არაა ასე ერთმნიშვნელოვნად საქმე მანდ.
ქვემოთ დავდე გენშტაბის რუკის (70-80 იანი წლების) ფრაგმენტი.
ზედ წითელი ისრებით მითითებულია ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" აო-ს ადმინისტრაციული საზღვარი.
თუ დააკვირდებით დაინახავთ რომ უღელტეხილის სერპანტინი მთლიანად ამ ტერიტორიაზეა მოქცეული.
სხვა საკითხია რომ ოსებს/რუსებს მაგ მხრიდან ხეობის გამო პირდაპირ ე.წ. ოსეთის ტერიტორიაზე შესასვლელი არ აქვთ - უნდა ჩამოვიდნენ ონში და იქიდან გადავიდნენ კვაისში (ანუ უღელტეხილის სერპანტინის კონტროლს თავისთავად აზრი არ აქვს).
ეს რუკა საჩვენოდ არაა, მაგრამ ღრუსების გაკეთებულია თავის დროზე და დღეს მის საზღვრების (ე.წ. სამხრ.ოს. აო-ს) კონტროლს ცდილობენ ისე როგორც რუკაზე აქვთ დატანილი. ასე იყო ორჭოსანთან მიმართებაშიც - რუკაზე ადმინისტრაციული საზღვარი ზედ ავტობანთან გადის და ფეხებზე ჰკიდიათ შენთვის რა მნიშვნელობის გზაა მანდ - მოუნდებათ დადგავენ საგუშაგოს და ა.შ. იქცევიან სრულიად უცერემონიოდ და არც შემპასუხებელი ჰყავთ ვინმე

რა მოხდა იქ ხიდის და ა.შ. მიმართებაში ძნელი გასარკვევია (და არც არის საჭირო ყველამ ცხვირი ჩაყოს მესაზღვრეების ტაქტიკურ გადაადგილებებში) - რეალური სურათი რაც დავდე ასეთია.
შოვი-გლოლამდე კიდევ ექცევა გზის მცირე მონაკვეთი ე.წ. აო-ს საზღვრებში - ის ამ ფრაგმენტზე არ ჩანს - თუ დაგაინტერესებთ - დავდებ.
მიმაგრებული სურათი