ვინა კაცო .. აი ეს "გაუშვებს"?

ვჩპუ
დატკბით:
http://www.presa.ge/index.php?text=news&i=8511ლევან გაჩეჩილაძე: "ისეთ რამეებზე ვილაპარაკებ, ყველა სახტად დარჩება"გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა. თუმცა თავად ასე არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ამ შეხვედრით სააკაშვილის გუნდმა ქვეყანაში მიმდინარე კრიზისის გადაფარვა გადაწყვიტა. ლევან გაჩეჩილაძე ხელისუფლების ბრალდებებს პასუხობს.
-
ერთი შეხვედრის გამო ასეთი აურზაურის ატეხა ადრე არასდროს მინახავს, მაგრამ ეს ჩვენი წარმატებისთვის ძალიან კარგია. ასეთი ხმაურით ჩვენი საქმის პოპულარიზაცია ხდება. დარწმუნებული ვარ, ამის შემდეგ ჩვენთვის სახელმწიფო ტელეარხებზე პირდაპირი ეთერი გაიხსნება, უკვე მიმიწვიეს რამდენიმე რეიტინგულ გადაცემაში...
ადრე არ გიწვევდნენ?
- ასეთი სიხშირითა და მონდომებით არა. ახლა კი ხელისუფლებას ვპირდები, რომ ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებ და მათი პატრიოტული საქმიანობის შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას ჩამოვიტან. დოკუმენტურად დადასტურებულ მასალებს დავდებ და ისეთ რამეებზე ვილაპარაკებ, ყველა სახტად დარჩება.
ყველაფერს გავაკეთებ იმის დასამტკიცებლად, რომ ე.წ. ვარდების რევოლუცია კანონგარეშე იყო და ეს ხელისუფლება უკანონოა, არაფერს ვლაპარაკობ 5 იანვრის არჩევნებზე...
ბატონო ლევან, ბრძოლის მეთოდი შეცვალეთ?
- მთლიანად არა, პარალელურად აქციებიც გაგრძელდება... ყველა მშვიდობიან და კონსტიტუციურ გზას გამოვიყენებთ მიზნის მისაღწევად. არ უნდა ამ კაცს საქართველოს მართვა და დაგვანებოს თავი. დარწმუნებული ვარ, ავაშენებთ ქართულ, ღირსეულ ქვეყანას, რომელიც დასავლური ორიენტაციისა და ფასეულობების გახდება.სხვათა შორის, ჩვენი მართლმადიდებლური ათი მცნება და ჩვენი ეკლესიის პრინციპები, სხვა არაფერია, თუ არა დასავლური ღირებულებები და ორიენტაციები.
უბრალოდ,
იმას, რასაც იქ დემოკრატიას უწოდებენ, ჩვენს გულებში ქართული ფასეულობები ჰქვია. სწორედ ამიტომაც მინდა, ყველას ადამიანურად ვთხოვო, ვინც აქციაზე დადის ან ჩვენს მუშაობას სახლიდან ადევნებს თვალყურს, გავაგრძელოთ კაცური, ჯიგრული ბრძოლა და დამიჯერეთ, გამარჯვება ძალიან მალე დადგება.
ბატონო ლევან, ხელისუფლების წარმომადგენლები რუსეთის მოქალაქესთან თქვენს შეხვედრას საეჭვოს უწოდებენ...
- უწოდონ და იყვნენ. მინდა, ისინი გავახარო და ვუთხრა, რომ თუ საქმეს დასჭირდება,
რუსეთშიც ჩავალ, ცხინვალშიც და სოხუმშიც, მთავარია, გამომივიდეს და შევეცდები, ყველგან ჩავიდე და პირველი პირისგან გავიგო, რა ხდება ჩვენი ქვეყნის თავს. ქართველი ხალხია ამაში დამნაშავე თუ ერთი კაცი, ასე რომ გვაწამებენ და ლიმონივით გვწურავენ.როგორც აღნიშნეთ, ფულის შოვნას აგრძელებთ, ანუ ხელისუფლებისგან პროვოკაციებს კიდევ ელოდებით?
- ამას უკვე შეჩვეული ვართ. პროვოკაციები რომ არ იყოს, ის უფრო გამიკვირდებოდა, ვიდრე ასეთი ამბები. ეს ხომ მიშასა და ვანოს სტილია, რა ქნან, ასეთები არიან... სერიოზული სერიალები ალბათ კიდევ მოსალოდნელია, რაც ძალიან კარგია, უფრო და უფრო მეტი პოპულარიზაცია იქნება. უბრალოდ,
ერთი რამე მინდა ხალხს ვთხოვო: ეჭვიანობას ნუ დაიწყებთ და ნუ შეშინდებით. აქციები უნდა გაიმართოს მანამ, სანამ გამარჯვებას არ მივაღწევთ, ესაა ჩვენი გამარჯვების გასაღები. ლიდერები კი, ამ უსუსური პროვოკაციების მიუხედავად, არ გავტყდებით,
ფულსაც ვიშოვით და მიშასაც მოვიშორებთ.