qartveli-qartveltagani[quote]დემოკრატიულობისათვის აუცილებელია უპირველეს ყოვლისა კანონის დაცვა და კანონის პატივისცემა ვისწავლოთ,[/quote[quote], ის ყველასთვის ერთნაირად უნდა ხორციელდებოდეს, არ უნდა იყოს ორმაგი სტანდარტები: თუ ჩემი უფლება დაირღვა ეს ცუდია და თუ ჩემი მოწინააღმდეგის - ამას არა უშავს; თუ მე მფარველი მყავს, ყველაფერი მეპატიება, თუ ჩემს მოწინააღმდეგეს აღმოაჩნდა მფარველი - ამაზე ხმამაღლა უნდა ვიყვირო; თუ ოპოზიციონერი ვარ და დანაშაულის ადგილზე დამაკავეს, პოლიტიკური ნიშნით მდევნიან და ა.შ.[/quote]
აბსოლუტურად გეთანხმები.
qapqiana[quote]უკაცრავად, მაგრამ აი მაგ ,,განსხვავებულ მენტალობას" ბოლომდე როცა მოაშთობენ, მერე გვეშველება ნამდვილად.[/quote]
არ ვიცი გულისხმობ ,მაგრამ "Gანსხვავებულ მენტალობაში" მე ამ შემთხვევაში კარგი ვიგულისხმე.
Mivashure[quote]20 წლიანი კი არა 200 წლიანი. [/quote]
ნუთუ ამ 200 წლის განმავლობაში ვერაფერს იხსენებ ისეთს,რომელიც მომავალი დიალოგისთვის დადებითად განგაწყობს.
მაინტერესებს.ხომ არ შეადარებდი საქართველოს მდგომარეობას იმ დანარჩენი რესპუბლიკებისას,რომლებიც იყვნენ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში.ვინ უფრო
მეტად დაზიანდა და რით.
ეს შეკითხვა სხვებსაც მინდა დავუსვა.
PEPE-5[quote]გატყობ დიპლომატიის მამა ხარ....[/quote]
რატომ ასეთი ირონია.დიპლომატიის არც მამა ვარ და არც შვილიშვილი,მაგრამ იუმორი ზოგიერთებისგან განსხვავებით ჩემთვის უცხო არ არის.
[quote]მტერი როდესაც გეუბნევა არ დაგელაპარაკები იმიტომ რომ ჩემი მიზანი მიღწეული არის.. შენ როგორღაც შეძლებ და დაელაპრაკები თან ზურგის გარეშე....
გაითვალისწინე რომ მათი დაგოიმება არ გამოგივა...
თუ მაგას გაითვალისწინებ და შეძლებ მათ გაყრას საქართველოდან ტანაც ისე რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები არ დათმო ყოჩარ შენ.. დიპლომატიაში გაუხსნელ ამოცანას შექმნი[/quote]
უამრავი შემთხვევაა მსოფლიო ისტორიაში,როცა ურთულესი პრობლემა გადაუწყვეტია სწორ დიპლომატიას.
Mivashure[quote]ტყვილად ამბობდით იმიტომ, რომ ესაა ფუნდამენტური შეცდომა, რადგან რუსეთს "დაბრუნების" ცნებას არ აღიარებს. ის თანმიმდევრულად ავითარებდა რუსულ ქართული ისტორიის მანძილზე ამ რეგიონების ხელში ჩაგდების სტრატეგიულ ხაზს. რუსეთმა აღიარა ამ რეგიონების "დამოუკიდებლობა" და შემდგომში იგი შეეცდება ამ რეგიონების იურიდიულ მიერთებას. ესაა რუსეთის ქცევის სტრატეგიული ხაზი. [/quote]
ბევრი რამ შეიძლება მოხდეს.თუნდაც ის,რომ წინააღმდეგობა წამოვიდეს თვით აფხაზების და ოსების მხრიდან.მათ დამოუკიდებლობა უნდათ და არა მიერთება.და კიდევ,ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე,როგორი ქცევის წესები და პოლიტიკა გვექნება ჩვენ...
[quote]და საინტერესოა რის შეთავაზებას აპირებთ იმისათვის რომ რუსეთმა უარი თქვას თავის სტრატეგიულ ხაზზე რომ საქარტველოს წაართვას ეს რეგიონები? [/quote]
გადავხედოთ ჩვენს საგარეო პოლიტიკას ...
Jocker[quote]ვეთანხმები მეც ამ იუზერს.
