#14432370 · 25 Jun 2009, 15:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
kserks
ყველა შენ მიერ ჩამოთვლილ ქვეყანაში სხვადასხვა პრობლემებია და მათი ერთ თარგზე გატარება არ შეიძლება...
| QUOTE | | კვიპროსი რა ხეირი? გაერთიანდა? |
კვიპროსს რაც შეეხება იქ კუნძულის ბერძნული ნაწილია თურქებთან გაერთიანების წინააღმდეგი.. მიზეზი - ბერძნულ ნაწილში ცხოვრების დონე და მოსახლეობის შემოსავლები სამჯერ მეტია, რატომღაც კვიპროსელ ბერძნებს აღარ აქვთ თურქებთან ერთად ცხოვრების სურვილი...
| QUOTE | | ასევე ჩინეთი ამ ეტაპზე ყველაზე მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა რა ხეირი? დაიბრუნა ტაივანი? |
როგორ მზარდიც არ უნდა იყოს ჩინეთის ეკონომიკა, ამ ეტაპზე ტაივანში ცხოვრების დონეს ჩინეთისას ვერც შეადარებ, ადამიანის უფლებების დაცვაზე, რომ არაფერი ვთქვათ...
| QUOTE | | სამხრეთ კორეა არაფრიტ არ ჩამოუვარდება ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას. გაერთიანდა? |
სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის გაერთიანებას იდეოლოგიური პრობლემები აბრკოლებს.. თუმცა კიმ ჩენ ირი სერიოზულად ავადმყოფობს, მის შვილს განათლება შვეიცარიაში აქვს მიღებული, ამიტომ კიმ ჩენ ირის წასვლის და მისი შვილის მოსვლის შემდეგ, დიდია შანსი ორი კორეის გაერთიანებისა.. ეს მხოლოდ დროის ამბავია...
| QUOTE | შრილანკამ დაიბრუნა ტამილელი ვეფხვების მიერ მითვისებული ტერიტორიები ? დაიბრუნა რუსთმა დაიბრუან ცეჩნეთი? დაიბრუნა კუვეიტი გაანტავისუფლეს ერაყული ოკუპაციიდან? გაანტავისუფლეს |
შრილანკის, რუსეთის და აშშ-ს შეიარაღებული ძალები, როგორც რაოდენობის, აღჭურვილობის და სამხედრო განსწავლულობის მხრივ მთელი თავით მაღლა დგას, შესაბამისად თამილელი ვეფხვების, ჩეჩნეთისა და ერაყის შეიარაღებულ ძალებთან შედარებით..
აფხაზეთსა და სამაჩაბლოში საომარი კონფლიქტის შემთხვევაში ჩვენ ვის დავუპირისპირდებით? მართალია, რუსეთს. ამიტომ ამ ეტაპზე საომარი მოქმედებების განახლების შემთხვევაში ტერიტორიების დაბრუნების რა მოგახსენო, მაგრამ დაკარგვის საფრთხე მეტად რეალურად მეჩვენება...
მთავარია, იურიდიულად არ მოვახდინოთ, ამ ორი სეპარატისტული რეგიონის "გაპრავება", იქნებ ჩვენმა შვილებმა მაინც შეძლონ მათი დაბრუნება ჩვენ თუ არაფერი გამოგვივა...
This post has been edited by VoK on 25 Jun 2009, 15:51
--------------------
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...
|