ალბათ ყველას გახსოვთ ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმამ რომ საქართველოში იმოგზაურა... თუმცა თქვენ როგორ გემახსოვრებათ.
მოკლედ ორი საუკუნის წინ "სამი მუშკეტერის" ავტორი საქართველოში ჩამობრძანდა და ვინაიდან მაგისი წიგნები აქაც ქონდათ წაკითხული და მოწონდათ - ქართველობამ მის საპატივცემულოდ დიდი სუფრა გაშალა.
ამ სუფრაზე დიუმას ცნობით ნარჩევი ქართული საზოგადოება შეიკრიბა, თან სულ ცნობილი მოქეიფეები იყვენენ (ნუ სხვა რა საქმე ქონდათ) - ჰოდა, დიუმასავე თქმით, 15 ბოთლ ღვინოს ერთი თვალის დახამხამებაში ცლიდნენ და კიდევ 15-ს მეორე თვალის დახამხამებაში.
მაგრამ მეო, - წერს დიუმა, - იქ ყველას ვაჯობე სმაშიო.
ჰოდა მოუთხოვია კიდეც საქართველოს დამსახურებული მოქეიფის წოდება. ქართველებს უთქვამთ, ეგ წოდება კაი ხანია აღრა გვაქვსო - 1801 წლის რუსეთის იმპერატორის მაღალი მანიფესტით გაგვიუქმესო.
დიუმას უთქვამს - დაიკიდეთ იმპერატორიცა და მაგისი მანიფესტიცო.
ჰოდა ქართველებმაც დაიკიდეს და დიუმას გადასცეს საბუთი, სადაც ეწერა, რომ ამადაამ წლის ამდაამ დღეს მის საპატივცემულოდ გამართულ ნადიმზე ბ-ნმა დიუმამ ყველა დამსახურებულ ქართველი მსმელზე მეტი დალიაო.
ხელი მოაწერეს ივანე კერესელიძემ (ცისკრის რედაქტორი იყო) და თავადმა ჭავჭავაძემ.
ეს საბუთი დიუმამ ლამაზ ჩარჩოში ჩასვა და თავის სასახლე "მონტე-კრისტოში" ჩამოკიდა საპატიო ადგილას.
***
ისე კიდე კაი ცხინვალში არ ჩავიდა, თоრე გახეთქავდნენ მანაგუათი
This post has been edited by Lord Vader on 18 Jul 2009, 12:42