#14345904 · 19 Jun 2009, 13:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამ 10 წლის უკან ჩემი ძმა ჩავიდა სოფელში გაზაფხულზე (სტუდენტი იყო მაშინ და დრო გამონახა რა 1 კვირა რო დარჩენილიყო. ) მამაჩემს რა გააჩერებდა რუსთავში , იფიქრა ისიც იქაა მომეხმარება ცოტასო და აიღო შვებულება . პატარა მიწა გვაქვს 3 დღეში ორი კაცი ამოიყვანს ბოლომდე თუ არ იზარმაცეს . ხო და ჩემი ძმა ყვება რო დავინახე გავბრაზდიო .... მოკლედ 2 საათში თოხებით ვიყავით უკვე შეიარაღებუიო. ნუ საღამომდე სანამ ჩანდა თოხი სად უნდა დაგვერტყა ხო ვთოხნეთო მერე ფარანი გამოუტანია მამაჩემს და მოკლედ რო დავწექით ეგრევე დამეძინა დაღლისო. მეორე დღეს სულ მთელი დღე უთოხნიათ და მესამე დღე გათენდა თურმე 2 საათის დაწყებული აქვთ თოხნა და რუსთავის კარის მეზობელმა ჩამოიარა თურმე მანქანით (ზედა სოფელში ცხოვრობს ცოლეული ) მამაჩემის ტოლია ეს კაცი და ზუსტად ჩემი ძმის ტოლი ბიჭი ყავს . ხო და ორივე მამაშვილი შემოიპატიჟეს თურმე და ილაპარაკეს ცოტა ,თითო ჭიქა დალიეს კიდეც და ამ ჩემ მეზობელს უთქვამს თუ წამოხვალთ წაგიყვანთო თუ ჩემმა ძმამ უთხრა ეგრე თქვიო ჩუმად .. მოკლედ გამოექცა რა ჩემი ძმა ....არადა ცოტა კიდე იყო დარჩენილი გასათოხნი. თვითონ რო ყვება რო მოვიქნიე ეს თოხი და შუა გაოხნილ ყანაში მოვიფრიალეო... .... ყველაზე მაგრად ის გაგვიტყდა მერე მეზობელმა გაყიდა სიმინდი თავისი ...ჩვენც იქ ვიყავით და ვედრა გარჩეული მარცვალი უანგარიშა ლარად სხვა მეზობელს. ვედრა სიმინდი ლარი? რისთვის ვთოხნე ამდენიო ამბობდა . და მამაჩემს რა ხელფასი ქონდა კიდე სადაც უფასო შვებულება აიღო? დღეში რამდენ ვედრა სიმიდს იყიდდა იმ ფულად? მოკლედ დავთვალეთ ხან ისე ხან ასე და ოფლად არ ღირს თოხნა ....
--------------------
დიქტატ 2 ები ,ორატ 2 ები,ღ 2 ები ყველა ერთი სახეობის სხვადასხვა განშტოებებია . საერთო წინაპარი ყავდათ მაშ....
გვახსოვდეს svani67
|