ნუ პატრული ცოტა ლოიალური იყო მაგ ამბავში. ესე აქტიურად არ დადიოდნენ დაჯარიმებებზე. ამათ სხვა საქმე არ აქვთ და თან ჯერჯერობით ერთადერთი შემოსავლის წყაროა მაგათთვის.
http://www.ct-park.ge/faqკითხვა პასუხი
1. რატომ უნდა გადავუხადოთ კერძო კომპანიას თბილისის ქუჩებში ავტომანქანის დგომის საფასური, მაშინ როდესაც ქუჩა ეკუთვნის ქალაქს?
ქ.თბილისის მთავრობამ გამოაცხადა ტენდერი ქ. თბილისში პარკირების ორგანიზებაზე,რომელიც მოიგო შპს „სი-ტი პარკ“-მა. შემოსული თანხის უმეტესი ნაწილი ირიცხებაქალაქის ბიუჯეტში.
2. ვის მიერ არის განსაზღვრული პარკირების ტარიფები?
პარკირების ტარიფები დადგენილია ქ. თბილისის მთავრობის მიერ ქუჩებისა და ზონების მიხედვით.
3. რატომ აქვთ შპს „სი-ტი პარკ“-ის ინსპექტორებს ჯარიმის გამოწერის უფლება?
საქართველოსადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით პარკირების სფეროსმარეგულირებელი ნორმების დარღვევაზე საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლება აქვსადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან მათ მიერ უფლებამოსილ იურიდიულ პირს. ვინაიდანშესაბამისი უფლებამოსილება დელეგირებული იქნა კომპანია სი-ტი პარკზე აღნიშნულიჯარიმების გამოწერას ახორციელებს კომპანია.
4. თუ ვმუშაობ კომპანიში, რომლის ოფისი მდებარეობსცენტრალურ ქუჩაზე და წინ აქვს ფასიანი სადგომი, მომიწევს თუ არა პარკირებისსაფასურის გადახდა მთელი დღის განმავლობაში? თუ არსებობს გარკვეული შეღავათები?
ავტომანქანისფასიან სადგომზე გაჩერებისათვის საფასურს იხდის ნებისმიერი მოქალაქე, განურჩევლადიმისა, არის თუ არა ეს სადგომი მოქალაქის სამუშაო ადგილთან ახლოს. შეღავათებიგათვალისწინებულია ქ. თბილისის მაცხოვრებელთათვის, რომელთაც აქვთ შესაბამისი საშვიღამის საათებში, შაბათ-კვირასა და უქმე დღეებში ავტომანქანის უფასო გაჩერებისათვისმათ საცხოვრებელ სახლებთან ახლოს.
5. მაქვს მაღაზია/ფირმა რომელიც მდებარეობს ცენტრალურ ქუჩაზე და წინ აქვს ფასიანი სადგომი, მომიწევს თუ არა პარკირების საფასურის გადახდა მთელი დღის განმავლობაში? თუ არსებობს გარკვეული შეღავათები?
ავტომანქანის ფასიან სადგომზე გაჩერებისათვის საფასურს იხდის ნებისმიერი მოქალაქე, განურჩევლად იმისა, არის თუ არა ეს სადგომი მოქალაქის სამუშაო ადგილთან ახლოს. შეღავათებიგათვალისწინებულია ქ. თბილისის მაცხოვრებელთათვის, რომელთაც აქვთ შესაბამისი საშვი ღამის საათებში, შაბათ-კვირასა და უქმე დღეებში ავტომანქანის უფასო გაჩერებისათვის მათ საცხოვრებელ სახლებთან ახლოს.
6. შევიძინე 1 ლარიანი გადასაფხეკი ბარათი და პარკირების მეორე ზონაში (50 თეთრიანი) ვიდექი მხოლოდ 10 წუთით, რატომ არ შემიძლია ამ ბარათის ხელმეორედ გამოყენება? მეკარგება თუ არა თანხა, რომელიც ამ ბარათში გადავიხადე?
