Tsiteli Tskapunebi
მიშა მართლა შაილაზე დაიკიდეს 2008-ის მერე დასავლეთ ევროპელებმა და ნაწილობრივ აშშ-ელებმაც. მარტო პრიბალტიკასა და აღმოსავლეთ ევროპაში დადიოდა. 2 დღის წინ თქვა ღარიბაშვილმა, რუსეთი WTO-ში იმიტომ შევუშვით, რომ მიშა ობამას შეხვედროდაო და მიშამ მერე ისეთი უჩვეულოდ უხერხემლო პასუხი გასცა ფბ-თი, რომ პრაქტიკულად დაადასტურა ეს ამბავი

მერე ევროპის სახალხო პარტიის ფარგლებში ხვდებოდა ხოლმე მერკელს არაოფიციალურად და 2011-ის ბოლოს იყო სარკოზი თბილისში (ისიც თავის საარჩევნო პონტში), მეტი სერიოზული შეხვედრა მე არ მახსენდება მანამ, სანამ ივანიშვილი არ გამოჩნდა

მერე კი ხვდებოდნენ მიშას, " ემანდ მძღნერი არ ჭამო მიხეილ" პონტში.
ღარიბაშვილის შემთხვევაში სხვა მიზეზებია. რატომ მიიწვევს ვთქვათ ანგელა მერკელი კაცს გერმანიაში, რომელიც "კაცისკაცია" და რეალურად არაფერს წყვეტს? ბოლობოლო პრესტიჟის საკითხია მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ადამიანი რომ ოფიციალურ შეხვედრას მართავ ვიღაც 30 წლის მილიარდერის სათამაშო ბიჭთან

ეგეთი შეხვედრები ღარიბაშვილს ალბათ არც ექნება. თუ რამეა თვითონ ჩამოვლენ ხოლმე ძლიერი ლიდერები და პრემიერ-პრეზიდენტ-პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდებიან, რეალურად რომ გაერკვენენ სიტუაციაში.