ერთი სიტყვით ქართული პონტია რა ...
მთვრალი რომ ვარ რესტორანში მანქანით და სახლში წამოსვლაზე რო მიდგება საქმე არა რა მთვრალი ... და ქუჩაში რომ გადავდივარ და მთვრალი დამეჯახება მანქანით დამამტვრევს და დატყვება ... უხ იმის $%&#&* როგორ ქნა ეგ!!!
რა ქვეყანაცაა ის მთარობა ის ხალხი ის მენტალიტი და კერძო ბისნესია ...
მიქარავს სითი პარკი (არ განუხორციელებია ინვესტიციები ავტოსადგომების ყიდვისა და კეთილმოწყობის დარგში, არაფერი გაუკეთებია სათადარიგო ავტოსადგომების მოსაწყობად აღნიშნულ ტერიტორიებზე, საცობებისაგან და უწესრიგო ქუჩების გაწმენდა და გადასახადებისა და ჯარიმების აგროვება კი უნდათ) თუმცა ვაღიარებ რომ კავკასიელები რთული ბუნების ხალხი ვართ და მხოლოდ სიმკაცრისა და ჯარიმების ენა გვესმის ... (5 წუთი გადასვლა, მეჩქარება ძალიან, ჩემი უბანია ძმაო, დავაი აქედან დაახვიე სტაიანშიკო, წითელზე პროწივზე გადასვლის და მერე შუქნიშანთან გაჩერებულ მანქანის წინ უნდა ჩადგომა (ამ ერთხელ გადვარჩების პრინციპით) ...)
მიქარავს მთავრობაც (უამრავი ახალი შენობა აშენდა ... არადა ამ შენობებისთვის მიწისქვეშა ან მიწისზედა ავტოსადგომების მოწყობის დავალდებულება რატომღაც ჩინოვნიკებს დაავიწყდათ, მოაგებინეს სითი პარკს ტენდერი და არავითარი ვალდებულება ჯერჯერობით მარტო ბიუჯეტში იხადონ გადასახადი (და რეალურად 16 სართულიან შენობასი რომ მუშაობს/ცხოვრობს 1000 ადამიანი სად ჯანდაბაში დააყენონ ავტომობილები რომ სამსახურში ავიდნენ?, არ შეიძლება ქალაქის ცენტრში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართების მხოლოდ დიდი მშენებლობისთვის გამოყოფა და ამდენად ავტოსადგომებისთვის განკუთვნილ მიწის ნაკვეთებზე ბევრადმომგებიანი საოფისე შენობების აშენება) (არაა გზებზე მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელები მოწყობილი რომ ფეხით მოსიარულეებმა გამართულად იარონ ...
მიქარავს ხალხიც ... (ავტომფლობელებს არ მოგვწონს ამ სიცხეში დიდ საცობებში დგომა და ამიტომ ვცდილობთ სხვადასხვა ხერხებით გავძვრეთ და უმეტესად სწორედ ამ გაძრომით იქმნება უარესი საცობები, ფეხითმოსიარულეებს არ მოგვწონს ტროტვარზე ამოყრილი მანქანები თან ისე რომ ვერ გაივლი და იძულებული ხარ სავლ ნაწილზე ჩახვიდე რომ გზა გააგრძელო იქ კი საკმაოდ ჩქარა დაჰქრიან მანქანები.)
მაგრამ ნელნელა რეგულირდება ბევრი რამ ...
1. ცირკიდან ვაგზლის მოედნისაკენ მიმავალი გზა მოეწყო ისე რომ დარღვევა პრაქტიკულად გამორიცხულია ... და ამან მნიშვნელოვნად გაააიოლა მოძრაობა მაგ მონაკვეთზე როგორც ავტომფლობელებისატვის ასევე ფეხით მოსიარულეთათვის.
2. ელიავას ბაზრობაზეც ანალოგიურად გზის კეთილმოწყობის სემდეგ საკმაოდ შემცირდა საცობების პრობემა.
3. თავისუფლებიდან რუსთაველის მეტრომდე მოაჯირის გაკეთებამ და ტროტვარის მოწყობამ ნულამდე დაიყვანა ტროტვარზე მანქანის გაჩერების შანსი რაც ფეხითმოსიარულეებისათვის დიდი შეღავათია. (მაგრამ ისევდაისევ ავტოსადგომთა უქონლობამ უაღრესად გადატვირთა ახლომდებარე ქუჩები

)
.
.
.
1. მესმის სითი პარკის მაგრამ ძალიან დიდია სათბრივი გადსახადი და ჯარიმებიც ... საათი გაჩერება 20 თეთრზე მეტი არ უნდა ღირდეს და მოეწყოს ავტომატური ხურდისჩასაყრელიანი სადგომები ბევრგან რომელსაც დროის მიხედვით ჩართავ რამდენი ხანი აპირებ გადასვლას და მინიმალური დრო უნდა იყოს 30 წუთი და უნდა ღირდეს 10 თეთრი ანუ საატი 20 თეთრი. და გათვლას სითი პარკი უნდა აკეთებდეს ჩადებული ინვესტიციების გრძელვადიან პერიოდში ამოღებაზე და სესაბამისად აქცენტი იუნდა იყოს ხარისხზე და რაოდენობაზე და არა პირიქით...
2. სახელმწიფომ ნებისმიერ ახალ მშენებლობას თუ უკვე არსებულ შენობას უნდა მოსთხოვოს ჰქონდეს ტერიტოტია (მიწისქვეშა ან მიწისზედა) ავტოსადგომისათვის იქ მცხოვრები/მომუშავე ხალხის რაოდენობაზე დამოკიდებული რაღაც კოიფიციენტით გამოთვლილ მინიმალურ რაოდენობა მანქანის დასაყენებელ ადგილზე გათვლით.
3. ჩვენც უნდა ვისწავლოთ რომ არა აუცილებელი რომ მანქანით მაინცდამაინც სამსახურის კარებთან მივიდეთ და იქ სადმე შევჭუშჭყნოთ ისე რომ ვინმემ გაგისვას , ან გმწარებულმა მეზობელმა კრასკა დაასხას, ან საჯარიმოზე წაიყვანონ, და არაფერი გვიჭირს რომ მიწისქვეშა და მიწისზედა დაცულ რამდენიმესართულიან ავტოსადგომზე გავაჩეროთ ავტომობილი გადავიხადოთ 10 საათის დგომის 2 ლარი და სამსახურიდან 5 წუთის სავალზე მდებარე კეთილმოწყობილ ავტოსადგომზე დავტოვოთ მანქანა!
ერთი სიტყვით თუ გვექნება სურვილი და მოვინდომებთ ნელნელა გვეშველება და ვისწავლით ყველა წესრიგს ... ან პირიქით

ერთი სიტყვით ყველამ ჩვენი თვიდან უნდა დავიწყოთ და სხვისი თვალითაც შევხედოთ ჩვენს საქციელს
"ჯერ იყო "პრინუჟდენიე კ ვაინე", რათა მერე ყოფილიყო "პრინუჟდენიე კ მირუ". (c) crocodile
Птичка..... (c) http://www.youtube.com/watch?v=tP3ZaiZOjvs