რა თქმა უნდა
ხალხისთვის როგორც უფრო მოხერხებულია ისაა კაი არგუმენტიც და ვარიანტიც

ეხლა შენ მითხარი
იმ ძველი აეროპორტის დაშლას და ახლის გაკეთებას რომელიც წვიმაზე და ქარზე არ იყო გათვლილი, არ ჯობდა ის ძველი გაერემონტებინათ? სზვა თუ არაფერი ესე ნაწილნაწილ მაინც არ იშლებოდა. დღემდე წყალი ჩამოდის აეროპორტში და მემგონი წვიმიან ამინდში ტაშტებსაც დგავენ რომ იატაკი არ დასველდეს

აეროპორტიდან რონ რკინიგზა გამოიყვანეს და ცოტა მომატებულ ნალექზე რომ დაიტბორა და რამის პლაჟი რომ გახსნეს
ახლად დაგებული ასფალტი წვიმებმა რომ დაბერა ბევრგან და თავს რომ იწონებდნენ გზები გავაკეთეთო
სანიაღვრე სისტემები რომ გამოცვალეს რომელიც წვიმის წყალს ვერ იტევს და იდიოტური არგუმენტით რო გაიმართლეს თავი ფოთლები რომ მიყვება წყალს ის ჭედავსო. ესეთ გაკეთებას ძველი სანიაღვრე სისტემისთვის ჩაეტარებინათ აღდგენითი სამუშაოები არ ჯობდა?
გმირთა მოედანზე იმხელა ფანტანი რო დადგეს და მერე რომ აღმოაჩინეს რომ თურმე დაბლა გვირაბი იტბორებოდა იმისთვის რომ იდიოტურად გააკეთეს და წყალს აპარებდა
სპორტის სასახლესთან პირველად რომ ღია ყინულის მოედანი გააკეთეს და ზაფხული რომ მოვიდა და მეტრო პოლიტექნიკურის შესასვლელში რამის კვატებმა რომ დეიწყეს ცურვა
ორთაჭალის აბანოებთან ქვაფენილი რომ აყარეს და ასფალტი რომ დააგეს და მიწა რო ვეღარ სუნთქავდა გოგორდის წ###ბი ნახევრად რო დეიკარგა და მერე თავიდან რომ აყარეს ასფალტი და ისევ ქვაფენილი რო დააგეს
ეხლა შენ მითხარი
ესეთ გაკეთებას სულ რო არ გააკეთო არ ჯობია?
ან ისეთ ადამიანს მაინც გააკეთებინე რომელიც ცოტა აზროვნებს
ამათი ტვინი უკუღმა დევს თავში
ჯერ აკეთებენ და ფაქტის წინაშე რომ დადგებიან მერე აზროვნებენ
ჯერ იაზროვნე შე კაი ადამიანო და მერე გააკეთე არ ჯობია?
რაუშავს
იმედია ოდესმე მოვა ცოტა ჭკვიანი ადამიანი საქართველოს ხელისუფლებაში და ჩვენ თუ არა ჩვენს მომავალ თაობას მაინც ეშველება

იმედი მაინც ვიქონიოთ სხვა თუ არაფერი