აბა რა გითხრა...
კიბორგს ვიცნობ...
იმ ხალხსაც ვიცნობ ვისაც კიბორგი აგვისტოში თავზე დაადგა და ვინც შეიკედლეს...
მომენტ მეც შემიკედლებდნენ...
კიბორგიც შემიკედლებდა, მეც შევიკედლებდი რამე რომ ყოფილიყო, მაგრამ კიდევ გავიმეორებ...
კიბორგი არის გამონაკლისი მოვლენა...
ჯერ ის რომ კიბორგი როგორც ასეთი არის იდეალური რეკრუტი...
ვერ დამისახელებ არაპროფესიონალი სამხედროსთვის აუცილებელ კრიტერიუმს რომელსაც კიბორგი ვერ აკმაყოფილებდეს, ფიზიკური, ფსიქიკური, შეგნება, უნარჩვევები და ა.შ.
მაგრამ საკითხავია რისთვის წავიდა წინა ხაზზე კიბორგი? იმისთვის ხომ არა რომ ვალი მოეხადა? მაგრამ ამისთვის წინა ხაზზე გაქცევა და ჩალიჩი რომ ვინმეს აეწებო არის ზედმეტი.
1 კაცი იყო და აიწება სამხედრო ნაწილმა უპრობლემოდ...
აბა 1000 ყოფილიყო?ვატრაკებ, 1000 კიბორგი მომეცი და მოსკოვს შევუტევ

, მაგრამ სიტყვაზე 100ო ჯანმრთელი, 20-40 წლის გულანთებული იდეური მოხალისე აიდა რუკზაკი და ფრონტისკენ შაგაობა როგორ წარმოგიდგენია? მე ძნელად, და სიმართლე გითხრა ალბათ თავად კიბორგსაც ძნელად.
საქმე იმაშია რომ კიბორგი იქ ვალის მოსახდელად კი არ წასულა (ეს მომენტიც არის, მაგრამ მოტივი უფრო სხვა იყო), არამედ უბრალოდ ბრძოლებში მონაწილეობის მიღების სურვილის გამო.
ზუსტად ბრძოლებში მონაწილეობის მიღების სურვილით, ეს კი კარდინალურად განსხვავდება იმ მოვალეობისგან, რაც საშულო სტატისტიკურ მოქალაქეს მოეთხოვება.
თავად კიბორგი ამბობს, არავითარი ჯგუფებიო...
აქაც კარდინალურად ვერ დავეთანხმები თუ ჩვენი სურვილი იქნება არა "ბუხ-ბუხ", არამედ გამარჯვებაში წვლილის შეტანა.
კიბორგმა აგვისტოში გააკეთა ის, რაც მას უნდოდა გაეკეთებინა და და მისი განზოგადებაც არ შეიძლება...
ერთ რამეს მიაქციე ყურადღება...
სადაც ამბობს რომ შნირობაზეც კი თანახმა ვიყავიო...
შნირობაზეც კიო...
რას ნიშნავს შნირობაზე?
შენი ქვეყნის შნირობაზე უფრო საპატიო რა უნდა იყოს?
ეს კიბორგმაც იცის და ამიტომაც იყო თანახმა...
მაგრამ ის მომენტ საჭიროების შემთხვევაში იყო თანახმა, არადა სწორება ამაზე უნდა იყოს...
ჩვენი ქვეყნის შნირობაზე...
ყოველგვარი ამბიციების გარეშე.
უბრალოდ დაივიწყე რომ მოკვდავი ხარ...
კაცი ერთხელ ცოცხლობ და ერთხელ უნდა მოკვდე, და იმუშავე საკუთარ თავზე...
ემზადე ომისთვის, მონახე შენნაირები, გააკეთე თვითორგანიზაცია...
ხოლო როდესაც ზარი ჩამოკრავს, იყავი შენი სამშობლოს შნირი.
მე მგონი სულ ესაა.
This post has been edited by tezam on 17 Aug 2009, 01:40
დიდებაი მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშუიდობაი, და კაცთა შორის სათნოებაი ©ლკ. 2,14.
თხარე სანგარი, იყავი ის რაც ხარ ©S&W
ჩვენი საქმე პარაბელუმია. ©Geronti
炸弹睡觉莫斯科 ©毒蛇
თოფს ჟანგი შესჭამს, ჟანგს მიწა,
კაცის გულს - დარდი, იარა.