ნოღაიდელი გრიგოლიასთან, მცირე ამონარიდი მის ნაბოდვარიდან
თურმ ზურიკოს ვერავინ ვერაფერს ვერასდროს ვერ უბედავს !!!
ტიტუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ
ზ.ნოღაიდელი: "ყველაზე მნიშვნელოვანია,რატომ გააკეთა სააკაშვილმა ეს განცხადება ახლა".
წამყვანი: ნ.წიკლაურმა თქვა,რომ როდესაც მათ ინფორმაცია აქვთ ხელთ,მაშინ კეთდება ასეთი განცხადებები.
ზ.ნოღაიდელი: "საინტერესოა.მიზეზი რეალურად არის ის,რომ სააკაშვილი არის ისტერიკაში,ჩემს შესაშინებლად ეს განცხადებები არ გამოდგება,მე არ ვარ მერაბიშვილის,ადეიშვილის ან სააკაშვილის შესაშინებელი ადამიანი".
წამყვანი: ვეჭვობ,მ.სააკაშვილი პოლიციასა და პროკურატურას შემთხვევით არ ახსენებდა.გაჩნდა ორი მოსაზრება,რომ შეიძლება ზ.ნოღაიდელი შემოდგომამდე დაიჭირონ,ან ეს განცხადება გაკეთდა სხვების გასაფრთხილებლად.
ზ.ნოღაიდელი:
"სააკაშვილის ხელისუფლება აუცილებლად დაიშლება ძალიან მალე.შემოდგომაზე ან იქნება არჩევნები,ან რევოლუციური განვითარების რომელიმე სცენარი.ამის შემოქმედი იქნება სააკაშვილი.
.: შემოდგომაზე ხელფასებისა და პენსიების დროულად გაცემა პრობლემა იქნება.იმედი მაქვს,ჩვენ რევოლუციამდე არ მივალთ". წამყვანი: მე ე.ბესელიასაც დავუსვი ეს შეკითხვა,სააკაშვილმა ძალიან მძიმე განცხადება გააკეთა თქვენზე,ნ.ბურჯანაძეზე,ი.ოქრუაშვილზე.
.: როდესაც თქვენ ამბობთ,რომ სააკაშვილმა დაანგრია ეს ქვეყანა და უნდა წავიდეს,მან მარტო დაანგრია ეს ქვეყანა?თქვენ მონაწილეობდით იმ ყველაფერში,რასაც აკეთებდა სააკაშვილი?
ზ.ნოღაიდელი:
"დანაშაულებრივი პროცესები დაიწყო ჩემი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ.სააკაშვილი ვერ გამიბედავდა,ჩემთვის ეთქვა არაკეთილსინდისიერი იყავიო,
.: წინააღმდეგ შემთხვევაში იგი 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებს წააგებდა,გაყალბების გზითაც ვერ მიიღებდა 52%-ს.ჩემი ფასი მაშინ იყო,სააკაშვილი შეინარჩუნებდა ხელისუფლებას თუ არა აჭარაში,
.: ვერ შეინარჩუნებდა ასეთი რამ რომ გაებედა ჩემთვის,მე არ ვარ პატარა ბავშვი". წამყვანი: თქვენ გინდათ თქვათ,რომ სააკაშვილს აჭარაში დაამარცხებდით?თქვენ არ ყოფილხართ პოპულარული პრემიერი.
ზ.ნოღაიდელი:
"მე საჯარო პოლიტიკაში აქტიურად არ ვმონაწილეობდი,მაგრამ აჭარაში დავამარცხებდი.სააკაშვილს აქვს სერიოზული პრობლემები.გაბედოს და იმოქმედოს.
.: სექტემბრისთვის სტრუქტურულად ჩვენ ვიქნებით მზად,ან მოვიგოთ არჩევნები,მათ შორის ამ სისტემითაც,ან დავიწყოთ ხელისუფლებაზე ზეწოლა,რომელიც მას არჩევნების დანიშვნას აიძულებს". წამყვანი: ზ.ნოღაიდელი პირდაპირ ეთერში ემუქრება პრეზიდენტს.
