დავიწყოთ იმით, რომ, ჩემი აზრით, ვერც დღეს და ვერც ხვალ ჩვენ ისეთს ვერაფერს შევიტყობთ, რომ ჩვენი ცხოვრებას მყისიერადე შეიცვალოს. ანუ, საჯაროდ ორივე მხარე უკვე ცნობილ პოზიციებს დაადასტურებს.
სიახლეები, სავარაუდოდ, ოქტომრისთვის იქნება, როდესაც გვეცოდინება, დაიწყო თუ არა რუსეთმა ზაფხულში ომი; თუ დაიწყო, სად (საქართველოში, ჩრდ. კავკასიაში თუ უკრაინაში), თუ არა - რატომ; დაატყდა თუ არა კრიზისის მეორე მძლავრი ტალღა; რა დაასკვნა ტალიავინიმ და ა.შ.
ასე რომ, ჯერ ისევ ვარაუდების სფეროში ვართ.
ჩემი წინა პოსტი (რომელსაც აქ ამდენი გამოხმაურება მოჰყვა - ყველას დიდი მადლობა) იყო არა იმდენად პროგნოზი, რამდენადაც პრობლემის დაყენება. თუ რა ”პრობლემაა” ეს, ოდნავ ქვემოთ მოგახსენებთ.
იმაში, რაც მე სტატუს-კვოს შენაჩუნების, პოლიტიკური ვაკუუმის საშიშროებებზე დავწერე, პირველი შეხედვით, მართლაც, იკითხება ის აზრი, თითქოს ომი მშვიდობაზე მეტად შეიძლება გვაწყობდეს - დასავლეთი იძულებული იქნება იმიქმედოს, დაუბირისპირდეს რუსეთს, ეს დააჩქარებს მის დამარცხებას და უფრო მალე მოგვიტანს შვებას.
მართლაც (მორალი დროებით განზე გადავდოთ), ხომ არ გვირჩევნია ომი მშვიდობას?
იმისთვის, რომ ამ კითხვას პასუხი გაეცეს, უნდა დავაზუსტოთ, რას ნიშნავს ამ კონკრეტულ სიტუაციაში ”ომი” და რას ნიშნავს ”მშვიდობა”:
”მშვიდობაში”, ”გარიგებაში”, ამერიკის მხრიდან ”დათმობაში” მე არ მიგულისხმია საქართველოს რუსეთისთვის მიგდება.
”ახალი მალტა” (და მითუმეტეს, ”ახალი იალტა”

) არ იქნება - ვაშინგტონმა უკვე ობამას პრეზიდენტობის პერიოდში არაერთხელ განაცხადა, რომ არ ცნობს რუსეთის პრეტენზიებს ”გავლენის სფეროებზე”.
ასე რომ, სამშვიდობო ”გარიგება” ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს - საქართველოში ღია სამხედრო კონფლიქტის თავიდან აცილებას.
მიშას არავინ არ გაიწვევს ჰარვარდში, დასავლეთი არასდროს არ აღიარებს აფხაზეთსა და ”ს.ოსეთს”, ”ნაბუკოს” მშენებლობა გაგრძელდება და ა.შ. ანუ, ”მშვიდობა” ნიშნავს სტატუს-კვოს შენარჩუნებას.
მაშ, რაში მდგომარეობს ამერიკის მხრიდან ”დათმობა”? გავიმეორებ - ესკალაციაზე, სტატუს-კვოს სწრაფ შეცვლაზე დროებით უარის თქმაში.
არც მეტი არც ნაკლები. რისთვის? თუნდაც იმისთვის, რომ რუსეთს საქართველოში კი არ შეეჯახოს, არამედ იმ ფრონტებზე, რომელიც რუსეთის განეიტრალების ამოცანის მასშტაბებს შეესაბამება, და სადაც ამერიკას აშკარა უპირატესობები გააჩნია - სტრატეგიული შეიარაღება, ეკონომიკა, ფინანსები, გლობალური დიპლომატია.