არა,გადახდილი თანხა არ გეკარგებათ. თუ შეიძინეთ 1 ლარიანი გადასაფხეკი ბარათი და გადაფხიკეთის მაგალითად 14:00 საათზე, უფლება გაქვთ ავტომანქანა დააყენოთ 1 ლარიან სადგომზე 15:00 საათამდე, 0.5 ლარიანსადგომზე 16:00 საათამდე, ხოლო 0.2 თეთრიან სდგომზე 19:00 საათამდე. ამგვარად,ბარათის გამოყენება კვლავ შეგიძლიათ მოცემული დროის მონაკვეთში.
7. ავტომანქანა გავაჩერე პარკირების მეორე ზონაში 2საათით, საქარე მინაზე მივამაგრე 1 ლარიანი გადასაფხეკი ბარათი, მაგრამავტომანქანის სადგომზე დატოვება მომიწია 2 საათზე მეტი დროით, მომიწევს თუ არაჯარიმის გადახდა?
ამ შემთხვევაში შეგიძლიათ გადაცილებული დროის საფასური გადაიხადოთ მობილური ბარათისმეშვეობით, თუ ის წინასწარ გაქვთ შეძენილი და გააქტიურებული. თუ ხშირად გიწევთავტომანქანის გაჩერება ისე, რომ წინასწარ ვერ საზღვრავთ დგომის ხანგრძლივობას,რეკომენდირებულია მობილური გადახდის ბარათით სარგებლობა. თუ ინსპექტორიდააფიქსირებს ავტოპმანქანის დგომას გადაუხდელად ფასიანი პარკირების ადგილზე, იგიგამოწერს შესაბამის ჯარიმას.
8. ვინ არის პასუხისმგებელი ჩემი ავტომანქანისუსაფრთხოებაზე?
ქ.თბილისში ავტომანქანების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია საპატრულო პოლიცია.
9. რატომ არ არსებობს პარკირების ერთთვიანი ბილეთი, რომელიც საშუალებას მოგვცემდა გაგვეჩერებინა ნებისმიერ სადგომზე ავტომანქანა ერთი თვის განმავლობაში?
ამ ეტაპზე სი-ტი პარკს გააჩნია სამი გადახდის მეთოდი, მომავალში შესაძლებელიაგადახდის ახალი მეთოდების შემუშავება, რომელიც უფრო მეტად დააკმაყოფილებსმოქალაქეების მოთხოვნებს.
10. რატომაა სი-ტი პარკის მიერ დანერგილი ახალი სისტემა ძველზე უკეთესი? რას აკეთებს სი-ტი პარკი ახლა მოქმედ ავტოსადგომის მეთვალყურეებზე უკეთ?
იმისათვის,რომ პარკირების სისტემა ევროპის სტანდარტებთან მიეახლოვებინა, სი-ტი პარკმა ქალაქთბილისში დიდი ოდენობის თანხის ინვესტირება განახორციელა. ახალი სისტემისგამოყენებას შემდეგი უპირატესობა გააჩნია:
ა)ორგანიზებული პარკირება ხელს უწყობს ქალაქში საცობების მოხნას;
ბ)შემოსული თანხის უმეტესი ნაწილი ირიცხება ქალაქის ბიუჯეტში და ხმარდება ისევ ქ.თბილისის კეთილმოწმობას.
გ)თუ ავტომანქანას აჩერებთ ფასიან სადგომზე მცირე დროით და იყენებთ მობილურითგადახდის მეთოდს, ამ შემთხვევაში გიწევთ უფრო ნაკლები თანხის გადახდა, ვიდრემოგიწევდათ ნაღდი ფულით ავტოსადგომის მეთვალყურისათვის გადახდის შემთხვევაში.
11. შემიძლიათუ არა პარკირების გადასაფხეკი ბარათი ან მობილურის ბარათი გადავცე მესამე პირს?
დიახ.გადასაფხეკი ბარათისა და მობილურის ბარათის გამოყენება შეუძლია ნებისმიერ პირს.
12. რამოხდება იმ შემთხვევაში, თუ დავჯარიმდი, მაგრამ ჯარიმა არ გადავიხადე?
ჯარიმისგადაუხდელობის შემთხვევაში 30 დღის შემდეგ დაგეკისრებათ საურავი 150 ლარისოდენობით.