ზ.ნოღაიდელი: "კორუფცია დაბრუნდა,სააკაშვილს და მის გარემოცვას აქვს ყველაფერის უფლება,მათ შორის არის ლ.ვარშალომიძე,სააკაშვილი თანამდებობაზე ნიშნავს ძმაკაცებს".
წამყვანი: მაინტერესებს,თქვენი აზრი პრეზიდენტის განცხადებაზე,როდესაც მან თქვა,რომ ნ.ბურჯანაძე იყო კლანური პოლიტიკის გამტარებელი.
ზ.ნოღაიდელი: "ნ.ბურჯანძე არის ძალიან კვალიფიციური ადამიანი.ჯობია,ვისაუბროთ სააკაშვილსა და ჩემზე.მინდა ვუთხრა სააკაშვილსა და მის გარემოცვას,რომ ჩემი ჯანმრთელობა მათი საშაყირო თემა არ არის.
.: 2007 წელს მე რომ ხელისუფლებაში დავრჩენილიყავი,უნდა მელანძღა პატარკაციშვილი,ოქრუაშვილი და მთელი რიგირ ოპოზიცური ლიდერები,მე ამ ფასად ხელისუფლების შენარჩუნება არ მინდოდა.
.: დღეს ხელისუფლება ამბობს,რომ რუსეთს უნდა ქვეყანაში მთავრობის ცვლილება,ეს არის ხელისუფლება,რომელმაც წააგო ომი".
წამყვანი: თქვენ ამბობთ,რომ მე არ მიშოვიაო ფული თანამდებობაზე ყოფნის დროს,მაგრამ ზ.ნოღაიდელი ბიზნესში იყო ძალიან ცოტა ხანი.
.: ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თქვენ იყავით ფინანსთა მინისტრი შევარდნაძის დროს,სააკაშვილის დროს,ჟვანიას დაღუპვის შემდეგ უკვე პრემიერი.
ზ.ნოღაიდელი: "თუ მას ეს ინფორმაცია ჰქონდა,უნდა ეთქვა მაშინ,როდესაც მე წავედი თანამდებობიდან".
წამყვანი: თქვენი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია,რომ ფული ჩაგატანინეს,დაიწყო პრობლემების შექმნა თქვენი ბიზნესპარტნიორებისთვის.სწორედ ამიტომ გამოვიდაო ნოღაიდელი პოლიტიკაში.
.: სააკაშვილმა თქვა,რომ თქვენ აფინანსებთ პოლიტიკურ პარტიებს,თქვენ აფინანსებთ ოპოზიციას?
ზ.ნოღაიდელი: "ჩემი და ჩემი პარტნიორების ბიზნესს არავინ შეხებია,ჩემთან ვერავინ მოვიდოდა და ფულს ვერავინ დამაწერდა,ამის მცდელობაც არ ყოფილა".
წამყვანი: თუმცა,უნდა გავითვალისწინოთ კალა კაპიტალის ფაქტიც.
ზ.ნოღაიდელი: "კალა კაპიტალიდან ჩემი წამოსვლა ჩემს პოლიტიკაში მოსვლასთან ნამდვილად არ არის დაკავშირებული.ჩემს ფულს ვახმარ "სამართლიანი საქართველოსთვის" დაფინასებას,მაგრამ ეს არ არის მარტო ჩემი ფული.
.: გვერდით გვიდგას ბევრი პატრიოტი,მაგრამ მათ მე ჯერ ვერ დავასახელებ".
წამყვანი: სააკაშვილმა თქვა,რომ საქართველოში შემოდის კრიმინალური ფული,ახსენა შალიკიანი,ებრალიძე,ონიანი,წიკლაურმა ახსენა ლ.პირველიც,რომელიმე მათგანთან პარტნიორობა გაკავშირებთ?
ამ დაღლილ ვირს როდიდან აუვარდა თავში, ასეთი რა დაესიზმრა და რატო წარმოიდგინია ასე რეიტინგულ და პოპულარულ პიროვნებად და პოლიტიკსად თავი????!!!
ცოტა არადაკვატურია ხო თუ მეჩვენება? 
ძალიან ძერსკია, და რა აძლევს ამის საფუძველს ვერ ვხვდები?
This post has been edited by VARDENI on 8 Jun 2009, 02:42