ძალოვანების გარდა, რამდენი ყოფილან ამათი ....
თავი III სამსახურებრივ-საშტატო იარაღი
მუხლი 9. სამსახურებრივ-საშტატო იარაღი
1. სამსახურებრივ-საშტატოა იარაღი, რომლის ტარების უფლება აქვთ ამ მუხლით განსაზღვრულ პირებს მათ მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად.
2. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეებს;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეებს;
გ) საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეებს;
დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეებს;
ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეებს;
ვ) საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის უფლებამოსილ მოხელეებს;
ზ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის უფლებამოსილ მოხელეებს;
თ) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფლებამოსილ მოხელეებს;
ი) საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილ მოხელეებს;
კ) მოსამართლეებს;
ლ) საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხელეებს, რომელთა სამსახურებრივი ფუნქციები დაკავშირებულია ტყისა და მისი რესურსების უშუალო დაცვასთან, - სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
მ) საქართველოს ეროვნული ბანკისა და საბანკო დაწესებულებების ინკასატორებსა და მოლარეებს - სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
ნ) საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სპეცკავშირის, კავშირგაბმულობისა და ფოსტის ობიექტების დაცვის სამსახურის მოხელეებს - სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
ო) სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლებს - სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
პ) საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხელეებს, რომელთა სამსახურებრივი ფუნქციები დაკავშირებულია დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის უშუალო დაცვასთან, - სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
ჟ) საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის წევრებს;
რ) "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს;
ს) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანსა და წევრებს;
ტ) მთავარი საჯარო თანამდებობის პირებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებები ან უფროსი და უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდებები.
3. სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება უნარჩუნდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის "რ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროების, თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროების, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, სახელმწიფო საზღვრის დაცვისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტების და საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებს, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებები ან უფროსი და უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდებები და ჰქონდათ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი გადიან საქართველოს მოქალაქეობიდან, შედიან უცხო სახელმწიფოს სამსახურში ან/და დათხოვნილ იქნენ სამსახურიდან დისციპლინური ან/და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამო.
4. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება არა აქვთ დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებს.
5. იმ თანამდებობის პირთა (გარდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა) ნუსხას, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება, ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ერთობლივი წარდგინებით.
ეს კანონი ამოქმედდეს 2003 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 8 მაისი.http://www.parliament.ge/index.php?lang_id...=det&kan_id=286