პრობლემა იმაშია, რომ ასეთი ”სიმშვიდე” საქრთველოს შიდაპოლიტიკურ სივრცეში უამრავ პრობლემას ქმნის - აი, ეს იყო ჩემი მთავარი სათქმელი (ისევ და ისევ ამაზე - ოდნავ ქვემოთ).
ახლა, ისიც ვნახოთ, რას ნიშნავს ამ კონტექსტში ”ომი”?
ჩემი აზრით (და სხვას აქ ვერც ვერაფერს წარმოგიდგენთ), სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ”ცხელი” ომი დასავლეთს არ სურს და არ აწყობს, ომი, თუ რუსეთმა ის მაინც დაიწყო, გადაიქცევა სისხლისმღვრელ ბრძოლად... მხოლოდ ერთი მიზნისთვის - ისევ დღევანდელი სტატუს-კვოს აღსადგენად.
მართალია, პროვოცირების შემთხვევაში, დასავლეთი იძულებეული იქნება ყველა ღონე იხმაროს საქართველოს თავისუფალი ნაწილის დასაცავად, მაგრამ ის არასდროს არ მიიღებს მონაწილეობას ქართულ ”რეკონკისტაში”. რატომ?
დასავლეთს არ აინტერესებს ქართული მიწის ორი ნაგლეჯის გამო რუსეთთან დაპირისპირება ან თუნდაც ვაჭრობა - მის გადასახედიდან ამას ”აზრი არ აქვს”, სანამ რუსეთს ახალ-ახალი პროვოკაციების მოწყობის პოტენციალს ინარჩუნებს. დასავლეთის სტრატეგიული მიზანია რუსეთის შეუქცევადი დასუსტება (ცივილიზებული ურთობების კალაპოტში მოქცევა) - მხოლოდ მაშინ გადაწყდება საქართველოს გაერთიანების საკითხიც და ბევრი სხვა პრობლემაც.
რა გამოდის? გამოდის, რომ სტატუს-კვოს შენარჩუნება (”მშვიდობა”, ”გარიგება”, ”დათმობა”) და ლოკალური (ქართული) ომის მოგებაც კი ამ ეტაპზე, არსებითად, ერთსა და იგივე შედეგს იძლევა - იმიტომ რომ მეტის მიღწევა ასეთი ლოკალური ომის მეშვეობით შეუძლებელია. რუსეთის საბოლოო დამარცხება კი სულ სხვა მეთოდებით მიიღწევა.
მაშ, რა გვირჩევნია - ომი თუ მშვიდობა?
ვფიქრობ, პასუხი ნათელია: ომი უდიდესი ადამიანური ტრაგედიაა. თანაც, მოკლევადიან პერსპექტივაში მისი შედეგი სრულიად არ არის გარკვეული: ჩვენ არ ვიცით, რა სისწრაფით განვითარდება მოვლენები, რაზე წავა რუსეთი, რა რესურსების მობილიზებას მოისურვებს და შეძლებს დასავლეთი, და ა.შ.
რუსეთის ისტორიული დამარცხება (რომელიც გარდაუვალია სისტემური მიზეზბის გამო) სულაც არ ნიშნავს, რომ რუსეთს ამ ეტაპზე არ შეუძლია ჯოჯოხეთად გადააქციოს საქართველოს ცხოვრება. ასე რომ, არ გვინდა ომი!

აი, აქ კი ვუბრუნდებით ”მშვიდობის” პრობლემებს და მასთან დაკავშირებულ რისკებს.
ჩემი მთავარი სათქმელიც, მთავარი პრობლემა, რომელზეც წინა პოსტში გავაკეთე მითითება შემდეგშია:
რეალური ალტერნატივა (განსხვავება, გზაგასაყარი) იმაში კი არ არის, დღეს თუ ხვალ დაგვარტყავს რუსეთი; მეტად თუ ნაკლებად, ადრე თუ უფრო გვიან დაგვეხმარება დასავლეთი, და მისთ.
