვლის იდეა, რომელიც მომღერალ “უცნობს” ეკუთვნოდა, ფორუმის მხრიდან არ იყო მოწონებული. Gგარდა ამისა, ფორუმელებს სურდათ, რომ 8 მაისს მომხდარიყო სარფის და წითელი ხიდის პიკეტირება, მაგრამ 6 მაისს განვითარებული მოვლენების გამო, ეს აღარ მოხდა, რის გამოც ფორუმი უკმაყოფილო დარჩა. ფორუმში, როგორს ჩანს, ლევან გაჩეჩილაძის მიერ დაშვებულ შეცდომებსაც ითვლიან, რომელთა შორის 2008 წლის ინავარში მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციის დღეს ხალხის არწამოყვანა პარლამენტისკენ და პოლიციის სამმართველოსთან მისვლაა. “ეროვნული ფორუმის” გადაწყვეტილება საკნებიდან საკუთარი აქტივისტების გაყვანის შესახებ, პარტიის ზოგიერთი წევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, არადა, ფორუმში ირწმუნებიან, რომ ეს საკითხი რამდენიმე დღის წინ გადაწყდა.
ამასთან, კულუარებში არ გამორიცხავენ, რომ ოპოზიციურ ბაზარზე ახალი ალიანსი გაჩნდეს, რომლის წევრებიც ირაკლი ალასანიას ახლადშექმნილი პარტია და “ეროვნული ფორუმი” იქნებიან. ისე, ამასთან დაკავშირებით ხმა პირველად ჯერ კიდევ მაშინ გავრცელდა, როცა ალასანია ოპოზიციაში გადავიდა. იმხანად ითქვა, რომ ალასანიას დასაყრდენი, შესაძლოა, ფორუმი გამხდარიყო და ამის მიზეზად კახა შარტავას მამის, ჟიული შარტავასა და ალასანიას მამის, მამია ალასანიას მეგობრობას ასახელებდნენ...
სხვათა შორის, იმის შესახებ, რომ “ეროვნული ფორუმი” ოპოზიციას ემიჯნებოდა, “ფაქტნიუსმა”, სანდო წყაროზე დაყრდნობით, 25 მაისს, საღამოს გაავრცელა ინფორმაცია, თუმცა იმავე საღამოს მაესტროს “საკანში” მისულმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, ასეთ ჭორებს “ნაციონალები” ავრცელებენო(!). არადა, რეალობა სხვანაირია...
|