
სეანსის დროს ძალიან გონებამახვილი იყო. მის მძლავრ კისერს ხელით ვეხებოდი და ვუთხარი: ''ვაუ! თქვენი კისერი ისეთი დაჭიმულია!'' მან კი მიპასუხა:
''თუ სერიოზულად გინდათ გითხრათ, მასზე რუსეთი ზის!'' მასაჟის დროსაც არ ივიწყებდა მტერს.
როცა სასტუმროში მივედი პრეზიდენტთან მასაჟის გასაკეთებლად, საშინელი ქაოსი დამხვდა. დაცვის ბრბო იდგა გარეთ, შიგნით არავის უშვებდნენ, რადგან კონდოლიზა რაისი აპირებდა შესვლას. მე პოლიციელებს ვუთხარი: ''საქართველოს ახირებული პრეზიდენტი მელოდება მასაჟისთვის! შემიშვით!'' ჯერ არ დამიჯერეს, მაგრამ რაციით გადაამოწმეს და წინ გამიძღვნენ. ამ სასტუმროში კიდევ გრძელდება ღონისძიებები, ამიტომ არ შემიძლია მისი სახელის დაწერა. მე დამჯერი გოგო ვარ. დოტის უნდა გააკეთებინო მასაჟი,
აბა მერკელმა და კონდოლიზამ ჩემს მტერს გაუკეთა მასაჟი.
სინამდვილეში ასეთი საშინელი ომის შემდეგ მას სურს მეტად დაიმასაჟოს მხრები, რომლებზე შემოჯდომაც რუსეთს სურს. საზიზღრები! მისტერ პრეზიდენტი ისეთი ინტელიგენტურია, გონებამახვილი, კეთილშობილი, მეგობრული და სასაცილო. გამუდმებით იცინის და მაჭმევს. ძალიან რთულია აქ ფიგურის შენარჩუნება, პირველი, რასაც მეკითხება, როცა მხედავს: ''მშიერი ხარ?'', მერე კი უამრავ საჭმელს უკვეთს. წამიკითხავს, საქართველოში სჯერათ, რომ სტუმარი ''ღვთის საჩუქარია'' და გიჟდებიან სტუმრების გამოკვებაზე.
პრეზიდენტისგან დიდი კეთილშობილება იყო, ჯერ თავისი რეზიდენციის ჩვენება სანაპიროზე ტაბულში (ლაპარაკია ბათუმზე, რომელიც მასაჟისტმა კარგად ვერ გაიგო -ავტ.), მეორე დღეს კი თბილისში ჩავფრინდით.
http://www.reitingi.ge/top-news/1698-saaka...html?lang=ka-GE
ОАО Газпром-ოცნებები სრულდება.