მოკლედ ერთი ანეკდოტი მახსენდება
აი ცხოველები რომ ზიან თვითმფრინავში და ყვავი რომ დახტის...
თავიდანვე აქციები რომ დაიწყეს სწორედ ამას ვამბობდი,
უნდა მოეთხოვათ რაიმე რეალური, ისეთი რაზეც წამომსვლელი იყო ეს მთავრობა,
თორემ საკუთარი კუდის მოჭრა რომ მოთხოვეს და უარს მიიღებდნენ ეს თავიდანვე ნათელი იყო.
ოპოზიციის კრახმა კი გამოიწვია ის რომ უარეს ნაგავში აღმოვჩნდებით ... და არა ხვალ, არამედ უკვე დღეს!
გიხაროდენ!
აჰა კიდევ ერთი ინფო და მოთოკეთ ნერვები-ემოციები-გეგმები ოპოებმა:
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არალეტალური იარაღის გამოყენების უფლებაც ეძლევათ01 / 07, 2009 12:57
პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას არალეტალური იარაღის გამოყენების უფლებაც ეძლევათ.
პოლიციელის მიერ გამოყენებად საშუალებებს არალეტალური იარაღი “პოლიციის შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტით ემატება.
კერძოდ, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის, დანაშაულთან და საზოგადოებრივად საშიშ ქმედებებთან ბრძოლის მიზნით, პოლიციას უფლება აქვს, გამოიყენოს სპეციალური საშუალებები: ხელბორკილი ან შებორკვის სხვა საშუალება, რეზინის ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა, დაბრკოლების დამანგრეველი და ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება, წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, სპეციალური საღებავი, სასამსახურო ძაღლი და ცხენები და ელექტროშოკური მოწყობილობა.
აღნიშნულ ჩამონათვალს კი კანონპროექტით, არალეტალური იარაღიც ემატება.
რაც შეეხება არალეტალური იარაღის კონკრეტიკას, როგორც “ინტერპრესნიუსს” კანონპროექტის ავტორებმა განუმარტეს, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი იარაღი, რომელიც სიცოცხლისთვის უსაფრთხოა და აპრობირებულია ევროკავშირის ქვეყნებში. მათ შორის პლასმასის ტყვიები თუ ბადეები.
მათივე განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილების მიზანია, აქციის დაშლისას არსებობდეს მაქსიმალური დისტანცია პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რათა ზედმეტი გართულებები თავიდან იყოს აცილებული.
ამასთან, არალეტალური იარაღის გამოყენება დასაშვები იქნება მოქალაქეზე თუ პოლიციის თანამშრომელზე, დაცულ ობიექტებზე თავდასხმის მოსაგერიებლად; საზოგადოებრივი წესრიგის მასობრივი და ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად; დანაშაულის, საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დაკავებისას ან მისი იძულების მიზნით, რათა მან დატოვოს დაკავებული სატრანსპორტო საშუალება ან შენობა ნაგებობა, სადაც თავს აფარებს. აღნიშნული დანაშულებების წინააღმდეგ დღეს მოქმედი კანონმდებლობა მხოლოდ ცრემლსადენი გაზის გამოყენებას ითვალისწინებს.
კანონპროექტის ავტორები დეპუტატები პავლე კუბლაშვილი, მურთაზ ზოდელავა, ლაშა თორდია და კახა ანჯაფარიძე არიან.
პროექტის განხილვა საპარლამენო კომიტეტებში ჯერ არ დაწყებულა.