ალბათ დამეთანხმებით, რომ დღევანდელი მდგომარეობის რეალური ალტერნატივა იქნებოდა ისეთი საქართველო, რომლის მიმართ რუსეთი უბრალოდ ვერ შეძლებს (ვერ გაბედავს) მსგავსი პოლიტიკის გატარებას, რომელსაც დასავლეთისგან ექნება სულ სხვა დონის გარანტიები, რომლის საძღვრებში (დე იურე) ან თუნდაც ”გვერდით” (დე ფაქტო) ელემენტარულად ვერ იარსებებს ისეთი შავი ხვრელები, როგორც ოკუპირებული ტერიტორიებია.
დრეს კი, გინდ ომის, და გინდ მშვიდობის სიტუაციაშიც საქრთველო არის პრო-დასავლური, და არა დასავლური სახელმწიფო. საქართველო არ არის დასავლეთის ნაწილი - ის დასავლეთის კლიენტი-სახელმწიფოა. ეს კი by definition სუსტი პოზიციაა. კლიენტებს შეგენბულად მტრებს არ უგდებენ საჯიჯგნად, მაგრამ მათზე არც ის გარანტიები არ ვრცელდება, რაც ”თავისიანებზე”. ისინი, ასე ვთქვათ, სტრატეგიული მანევრის არეალში არიან მოქცეულები.
აქ საუბარი თვისობრივ განსხვავებაზე, რომელიც მხოლოდ გარედან დახმარებით (და მითუმეტეს, მანიპულირებით) არ მიიღწევა - ეს თვითონ დაინტერესებული ქვეყნის, მთელი საზოგადოების პასუხისმგებლობაა. აი, რაშია პრობლემა.
***
ახლა კი პატარა გადახვევა, რომელიც უშუალოდ აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებს შეეხება:
Judas Iscariotიმ შეთანხმებების ლოგიკაში, რომლებზეც პირველ დიდი პოსტში მქონდა საუბარი, არანაირი ”შუალედი” არ ჯდება. ყველაფერი მარტივია: გლობალური შეთანხმებისთვის საჭიროა შეთანხმება ლოკალურ საკითხებზე, მშვიდობა - გარეგნული მაინც. აშშ-თან სტრატეგიული ბირთვული იარაღის შემცირებაზე ხელშეკრულების გაფორმება და ამერიკის მოკავშირეზე სამხედრო თავდასხმა ერთმანეთთან შეუთავსებელია.
ალტერნატივები არსებობს არა ამ სქემის შიგნით, არამედ მის გარეთ:
ალტერნატივა 1: განსხვავებული, უფრო ”მსუბუქი” შეთანხმებები - სულ სხვა საკითხების, თემების გარშემო. არ არის გამორიცხული, რომ კრემლი მართლაც გაცილებით უფრო იაფად იყიდება, ვიდრე ჩვენ გვგონია. და გარკევეული ”შეღავათების” სანაცვლოდ ბევრ რამეს დათმობს.
ამის შესახებ იხ.
http://www.ej.ru/?a=note&id=9242 სიმართლე გითხრათ, ბელკოვსკის ეს მხიარული შარჟი, პირველი შეხედვით, ძალიან ზუსტია, მაგრამ ამავე დროს გვიმალავს უფრო დიდი სიმართლეს: რუსეთთან ვაჭრობა არ ამართლებს - ის მაინც სახიფათო შანტაჟისტად რჩება. აუცილებელია მისი გეოპოლიტიკური როლის შეუქცევადი ტრანსფორმაცია.
ალტერნატივა 2: საკუთრივ ომითუ დასავლეთი მათთვის საინტერესოს არაფერს სთვაზობს გაზოფაშისტებს, ან პირიქით, ზედმეტად დამთმობია, ისინი გლობალური ბანდიტიზმის გზას ადგებიან - ანუ, იწყებენ ომს.
აქ დასავლეთს (და, უპირველეს ყოვლისა აშშ-ს) მართლაც ძალიან რთული ბალანსირება უწევს - ეს ორღობეში ცოფიან ძაღლთან შეხვედრას ჰგავს.
This post has been edited by CityZen on 6 Jul 2009, 23:30