natalir
"რას ელი მიმართვისგან, რომელშიც ოპონენტს მიმართავ: ჟოპოციონერად და იდიოტებად?"
- ოპოზიცია და ჟოპოზიცია არის სხვადასხვა რამეები. ჟოპოზიციისგან მე არაფერ კარგს ქვეყნისთვის არ ველი. ოპოზიციისგან და მთავრობისაგან კი იმას რომ პოლიტიკური ამბიციების მიღმა უფრო მეტად იქნება ქვეყნის ელემენტარული ინტერესების გათვალისწინება, რაც აქამდე სამწუხაროდ არ ხდებოდა და რამაც ამ დღემდე მოგვიყვანა.
gogilord
"ეხლა მითხარი შენ რომ იყო ისეთი კომპანიის მფლობელი (ჩვენს შემთხვევაში კომპანია საქართველო და მფლობელი ქართველი ხალხი) რა გადაწყვეტილებას მიიღებდი შენს მიერ დაქირავებული მენეჯერების მიმართებაში?"
- "საქართველო" ჩემი კომპანია რომ იყოს ვიმედოვნებდი რომ ამ კომპანიის გარდა კიდე რამე მაინც მაქვს...
ICEM@N
"როდის იყო რო საქართველოს ეკონომიკა აღორძინებული რომ ისევ თავიდან დაინგრეს?რაც არ უნდა იყოს საშვალო ფენის მოსახლეობისთვის მაინც."
- არის პროგრესი, არის რეგრესი... თუ ვთქვით რომ ეკონომიკა არ გვაქვს და არასოდეს გვექნება შეგვიძლია ჯგუფურად ყველანი მტკვარში გადავხტედ...
LARSI
"ქვეყანა პოლიტიკურად თუ არ დამშვიდდა კიდევ დაბლა წავა ეკონომიკა."
- მე ზუსტად ამის კენ მიმყავს... რა სხვა პრობლემები არ გვყოფნის? კიდე ჩვენივე გიჟობები დავუმატოთ. რისთვის? მოიგებს ამით რამეს საქართველო? დებატები იყოს, რაც გინდა, მაგრამ კანონის ფარგლებში და გამწვავების გარეშე და კიდე უნდა მორჩეს ეს დღავილები შუა ქალაქის ქუჩებში. თვითონ ვიგდებთ თავს კიდე უფრო უარეს მდგომარეობაში...
amerqxhunamus
"მიშისტები რომ მორალს წაგიკითხავენ უნდა დაჯდე და იბღავლო..."
- მიშისტი შენი ბებოა, თუ გინდა დაჯექი და იბღავლე. მე მიყვარს ეს ქვეყანა და არა მიშა ან ოპოზიცია ან ჟოპოზიცია.
monte cristo2009
"მართალი ხარ ძმაო, რა ეკონმიკა რის ეკონომიკა, მარტო ბანკები დააჯდნენ მოსახლებას კისერზე და სისხლს წოვდნენ."
- ეს ყველა ქვეყანაში ასეა. არ მოგწონს ნუ იღებ ანაბარს!
"გამოიხედე თვალებსი სად არის ეკონომოკა - მრეწველობა-ქარხნები, სად არის სოფლის მეურნეობა.."
- ფაქტია შემოდიოდა ფული და იხსნებოდა პატარა მაგრამ მაინც სამრეწველოები, ეხლა შემოდის გაცილებით ნაკლები ფული... ასეთი რთულია რომ გაიგო რას ვწერ??
"ჩვენ საქართველოში ამდენი მდინარეების პატრონს ელექტრო ენერია სხვისგან უნდა ვიყიდოთ, ამდენი მინდვრების პატრონმა ხახვი სხვისგან უნდა შემოვიტანოთ..?"
- ელექტროენერგიას როგორ ვიცი ჩვენ იქით ვყიდით სეზონურად სხვა ქვეყნებს და საერთოდ გონზე მოდი რომელ ქვეყანაზე ბაზრობ? ჩვენ აზერბაიჯანი ხომ არ გგონივართ? ჩვენ ერთი ღატლაკი გაპარტახებული ქვეყანა ვართ ჯერ კიდევ რომელი დროიდან ასეა...
kmuno
"თუ ჭკუით მოვიქცევით და გადავრჩით...
რას გულისხმობ, კონკრეტული გეგმა გაქვს ან მონახაზი?"
- არა, სიტუაცია ძალიან ძალიან რთულია. მაგრამ ელემენტარული ლოგიკაა რომ როცა ასეთ ტრ@კში ხარ... შენ თვითონ მაინც არ უნდა დაუმატო შენ უბედურებას.
chiwawa - ეჰ გეთანხმები...

რა ჭირს ხალხს...
tata-naka
"და ტერიტორიების გაჩუქების უფლება და ფუფუნება გვააქვს?"
- მერე ასე ვთქვათ... ნუ გააჩუქებ... თუ მაგარი ბიჭი ხარ... თუ არა და დაეტიე...