არ გვინდა დიალოგი, არ გვიყვარს რუსებიო- წაგებულები გამოვდივართ ყოველთვის ჩვენ. აქედან გამომდინარე, ტაქტიკაა შესაცვლელი.[/quote]
გმადლობთ,მეგობარო,რომ ჩემი თანამოაზრე ხართ.საინტერესოა,რა საკითხებს შესთავაზებდით რუსებს განსახილველად და რის თაობაზე წახვიდოდით კომპრომისზე.
qapqiana[quote]შეცვალე. აჰა სამი ვარიანტი: სამეგრელო, აჭარა და სამცხე-ჯავახეთი.
პირველი რომელი გადავცეთ რუსებს?
აჰა მეორე სამეული: ქვემო ქართლი, სვანეთი, რაჭა.
მესამე სამეულიც: გურია, კახეთი, სტეფანწმინდა.
ამოირჩიე გემოვნებისამებრ.
ტაქტიკაც შეცვალე. მაგალითად ასეთი რამ: ,,თუ თქვენ მიიღებთ აჭარას სულ რაღაც 1000 ქართველი ჯარისკაცის სიხლად, თან გადმოგეცემად საჩუქრად თუშეთი."
კარგია ჰო?[/quote]
რატომ ხართ ასე მომართული...სულ წართმევა რატომ გელანდებათ.თუ წართმევაზე მიდგება საქმე ყველაზე მეტი ტერიტორია წაგართვა თურქეთმა,ირანმა,აზერბაიჯანმა.რატომ მათზე არაფერს ამბობთ!!!
Sonya[quote]აი ამაზე რომ ლაპარაკობთ, იმედია, გეოგრაფიაც იცით ასე თუ ისე. მცურავი კუნძული ჩვენ არ ვართ, და გინდა არ გინდა - კონფრონტაცია არ გვიშველის, ლაპარაკია საჭირო. ცოტა ტვინის უჯრედების დაძაბვა, ინტელექტის ამოქმედება, შორსმჭვრეტელობა, ნაბიჯების გათვლა და მისთანები. წავედი. [/quote]
Geronti[quote]და კიდევ - როცა ლაპარაკობ რუსეთის რისხვის თურმე სამართლიანობაზე (ან ლოგიკურობაზე მაინც). მაშინ განაგრძე მსჯელობა ბოლომდე და თქვი პირდაპირ, რომ სსრკ-დან არ უნდა გამოვსულიყავით. საბჭოთა კავშირიდან მხოლოდ გამოსვლის ფაქტით რუსეთისთვის უკვე ვიქეცით მტრად და მოღალატედ, ყოველგვარი ამერიკის გარეშეც. და საერთოდ, ამ ელემენტარულ რაღაცებს რატომ მალაპარაკებ...
მოკლედ, იმ მსჯელობით კი ნუ შეინიღბები, ამერიკა უნდა აგვერჩია თუ სხვა მოკავშირე რუსეთის წინააღმდეგ, არამედ პირდაპირ დასვი საკითხი - რომ არ უნდა გამოვსულიყავით საბჭოთა კავშირიდან.[/quote]
თუ ყველა ჩემი მსჯელობიდან ეს დასკვნა გააკეთე ,ვერც მე და ვერც სხვა ვეღარაფერს გიშველის,ეს უკვე შენი პრობლემაა და დროზე უნდა მიხედვა.
[quote]რას არ გაიგონებს ადამიანი.
რა საკითხზე უნდა დაიწყოს რუსეთთან მოლაპარაკება?
მართლა ვკითხულობ. ვერ ვხვდები და ამიხსენით: კონკრეტულად როგორ წარმოგიდგენიათ - რამე წინაპირობებით ორივე ან ერთ-ერთი მხრიდან, თუ უამისოდ; რა საკითხებზე უნდა წარიმართოს მოლაპარაკებები და ა.შ.
მესმის, ძნელი კითხვაა. უფრო სწორედ, მასზე პასუხი არ არსებობს. ამიტომ თუ არ მიპასუხებთ, არ ვინერვიულებ[/quote]
ყველაფრის სხვისგან გაგონება ყველაზე ადვილია,თუ შეიძლება საკუთარი თავიდან დავიწყოთ საკითხების ჩამოთვლა.თორემ ვხედავ,მომზადებული ხარ,თუ ვინმე რაიმეს იტყვის,მაშინვე ყელში ეცე...ეს კლასიკური ოპოზიციონერების თვისებაა...ასე არ გამოვა მეგობარო...
ვინც დიალოგის მომხრეა,იქნებ დავიწყოთ იმ საკითხების ჩამოთვლა,რაზეც დიალოგის დროს ვისაუბრებთ...