#14408026 · 23 Jun 2009, 21:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
omerta
| QUOTE | | 1. თავისუფალ დროზე, მაგისთვის უნდა მოიცალო და მაგ საქმისთვის დრო დახარჯო, რაც ხშირად მოზღვავებული პრობლემების გამო ნაკლებად გაქვს; |
მიტინგებზე სამსახურის შემდეგ დადის ხალხი?  | QUOTE | | 2. ფინანსებთან. ანუ უნდა გქონდეს იმის საშუალება, რომ დაიქირავო ადვოკატი და გადაუხადო გასამრჯელო. ხოლო დამარცხების შემთხვევაში აანაზღაურო სასამართლო ხარჯები |
ჰოდა, ზოგიერთი ოპოლიდერი, ენებით კუდუსუნს რომ იფხანენ, გაინძრეს და $400 მანიკურის წასმას და რკინის გალიებში ფულის ხარჯვას, კონკრეტულ შემთხვევებზე ადვოკატების მოძიებით უნდა იყოს დაკავებული. თორემ, ელექტროსკამზე რომ მივდიოდე, ბესელიასნაირ ადვოკატს, თავად დავიცვა საკუთარი პიროვნება, ის მირჩევნია  | QUOTE | 3. რისკზე. ანუ საქართველოში ძალოვანი სტრუქტურის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი თავის მხვრის ხელისუფლების წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან არის გაიგივებული. ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში ხდები შურისძიების სამიზნე სახელმწიფო სისტემებისგან და სხვა დროს რაღაცას გამოგიძებნიან. ანუ ან :წამალს გაიკეთებ"; ან "ნარკოტიკებს გაყიდი"; ან "იარაღს აღმოგიჩენენ"; ან "ქუჩაში ვინმე "ნიღბიანი ხულიგნები" გაგლახავენ; ან კიდევ მტკვარში "გადახტები" ან რაიმე სხვა სახის "თვითმკვლელობას" მიმართავ".
საერთოდ რატომ უნდა შეუდგეს ნორმალური ადამიანი იმ საქმეს, რომელიც არაფრით არ გაკეთდება.
ასეთ შემთხვევაში გაცილებით ნაკლები შაბსი გაქვს გამარჯვების, ვიდრე საქართველოს ფეხბურთის ნაკრებს ბრაზილიასთან.
ხალხს უბრალოდ ეჭვი კი არ ეპარება, არამედ ამაში დარწმუნებულია და იცის რომ მხოლოდ ასე იქნება. |
ამაში გეთანხმები, მაგრამ წარმოიდგინე, საკუთარი სიკვდილით რამდენ სიკეთეს მოუტან ოპოზიციას?!  | QUOTE | P.S. მე პირადად ეს ყველაფერი ხელისუფლების დამსახურებად კი არა, მისი მომხრეების დამსახურებად მიმაჩნია. ხელისუფლება ფიქრობს: "მოსწონს ხალხს ასეთი ცხოვრება, ტაშსაც გვიკრავენ და რატომ უნდა შევცვალოთო?" |
მე პირადად ის მგონია, რომ ქართველ ხალხში ჯერ კიდევ კარგადაა გამჯდარი მთავრობამ უნდა შეგვინახოს აზროვნება და აქედან მოდის ყველა პრობლემა. მოსახლეობის უმეტესობა სწორედ ამან გამოიყვანა ქუჩებში და არა უსამართლობამ სასამართლოში, არა სამსახურებიდან დათხოვნება, არა გვირგვლიანმა და არა რობაქიძემ. ადამიანები საკუთარ კუჭზე ზრუნავენ და ესაა მთელი ქართული ფილოსოფია. სულ ცალ ფეხზე კიდია უბრალო ობივატელს რუსი იქნება თბილისში თუ არა - მთავარია საჭმელი ჰქონდეს და დენი უგრაფიკოდ.
--------------------
ჩვენ, ყველანი, გამოკვლევებულები ვართ! ელენიკო დათო კირკიტაძემ დაცვის ბიჭს ბოდიში მოუხადა. არის თუ არა ეს კულტურული რევოლუცია - saak... ეს საბოტაჟი რომ არ გყავდეთ, რა გეშველებოდათ?!
|