"ისე ნუ დაიჯერებ რომ ან რაიმე ინვესტიცია შემოდიოდა და ან კიდე შემოპა აწი."
- შემოდიოდა, ამას დაჯერება არ უნდა ეს ფაქტია და ჩანდა ძალიანაც კარგად. აი მომავალში რა იქნება ჩვენზეა, თუმცა ესე ადვილად ნუ იქნევ ხელებს "და ან კიდე შემოპა აწი." - არ შემოვა და ესეიგი ვერ გადავრჩებით როგორც ერი და ქვეყანა და ეს შენ ოჯახსაც შეეხება, ისევე როგორც ყველა სხვა ქართულ ოჯახს... მიხვდი რას გეუბნევი, შენც შენთვის სამწუხაროდ აქ ცხოვრობ... ჩემსავით...
monte cristo2009
"სად არის დამანახეთ ეს შემოსული ფული..? "
- მშენებლობებში, სასტუმროებში, პატარა ბიზნესებში, ახალ მაღაზიიებში, გზებში, ელეკტროსადგურებში, პატარა საამქროებში, ტურისტულ და თავისუფალ ეკონომიკურ ზონებში... ...
"არ მოდის ჩემამდე, "
- აი ეს არის ქართული დეგენერატიზმი "არ მოდის ჩემამდე, " - და რა გეეკეთე შენ ისეთი რომ შენამდე მოვიდეს?? მთელი დღე იფხან ყ@რებს და მაესტროს და კავკასიას უყურებ... ამაში არც ერთ ქვეყანაში ფულს არავინაც არ მოგცემს!
"იპარავს ვინმე?"
- ინვესტიციებს ასე მარტივად ვერ მოიპარავ, ეს კერძო ფულია.
"ეს მოსახლება საზღვარგარეთ წასული ნათესავების ხარჯზე ცხოვრობს."
- ხო, მერე რა? ეს ძალიან ღარიბი ქვეყანაა... უკვე ძალიან დიდი ხანია.
"ვინც ამ ინვესტიციების და ეკონომოკის გჯერათ დაწერეთ რითი ცხოვრობთ თქვენ!!"
- მე ვარ ახალგაზრდა მეცნიერი და საზღვარგარეთ ვმუშაობ ჩემი პროფესიით. არ მესმის შენი შეკითხვა... როგორ შეიძლება "გჯეროდეს" ინვესტიციების? ინვესტიციები ან არის ან არა... გინდ დაიჯერე გინდ არა!
...
"ვერ დავიჯერებ რომ ლენინი მოკვდა! ვერა! ვერა! ვერა!..."
...
"დარწმუნებული ვარ ეს ის კასტაა ვინც მიშიკოს სამსახური ზის და იმისგან ნაწყალობევი ხელფასით გუნდრუკს უკმევს ამ მთავრობას.. რა თქმა უნდა ეს ინვესტიცია მათამდე მიდის გროშების სახით "
- ორი რამე:
1) თუ არ გეთანხმები ეს არი ნიშნავს რომ ან მიშისტი ვარ ან "მის სამსახურში" ვარ. (თუმცა არ მესმის რა არის ასეთი ცუდი იმაში რომ შენი ქვეყნის პრეზიდენტს ემსახურო? მოგწონს არ მოგწონს... პრეზიდენტია.)
2) შენ მართლა ვერ გაიგე რა არის ინვესტიცია - სუფთა ეკონომიკურ დონეზეც კი... ეს საკვირველია, იმიტომ რომ ეს საკმაოდ მარტივი ტერმინია და აზრიც საკმაოდ ტრივიალურია.
"თუ ასე არ არის და სხვა შემოსავალი გაქვთ აგვიხსენით როგორ ახერხებთ, როგორ ხართ ასე ნიჭიერები, რომ დანარჩენი მოსახლება ვერ ხვდება და სიღარიბეში ღაფავს სულს.."
- შენ გგონია რომ ყველა ან ღარიბია ან ქურდი ან "მიშის სამსახურშია" ? ვერ ყოფილა შენი საქმე კარგად.
საქართველოში ბევრი ადამიანი აკეთებს ფულს:
ექიმები აკეთებენ საკმაოდ ბევრ ფულს; ბიზნესმენებიც - ხო უფრო ყიდვა-გაყიდვაში... მერე რა? კანონს არღვევს? ფულს აკეთებენ და ეს მათთვის მთავარია. მანქანების ყიდვა გაყიდვა; წამლების... ავეჯის კიდე ათასი რამის. მშენებლობა...
(ეხლა იტყვი - ეხლა რაღას აშენებენო, ჰო და მე გკასუხობ. ხელი შევუწყოთ რომ ეს ქვეყანა დალაგდეს და ისევ რამე ააშენონ. - ეს ქვეყნიოსთვის კარგია. დღავილი -ცუდი.)
This post has been edited by Nimbus on 18 Jun 2009, 19:25